ავტორი:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის

უამრავი საქმე გექნებათ შეასრულებელი, მაგრამ ეს არ შეგაშინებთ. აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ სამუშაო გრაფიკის შედგენისას დასვენებისთვისაც გამოყოთ დრო. ნუ ხართ ზედმეტად მომთხოვნი და კრიტიკული საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების მიმართ. ეცადეთ, შინაგანი კომფორტი გქონდეთ. თებერვალი იმითიცაა გამორჩეული, რომ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რაც მომავლისთვის გქონდათ გადადებული. ზოგიერთმა შეიძლება სამედიცინო კვლევის ჩატარება გადაწყვიტოთ, ზოგმა - შინაური ცხოველის შეძენა. რაც შეეხება პარტნიორულ ურთიერთობებს, მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს, თვის ბოლოსკენ კი მისი დახმარება დაგჭირდებათ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მოგინდებათ სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება. შეიძლება ონლაინლექციებზეც კი ჩაეწეროთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გავლენიან პირებთან. განსაკუთრებით, თუ მარტოხელა ხართ და ისინიც თავისუფალები არიან. თვის მეორე ნახევარში მოიმატებს დატვირთვა სამსახურში. გახშირდება მივლინებები. გამორიცხული არაა, სამსახურში დაგემატოთ ვალდებულებები. ფინანსებს რაც შეეხება, უმჯობესია, გააზრებულად ხარჯოთ. მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ შვილების სწავლა-განათლებას.

ფული და სიყვარული

მოიმატებს რომანტიკული განწყობა და ავანტიურების, თავგადასავლების სურვილი. კავშირი იქნება ხანმოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელი. დაქორწინებულმა შეიკავეთ თავი მეუღლის ღალატისგან. უმჯობესია, დრო და ენერგია ოჯახის შენარჩუნებას დაუთმოთ, ვიდრე ახალ-ახალი რომანების გაჩაღებას. აი, მარტოხელებს კი შეგიძლიათ რომანტიკულ ურთიერთობებში თავით გადავარდნა. მთავარია, ღირსეული კანდიდატი შეარჩიოთ.

ჯანმრთელობა

დაკვირვებული იყავით სიმპტომებისადმი. უმნიშვნელო ცვლილების დროსაც კი მიმართეთ მკურნალ ექიმს. კარგი იქნება, თუ ჩაიტარებთ სრულ სამედიცინო გამოკვლევას. დაიწყეთ დილაობით ვარჯიში, დაიცავით დიეტა. თუ ფიტნეს-კლუბში ვარჯიშს ვერ ახერხებთ, საღამოობით ფეხით მაინც იარეთ.

პირველი თებერვლის შემდეგ ცოტა დაისვენეთ, მოდუნდით და გაერთეთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, შვებულება აიღეთ. გამონახეთ დრო ჰობისთვის, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

16 თებერვლის შემდეგ იზრუნეთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შეიძლება შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ ნაცნობს ან ამოხსნათ საიდუმლო, რასაც გიმალავდნენ. ამასთან, ნუ დაივიწყებთ დასვენებასაც.