თებერვალში ძირითადად პირადი ურთიერთობების მოგვარებით იქნებით დაკავებული. საერთო ენა უნდა გამონახოთ საყვარელ ადამიანთან, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ მარტივად შეძლებთ. კონფლიქტებს ყურადღების დეფიციტი გამოიწვევს. ყველაფერს პარტნიორს ნუ დააბრალებთ, ხანდახან საკუთარ თავსაც უნდა მოსთხოვოთ პასუხი. მხოლოდ მიღებაზე ნუ ხართ გადართული, ისწავლეთ გაცემაც. მიზნების გადახედვის და ორიგინალური გადაწყვეტილებების მიღების თვეა.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტებზე მუშაობას. განსაკუთრებით, თუ ციფრებთნ ან ასოებთან გიწევთ მუშაობა. ყურადღებას საჭიროებს დამოკიდებულება კოლეგებს შორის. თუ ზედმეტად მეფურად მოიქცევით, ნეგატივის მეტს ვერაფერს მიიღებთ. ზედმეტად ნურც მიღწეული შედეგით იმაყებთ. შუა თებერვლიდან მეტი დრო გამონახეთ საქმიანი შეხვედრებისთვის. ჰკითხეთ გამოცდილ ადამიანებს რჩევები კონკრეტულ საკითხებზე. გადახედეთ წარსულში დაშვებულ შეცდომებს და გამოასწორეთ ისინი. თვის ბოლოსკენ რამდენიმე სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებთ. თუ ვინმესთან ერთად აპირებთ თანამშრომლობას, მხოლოდ გამოცდილ და ერთგულ ადამიანებს მიანიჭეთ უპირატესობა.
ფული და სიყვარული
მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ყველაზე უჩვეულო ადგილებშიც კი გელით. სამსახურებრივი რომანიც კი შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ ურთიერთობაში. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, მაგრამ ლომების უმეტესობამ შეიძლება არ მოინდომოს მარტოობასთან განშორება. დაწყვილებულებმა მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. იყავით რომანტიკულები და გამონახეთ რამდენიმე საათი მაინც რომ განმარტოვდეთ. ამასთან, გახსოვდეთ რომ თქვენს პარტნიორს თქვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება.
ჯანმრთელობა
მეტად უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე. დააკვირდით ორგანიზმის მინიშნებებს. გადახედეთ ჩვევებს, მავნეები მოიცილეთ. არ გირჩევთ ტკბილეულის გადამეტებულად მიღებას. უმჯობესია, დილაობით ზომიერად ივარჯიშოთ. კარგი იქნება, თუ შეიცვლით იმიჯს.
პირველი თებერვლის შემდეგ გახშირდება შეხვედრები, საჭირო ადამიანებს გაიცნობთ და ეცადეთ, დაუმეგობრდეთ მათ. საერთო ინტერესის მქონე ადამიანებსაც გაიცნობთ და მათგან საჭირო ინფორმაციებს მიიღებთ. რასაც არ უნდა აკეთებთ, ნუ მოაკლებთ ყურადღებას საყვარელ ადამიანს. იყავით მომართული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე და არა განშორებაზე.
16 თებერვლის შემდეგ მოიმატებს დატვირთვა სამსახურში. თქვენი დახმარება დასჭირდებათ ნათესავებს. მაგრამ სხვებს საკუთარი თავის დაზიანების ხარჯზე ნუ ასიამოვნებთ. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას, დიპლომატიურად იმოქმედეთ და უფრო მეტ შედეგს მიაღწევთ. ამასთან, თუ გვერდით უსარგებლო ადამიანები გყავთ, დაემშვიდობეთ მათ.