ავტორი:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის: “ნუ უგულებელყოფთ სხვის აზრს, იყავით უფრო ლოიალური ურთიერთობებში“

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის: “ნუ უგულებელყოფთ სხვის აზრს, იყავით უფრო ლოიალური ურთიერთობებში“

თებერვალში უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევთ ადამიანებთან ურთიერთობას. პირველ დეკადაში განსაკუთრებით წარმატებული იქნება მეგობრებთან კონტაქტები და მონაწილეობა სოციალურ აქტივობებში. სამსახურში შესაძლებელია მოულოდნელი ცვლილებები, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოგეწონოთ. გონებრივ საქმიანობაში შესაძლებელია გამჭრიახობის გამოვლენა, ახალი იდეების განხორციელება. უმჯობესია გუნდურად იმუშაოთ, კოლეგებთან ურთიერთობა მეგობრული იქნება. მესამე დეკადაში მზე იცვლის ნიშანს, თევზებში გადადის და შესაძლოა დაინტერესდეთ ფსიქოლოგიით, ეზოტერიკით. ინტიმური ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანი გახდება. პარტნიორთან უფრო უნდა გააუმჯობესოთ დამოკიდებულება. შესაძლოა ეჭვიანობა წარმოიშვას. უფრო ხშირად მოაწყვეთ რომანტიული საღამოები.

თებერვლის ფინანსები

ვიღაც შეაგროვებს დოკუმენტებს სხვადასხვა სახელმწიფო გადასახადებისა და შეღავათების მისაღებად. პარტნიორის შემოსავალს ამ დროს თქვენთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. პირველ დეკადაში თქვენი ცხოვრების ფინანსური მხარე არ იქნება ძალიან გამამხნევებელი. თუ ფულს მეგობრებისგან სესხულობთ, რაც შეიძლება მალე გადაიხადეთ. მაგრამ ჯობია საერთოდ არ აიღოთ ვალი. არის შანსი, რომ ფულის გამო იჩხუბოთ. შეზღუდეთ ხარჯები სხვადასხვა აქტივობებზე, გართობაში. სასურველია, უფრო ყურადღებიანი იყოთ ფინანსური დოკუმენტების მიმართ. არ არის გამორიცხული შეცდომები და დანაკარგები. მესამე დეკადაში ფული შეიძლება დაიხარჯოს გართობაში, განათლებაზე, მოგზაურობაზე.

ბიზნესი, სამსახური

უნდა იყოთ აქტიური, შეძლებისდაგვარად ხშირად შეხვდეთ და აწარმოოთ მოლაპარაკებები ბიზნესპარტნიორებთან. იყავით მოვლენების ცენტრში და მონაწილეობა მიიღეთ მასობრივ ღონისძიებებში. არავის უთხრათ მხარდაჭერაზე უარი; სანაცვლოდ თქვენც მიიღებთ მომავალში მხარდაჭერას. ყურადღება გაამახვილეთ ახალ ინფორმაციაზე, ყოველდღიურ აქტივობებზე და ყველანაირ წვრილმანზე. ყველაფერი უნდა იყოს მეთოდური და ზედმიწევნითი. არის შანსი დაეუფლოთ ახალ სპეციალობას ან აიმაღლოთ კვალიფიკაცია. ოფისში და სამუშაო მაგიდაზე უნდა იყოს აბსოლუტური წესრიგი. შესანიშნავი პერიოდია საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად. არ არის გამორიცხული, ხშირად მოგიწიოთ კამათი, მაგრამ ეს საქმეს წაადგება. კოლეგებთან ერთად შეძლებთ იპოვოთ ის "მარცვალი", რომელიც წარმატებამდე მიგიყვანთ. რაც მთავარია, მოუსმინეთ რას ამბობენ თქვენი პარტნიორები. ნუ უგულებელყოფთ სხვის აზრს, იყავით უფრო ლოიალური ურთიერთობებში. ჩაერთეთ მოლაპარაკებებში, გააჟღერეთ პირად იდეები და თუ ყველაფერი კარგად წავა, მაშინ დაიწყებთ მომგებიან თანამშრომლობას ან გახსნით საკუთარ ბიზნესს.

სიყვარული

თებერვალში მაგნიტივით მიიზიდავთ საპირისპირო სქესის აღფრთოვანებულ მზერას. ლომი მამაკაცი ჯობია მოერიდოს მარტივ ფლირტს, გაგიფუჭდებათ დამოკიდებულება მეუღლესთან. უნდა იყოთ უფრო პასუხისმგებლიანი, თუ უკვე არსებობს ურთიერთობა ან ქორწინება. რა თქმა უნდა, ოჯახური ცხოვრება მოსაწყენია და მრავალფეროვნება გსურთ, მაგრამ უკეთესია არსებული კავშირის განახლება, ვიდრე გვერდით რაღაცის ძებნა. თებერვალი იდეალური თვეა მოგზაურობისთვის. ახალი ადგილები და ნათელი შთაბეჭდილებები გააძლიერებს ქორწინებას და ასევე დადებითად იმოქმედებს ინტიმურ ურთიერთობაზე. მარტოხელა ლომს აქვს წარმატების ყველა შანსი პირად ცხოვრებაში. მაგრამ თუ ვინმეს შეხვდებით, ნუ ჩქარობთ ამის შესახებ მეგობრებსა და ნათესავებს უთხრათ. 20 თებერვლის შემდეგ ძალიან მოსიყვარულე და ტემპერამენტული გახდებით. გრძნობების გამოვლენა და ფლირტი გსურთ. ზოგიერთი კი მიხვდება, რომ სიყვარული გაქრა და ერთად ცხოვრება უკვე აუტანელია. სხვათა შორის, არც ერთი თქვენგანი არ ინანებთ განშორებას.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

შეუსვენებლივ მუშაობა შეუძლებელია. ეს აუცილებლად შელახავს თქვენს ჯანმრთელობას. უფრო ხშირად უნდა დაისვენოთ. გასაგებია, რომ ძლიერი და შრომისმოყვარე ხართ, მაგრამ მიჰყევით განრიგს და გაერიდეთ სტრესს ნებისმიერი საშუალებით. სხვათა შორის, თუ გარემოში არიან უარყოფითი პიროვნებები, მაშინ შეინარჩუნეთ მათთან დისტანცია. თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი ემოციები და სიტყვები და ასევე არავის მისცეთ თქვენით მანიპულირების უფლება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და გაიძლიერეთ იმუნიტეტი. რაც შეეხება სპორტს და ვარჯიშს, აქ ყველაფერი ინდივიდუალურია. რა თქმა უნდა, უფრო მეტად უნდა იმოძრაოთ და დილით ვარჯიშები გააკეთოთ. მაგრამ სხეულზე დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს ნორმას. თებერვალშის დაზიანებები და მოტეხილობები არ არის გამორიცხული, იყავით ძალიან ფრთხილად. სასურველია ვიტამინების დალევა. მოერიდეთ ნერვულ გადატვირთვას, იარეთ მეტი და იკვებეთ რეჟიმის მიხედვით.

5 თებერვლის შემდეგ უნდა გადახედოთ თქვენს ცხოვრებისეულ გეგმებს, მოიცილოთ ტოქსიკური პიროვნებები. ყველაფერში უნდა იყოს ბალანსი და ჰარმონია, ისწრაფოდეთ სულიერი გამდიდრებისკენ. სასიყვარულო სფეროში შესაძლებელია კარდინალური ცვლილებები. თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში მოგწონდათ, გამოუტყდით გრძნობებში. აკონტროლეთ ემოციები და აგრესიას სხვებზე ნუ მიმართავთ, მკაცრად აკონტროლეთ თქვენი ქცევა საზოგადოებაში.

20 თებერვლის შემდეგ ფინანსური საკითხების მოგვარება საფუძვლიანად მოგიწევთ. სხვათა შორის, არა მხოლოდ პირადი, არამედ სხვა ადამიანებისაც. ასჯერ დაფიქრდით სანამ სესხს აიღებთ. შესაძლებელია მემკვიდრეობის მიღება ასაკოვანი ნათესავისგან. მოგინდებათ სასიყვარულო თავგადასავლები და ახალი სექსუალური პარტნიორის მოძებნა. ფრთხილად იყავით, ამან შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს.