კუროებისთვის თებერვალი კარიერული საკითხებით იქნება აღსანიშნავი. თუ არ მუშაობთ, მაშინ ეს შეიძლება იყოს ქმრის ან ცოლის კარიერა, რისთვისაც ბედნიერი იქნებით. მნიშვნელოვანი მოვლენები ასევე შეიძლება მოხდეს ოჯახში ან ნათესავების ცხოვრებაში. პირველივე დეკადიდან აქტიური და ენერგიული იქნებით. შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა გეგმების მხარდაჭერა გარშემო მყოფებისგან. არ გირჩევთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას, უფროსთან კამათს. მეორე დეკადაში სამსახურში ზოგიერთმა შეზღუდვამ შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენს განვითარებასა და მოქმედებას. შეიძლება ხანდაზმულ ნათესავზე მოგიწიოთ ზრუნვამ. მესამე დეკადაში მეგობრებთან გახშირდება შეხვედრები, მაგრამ ეს ურთიერთქმედება იქნება საქმიანი, პრაქტიკული, მომგებიანი ორივე მხარისთვის. იარეთ სხვადასხვა გამოფენაზე, კულტურულ ღონისძიებებზე.
თებერვლი ფინანსური პროგნოზი
თებერვლის პირველ დეკადაში არც ისე ოპტიმისტურად იქნებით განწყობილი ფულის მიმართ. ზომიერი ეკონიმია კარგიც კი იქნება. მეორე დეკადაში არ გირჩევთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას, ფულადი ოპერაციების შესრულებისას იყავით დაკვირვებული. ნუ გაასესხებთ ფულს და განსაკუთრებით მეგობრებზე. თვის ბოლოს ფული შეიძლება შორიდან მოვიდეს.
ბიზნესი, სამსახური
გადაღლილიც ხართ და ამინდიც არ გიწყობთ ხელს მოქმედებისთვის, მაგრამ თუ გსურს დიდი გამარჯვებები და მიღწევები, მაშინ უნდა გააქტიურდეთ. უბრალოდ, გირჩევთ, მიზნების განხორციელების გამო საკუთარი თავის ექსპლუატაციას მოეშვათ. 11 თებერვლიდან გააქტიურდებით და თავდაჯერებულად შეგეძლებათ მთების გადაადგილება, მაგრამ სიფრთხილის დაცვა არ გავნებთ. შეეცადეთ მიჰყვეთ გეგმას, მოერიდეთ ექსპერიმენტებს. თქვენი ფინანსური მდგომარეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაძლიერდება, თუ ფულით სარისკო გარიგებებს გამორიცხავთ. გამოავლენთ ორატორული ნიჭი, პასუხისმგებლობა, დაგეგმვა და წინდახედულობა. ადვილად მიაღწევს იმას, რაც გსურთ. თუ მოინდომებთ, გახდებით ნამდვილი პროფესიონალი ნებისმიერ საქმეში. თქვენი მიზნები კი გრანდიოზულია - კარიერის კიბეზე ასვლა და საკუთარი ბიზნესის გახსნა. 2023 წლის თებერვალი თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და ენერგიული თვე იქნება. მთავარია, თქვენ არ შეანელეთ მსვლელობა, არამედ წინ წახვედით, მიუხედავად დაცემისა და დაბრკოლებებისა. გსურთ სწავლა და სპეციალობის შეცვლა? გაბედულად იმოქმედეთ, არაფერი შეგიშლით ხელს თქვენი მიზნების მიღწევაში. იღბალი თქვენს მხარეზეა.
სიყვარული
გახშირდება ახალ პარტნიორებთან კომუნიკაცია. ადვილად გაუზიარებთ თქვენს აზრებს და სურვილებს სხვებს. რომანტიკა და ჰობი დიდ სიამოვნებას მოგიტანთ. ჰარმონია და თვითგანვითარება გახდება საკვანძო სიტყვები თქვენს ლექსიკონში. მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ მეუღლეს. ეს უნდა იყოს საუბრები აქტუალურ საკითხებზე, ერთმანეთზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ყოველდღიური პრობლემები არ უნდა გადაიტანოთ საძინებელში. მაშინ ქორწინება ბევრად უფრო ძლიერი გახდება. უქმეებზე ესტუმრეთ თეატრს ან კონცერტს. შეივსეთ დადებითი ემოციებით. მარტოხელა კურო შეიძლება შეხვდეს თავის საბედოს და დაიწყოს დაუვიწყარი რომანი. შეხვედრა შედგება მეგობრების გარემოცვაში ან სამუშაო გარემოში. ურთიერთობა შეიძლება დაიწყოს მეგობრობით და მხოლოდ ამის შემდეგ გადახვიდეთ სიყვარულის სტადიაზე. 20 თებერვლიდან შეიძლება რომანი გააბათ თქვენგან რადიკალურად განსხვავებული მიზნების, შეხედულებებისა და ღირებულებების მქონე ადამიანთან და საერთოდ არ მოგინდეთ ამ რომანის გასაჯაროება. კუროების უმეტესობა თებერვალის ბოლოს მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგება - დარჩეს რჩეულთან თუ სამუდამოდ დაემშვიდობოს და მარტომ გააგრძელოს ცხოვრება.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
უფრო აქტიური იქნებით, ვიდრე ჩვეულებრივ ხართ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა დაივიწყოთ ჯანმრთელობა. მოექეცით საკუთარ თავს მეტი პასუხისმგებლობით. დაღლილობა და აპათია მიუთითებს, რომ ორგანიზმს დასვენება სჭირდება. ფიზიკური ჯანმრთელობის გაძლიერებასა და გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ სპორტი, სეირნობა და კარგი ძილი. აუცილებლად აკონტროლეთ წნევა. დაიცავით დიეტა და უარი თქვით ცხიმიან საკვებზე. პროდუქციის ყიდვისას ყურადღებით დააკვირდით მათი დამზადების თარიღს.
5 თებერვლის შემდეგ ცვლილებები გელოდებათ საცხოვრებელთან ან სამუშაოს პირობებთან. მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს, მოერიდეთ ჩხუბს. არ არის გამორიცხული, ნათესავებს ხშირად ეკამათოთ ფულზე ან საშინაო საკითხებზე. შესაძლებელია რემონტი, ინტერიერის განახლება ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. მთავარია, სახლი კომფორტული და მყუდრო იყოს. შეიძლება გაამჟღავნოთ დიდი ხნის საიდუმლო ან გაიგოთ ისეთი რამ, რაც შეცვლის თქვენს ურთიერთობას ნათესავებთან ან მეუღლესთან.
20 თებერვლის შემდეგ ბიზნესის წყალობით ფინანსური მდგომარეობა შეიძლება შესამჩნევად გამყარდეს, მოგიწევთ მეტი გუნდური მუშაობა და მსხვილ ფირმებთან თანამშრომლობა. ფოკუსირება მოახდინეთ ახალ კავშირებზე, როგორც საქმიან, ისე რომანტიკულზე. თქვენ საკუთარ თავს სხვანაირად შეხედავთ და მიხვდებით, რას წარმოადგენთ მათთვის, ვისთან ერთადაც ერთ გუნდში მუშაობთ. ასე რომ, იმოქმედეთ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და მიაღწიეთ პროფესიულ მიზნებს. წარმატებული იქნება თანამშრომლობა და ჯგუფური აქტივობები.