ავტორი:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის

თამამი იდეების რეალიზების თვე დაგიდგათ. ვერ გეტყვით, რომ ყველაფერს მარტივად მიიღებთ, მაგრამ, თუ მოინდომებთ და ძალებს არ დაიშურებთ, საუკეთესო შედეგებს მიაღწევთ. საქმეებზე, მიზნების განხორციელებაზე იყავით ორიენტირებული, გართობის დრო კი მთელი თვის განმავლობაში მოგეცემათ. თუ საოჯახო საქმეებს უგულებელყოფთ, ოჯახის წევრებთან კამათი არ აგცდებათ. საყოფაცხოვრებო პრობლემები თავისით არ მოგვარდება. უნდა დაივიწყოთ აზარტული გასართობი და მავნე ჩვევები.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში მეტად იქნებთ ორიენტირებული სიამოვნების მიღებაზე, დასვენებაზე. მარტივად შეძლებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. აი, შუა თებერვლიდან და საქმეებიც მოგემატებათ და ვალდებულებებიც. თვის დასაწყისში უმჯობესია, დაასრულოთ დაწყებული საქმეები, მერკური რეტროგრადულია. იყავით დაკვირვებული საბუთების შედგენისას, მგზავრობისას. დაიცავით ზომიერება ფულის ფლანგვისას. თვის ბოლოს ზოგიერთმა შეიძლება საქმიანობა შეიცვალოთ. არ გირჩევთ გაურკვეველ სიტუაციაში შებიჯებას, უმჯობესია, გქონდეთ ყველაფერი დეტალურად გათვლილი ან სათადარიგო ვარიანტი.

ფული და სიყვარული

დაწყვილებულების ცხოვრებაში ჰარმონია დაისადგურებს. უფრო მეტიც, ნათესავებთანაც კი გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება. თებერვალში მშვიდობით დაასრულებთ ყველა უსიამოვნებასა და კონფლიქტს. მათი დახმარება დაგჭირდებათ, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება დაგჭირდებათ. დიპლომატიურად დაიცავით თქვენი უფლებები. არ მისცეთ ნათესავებს უფლება, რომ მათი პრობლემების მოგვარება დაგავალონ. თებერვალში გამონახეთ დრო, რომ ოჯახთან ერთად დაისვენოთ, დაიგროვოთ სასიამოვნო მოგონებები. მარტოხელებს სერიოზული ცვლილებები გელით. ახალი რომანი ხანგრძლივი არა, მაგრამ დასამახსოვრებელი ნამდვილად იქნება. გამორიცხული არაა, თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდეს ადამიანი, ვისთანაც ადრე არ აგეწყოთ ურთიერთობა.

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის მდგომარეობა თქვენს ემოციებზეა დამოკიდებული. ისწავლეთ დასვენება, სასიამოვნოზე ფიქრი. ნუ იყრით ჯავრს ნათესავებზე. თუ ვარჯიშს ვერ ახერხებთ, ფეხით მაინც ისეირნეთ. სუფთა ჰაერზე ერთსაათიანი სიარული გაგიუმჯობესებთ ძილს, ნივთიერებათა ცვლას, მოგაცილებთ ზედმეტ კილოგრამებს. კარგ შედეგს მოგიტანთ მასაჟი. კვების რაციონიდან გამორიცხეთ შებოლილი და ცხარე.

პირველი თებერვლის შემდეგ დასვენების, ფლირტის დრო დაგიდგებათ. დაიწყეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. მეტად დაისვენეთ სუფთა ჰაერზე, გაემგზავრეთ საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ.

16 თებერვლის შემდეგ უნდა გააქტიურდეთ. თქვენი დახმარება დასჭირდებათ მეგობრებს, ნათესავებს. უნდა გადახედოთ ზოგიერთ კავშირს და გაწყვიტოთ, დასვათ საბოლოო წერტილი. ნუ გახდებით დონორი მათთვის, ვისგანაც საპასუხოდ ვერაფერს იღებთ. ნუ იდარდებთ, ახალ ნაცნობებს სწრაფად გაიჩენთ.