ავტორი:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის

თებერვალში საოჯახო საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. იყავით მზრუნველი ნათესავების მიმართ. იზრუნეთ მშობლების ჯანმრთელობაზე. ცვლილებები გელით ოჯახში, მოგიწევთ ღირებულებების გადაფასება, გარშემო მყოფებს სხვა თვალით შეხედავთ. მოგინდებათ პირადი ცხოვრების შეცვლა, სასიყვარულო ურთიერთობების გაუმჯობესება.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყიში ცვლილებები მოგინდებათ. უნდა მოინდომოთ, რომ გაიუმჯობესეთ მატერიალური მდგომარეობა. ყველა შანსი გაქვთ, რომ დასახული მიზნები განახორციელოთ. ზოგიერთს გელით დაწინაურება, სასურველი თანამდებობის მიღება. გამორიცხული არაა, რომ დამატებითი სამსახურიც გამოგიჩნდეთ. ამასთან, ყურადღება არ უნდა მოაკლოთ ოჯახს, მშობლებს. ზოგიერთს მოგინდებათ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. იზრუნეთ ნათესავებზე. გააუმჯობესეთ მათთან დამოკიდებულება. ზოგიერთი შეიძლება ოჯახურ ბიზნესში ჩაერთოთ.

ფული და სიყვარული

გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება. განსაკუთრებით, თუ ახალი პარტნიორის ძიებაში ხართ. ამასთან, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ახალგაცნობილებთან ფრთხილად იყოთ. სიტყვიერადაც, ფიზიკურადაც და ჰიგიენურადაც. არსებულ კავშირში მოერიდეთ გადამეტებულ ეჭვიანობას, ზეწოლას პარტნიორზე. თუ არ გსურთ მარტო დარჩენა, მზრუნველი და მოსიყვარულე იყავით საყვარელი ადამიანის მიმართ. მარტოხელებს უამრავი რომანტიკული ნაცნობობა გელით, უმეტესობა - ვირტუალური იქნება. დაქორწინებულებს არ გირჩევთ მეუღლის ღალატს, ახალი რომანის გაბმას. უმნიშვნელო ფლირტმაც კი შეიძლება სერიოზულად დაგაზარალოთ.

ჯანმრთელობა

მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. მომატებულია ტრავმების ალბათობა. სიფრთხილე და აკურატულობა გმართებთ საჭესთან. კარგი იქნება, თუ მეტად დაისვენებთ, მოერიდებით მავნე საკვებს, ალკოჰოლს. დაიწყებთ ვარჯიშს ან ფეხით სიარულს მაინც, რათა გაზაფხულისთვის კარგ ფიზიკურ ფორმაში იყოთ.

პირველი თებერვლის შემდეგ გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, მშობლებთან. ნუ ეტყვით ნათესავებს დახმარებაზე უარს.

16 თებერვლის შემდეგ დაწინაურების, პროექტების განვითარების პერიოდი გეწყებათ. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება საქმე, რომელზეც თქვენი კეთილდღეობაა დამოკიდებული. ზოგიერთმა შეიძლება საქმიანობის კარდინალურად შეცვლა გადაწყვიტოთ.