ავტორი:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის: “შეიძლება დაუშვათ ბევრი შეცდომა, რაც შეარყევს თქვენს სანდოობას პარტნიორებში“

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის: “შეიძლება დაუშვათ ბევრი შეცდომა, რაც შეარყევს თქვენს სანდოობას პარტნიორებში“

რთული, მაგრამ საინტერესო თვე გელოდებათ. მთავარია სიტუაციის დრამატიზება არ მოხდეს, არაფერზე ინერვიულოთ. ბევრ გეგმას განახორციელებთ, უბრალოდ იყავით მიზანმიმართული. ადამიანებთან ურთიერთობისას მოიქეცით უფრო დელიკატურად, იმოქმედეთ პრეტენზიებისა და წყენის გარეშე. ყოველდღიური საზრუნავი და ჩვეულებრივი რუტინული სამუშაო, ჯანმრთელობის დაცვა - თვის მთავარი თემა იქნება. სამსახურში ურთიერთობები თვის დასაწყისში კარგად მიდის. შესაძლოა, უფროსთან მიდგომა გამონახოთ, ის დააფასებს თქვენს პროფესიონალიზმს და თავდადებას. უმჯობესია უარი თქვან სხვადასხვა გრძელ მოგზაურობაზე, აქტიურ ვარჯიშზე. ისინი არ მოგცემენ სასურველ შედეგს. ამ დროს არ ჩაერთოთ იურიდიულ საქმეებში. თებერვლის მეორე დეკადა ჯანმრთელობაზე დაგაფიქრებთ. კარგი პერიოდია სტომატოლოგიური მკურნალობის დასაწყებად. თუ გაქვთ სახსრების პრობლემები, მაშინ ღირს ექიმთან ვიზიტი. ბევრი საყოფაცხოვრებო საზრუნავი გექნებათ, მოგიწევთ სახლსა და სამსახურს შორის რბოლა. ზოგიერთმა მოვლენამ შესაძლოა გაიძულოთ დამატებითი პასუხისმგებლობის აღება. თებერვლის მესამე დეკადაში უფრო კომუნიკაბელური გახდებით, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვისთანაც საერთო ინტერესები გაქვთ.

ბიზნესი, სამსახური

იმუშავეთ და დაისახეთ მიზანი მომავლისკენ. მაგრამ პერიოდულად დაისვენეთ ისე, რომ არ დაიზიანოთ ჯანმრთელობა. ამ დროს არ არის საჭირო რაიმე გრანდიოზულის დაგეგმვა. ამბიცია არაჯანსაღია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო სიტუაციები და ნეგატიური ურთიერთობა კოლეგებთან. თუ თქვენ არ აიღეთ პასუხისმგებლობა ზოგიერთ პროექტზე, დატოვეთ ისინი. თებერვალში ვარსკვლავები გირჩევენ, მოიქცეთ უფრო მოკრძალებულად. ნუ ეცდებით ვინმეს გაოცებას თქვენი იდეებით და ტემპით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე დააფასებს თქვენს გულმოდგინებას. ამასთან, აუცილებელია პარტნიორებთან აქტიური მოლაპარაკებების წარმოება, საქმიანი კონტაქტების დამყარება. ხელსაყრელი პერიოდია სოციალური პრობლემების გადასაჭრელად, მიმართეთ სახელმწიფო სამსახურებს და სამინისტროებს. პერიოდულად უნდა დაისვენოთ, მოაწყოთ მოგზაურობა ან ლაშქრობა. 11 თებერვლიდან მეტი ყურადღება გმართებთ. რთული პერიოდია და შეიძლება დაუშვათ ბევრი შეცდომა, რაც შეარყევს თქვენს სანდოობას პარტნიორებს შორის. ფრთხილად იყავით სიტყვებშიც და ქმედებებშიც, ყურადღება გაამახვილეთ დეტალებზე. გააცნობიერეთ რას გეუბნებიან, ნუ შეაწყვეტინებთ მოწინააღმდეგეს ლაპარაკს. ბიზნესმენები წარმატებას მიაღწევენ. მით უმეტეს, თუ გეგმავთ დოკუმენტაციისა და მოხსენებების გაკეთებას. მთავარია, არაფერი გამოგრჩეთ: ხელმოწერები, ბეჭდები და თანამშრომლობის პირობები. ფინანსები კომერციული საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მას. ბუნებით პრაქტიკული და თანმიმდევრული ხართ და ახლა აუცილებელია ამ თვისებების დამტკიცება საქმით. დაპირებები არაფერს ნიშნავს, გამოიჩინეთ თავი საქმით.

თებერვლის ფინანსური პროგნოზი

თებერვალში შემოსავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად შეგიძლიათ ურთიერთობების დამყარება. მაგალითად, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია კონსულტაციასთან, მომსახურებასთან, გაყიდვებთან. პირველ დეკადაში მოსალოდნელია კონფლიქტები სამსახურში, რის შედეგადაც თქვენ ვერ მიიღებთ მთელ ფულს ან რაიმე სხვა მიზეზის გამო გადახდები შეფერხდება. გაანალიზეთ ყველა შემომავალი შეთავაზება და არ დაემორჩილოთ საეჭვო ცდუნებებს. მესამე დეკადაში შეგეცვლებათ ფულისადმი დამოკიდებულება. მიხვდებით, რომ ცხოვრება მარტო მუშაობა არაა. დაიწყებთ ფულის დახარჯვას გართობაში, კინოში, თეატრში, რესტორნებში. კარგი დროა იმისთვის, რომ ბავშვებს უყიდოთ ის, რასაც დიდი ხანია ითხოვენ.

სიყვარული

თუ გყავთ რჩეული, მაშინ კარგი იქნება ურთიერთობის გაუმჯობესებაზე იზრუნოთ, რათა ჰარმონიას მიაღწიოთ. განსაკუთრებით, 20 თებერვლამდე. მით უმეტეს, თუ ხშირად ჩხუბობთ და ზოგიერთ საკითხზე კონსენსუსამდე ვერ მიდიხართ. დაძაბულობის აღმოსაფხვრელად და უთანხმოებისგან თავის დასაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს - გულწრფელად ისაუბროთ ყველაფერზე. შეყვარებულებს შეუძლიათ მოისმინონ არა მხოლოდ მათ მიმართ მიმართული აღიარება, არამედ ქორწინების შემოთავაზებაც. მარტოხელებ ამ თვეში შესამჩნევი წინსვლა გაქვთ სასიყვარულო ფრონტზე. რომანტიკული ნაცნობობა შეიძლება სწრაფად გადავიდეს უფრო სერიოზულ და სტაბილურ ეტაპზე. ურთიერთობა სერიოზული, გეგმებში კი - "ერთად ცხოვრება" იქნება. ბრძნული რჩევა ყველა წყვილს: ნუ ჩაუღრმავდებით თქვენი პარტნიორის წარსულს, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. უფრო მეტიც, თქვენ არ გჭირდებათ მისი გადაკეთება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ თქვენი მოლოდინი 100%-ით გაამართლოს. თუ თანაცხოვრებისთვის იდეალურ პარტნიორს ეძებთ, ყურადღება მიაქციეთ მათ, ვინც ტაქტიანი და იდუმალია. შესაძლებელია, რომ მათ შორის იყოს ის, ვინც ნამდვილად გჭირდებათ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

გაცივებისა და ვირუსების თავიდან ასაცილებლად, გაიძლიერეთ იმუნური სისტემა. დალიეთ ვიტამინები, ჩაიცვით ამინდის შესაფერისად და ნაკლები ინერვიულეთ. ფიზიკური მდგომარეობა ასევე დამოკიდებულია ფსიქიკურ მდგომარეობაზე. უფრო ხშირად დაისვენეთ, დაკავდით იოგათ და მედიტაციით, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. თებერვალში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ გზაზეც და საყოფაცხოვრებო საქმეების შესრულებისას. თუ ამ თვეში არჩევანი უნდა გააკეთოთ კულტურულ დასვენებასა და სპორტს შორის, უმჯობესია აირჩიოთ პირველი. არ არის მიზანშეწონილი ფიზიკური დაძაბვა, განსაკუთრებით რეკორდის დამყარების მიზნებით. სასარგებლოა: ცურვა, ფეხით სიარული, დილის ვარჯიშები, ცეკვა. მთავარია, ყველაფერი სახალისო იყოს.

5 თებერვლის შემდეგ შეიძლება გაიგოთ რაიმე საიდუმლო ან გააჟღეროთ საიდუმლო, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. დღის წესრიგში იქნება პროფესიული საქმეები, ფიზიკური ჯანმრთელობა და მცირე პრობლემების მოგვარება. არაფერი გადადოთ მომავლისთვის. უპირველეს ყოვლისა, იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე. შესაძლოა, რომელიმე ხანდაზმული ნათესავი დაავადდეს.

20 თებერვლის შემდეგ აქტიური პერიოდია, მეგობრებთან, კოლეგებთან და ნათესავებთან გახშირდება კომუნიკაცია. თქვენი დროისა და ენერგიის უზარმაზარ ნაწილს დაუთმობთ საყვარელ ადამიანებს. ბედში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მეუღლე, დიდი ხნის მეგობარი ან კონკურენტი. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ცხოვრების ყველა სფეროში ჰარმონიის დამყარება. გადაწყვიტეთ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი: პირადი სურვილები თუ სხვა ადამიანების ინტერესები? უფრო ხშირად წადით დათმობებზე. არ არის გამორიცხული, მარტოხელა ადამიანები შეხვდნენ თავიანთ მომავალ მეორე ნახევარს.