ავტორი:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის

გრანდიოზული იდეები და მიზნები გაქვთ, მაგრამ უმჯობესი იქნება, მეტი დრო დაუთმეთ დაუსრულებელი საკითხების მოგვარებას. ახალი იდეები კარგად გათვლის, გაანალიზების შემდეგ განახორციელეთ. ზოგიერთს მოგინდებათ სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. ცვლილებები მხოლოდ პროფესიულ სფეროში კი არა, პირად ცხოვრებაშიც გელით. თუმცა, გადაწყვეტილებები კარგად დაფიქრების შემდეგ მიიღეთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვალსაწიერის გაფართოების სურვილი გაგიჩნდებათ. მოგინდებათ ცხოვრების შეცვლა. გაგიჩნდებათ ახალი ინტერესები, რომლებიც პროფესიულად გაზრდის შესაძლებლობას მოგცემენ. იზრუნეთ თვითგანვითარებაზე. ახალი ცოდნის მიღებაზე. გახშირდება მივლინება, მოგზაურობა. გაიჩენთ ახალ ნაცნობებს. მუშაობისას მეტი დრო დაუთმეთ დეტალებს. მოაგვარებთ ფინანსურ საკითხებს. უფრო მეტიც, კაპიტალის გაზრდის საშუალებაც მოგეცემათ. ზოგიერთმა შეიძლება უძრავი ქონება შეიძინოთ, ან ფული სარფიან საქმიანობაში დააბანდოთ. გირჩევთ, არავის ასესხოთ ფული, მალევე თავად დაგჭირდებათ.

ფული და სიყვარული

ემოციურობა მოგემატებათ და გაფრთხილდით, აგრესიაში არ გადაგეზარდოთ და არც აგრესიულად შეეცადოთ საკუთარი ინტერესების დაცვას. მოერიდეთ პარტნიორზე დომინირებას. თქვენი საქმეებისა და გადამეტებული მოთხოვნების გამო საყვარელი ადამიანი უყურადღებოდ გყავთ მიტოვებული და ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. რომანტიკა და პარტნიორისადმი მზრუნველობა მეტად დაგაახლოებთ და ურთიერთობაში ჰარმონია, ურთიერთგაგება დაისადგურებს. მარტოხელებს ახალი რომანის დაწყების შანს გეძლევათ. ახალგაცნობილი შეიძლება აღმოჩნდეს ან შეძლებული, ან სტატუსით თქვენზე მაღლა მდგომი. იყავით მომართული კავშირის გამყარებაზე.

ჯანმრთელობა

მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. ტრავმატულად საშიში თვეა. სიფრთხილე გმართებთ საყოფაცხოვრებო საქმიანობისას. ზომიერება - ფიზიკური აქტიურობისას. კვებაში უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ პროდუქტებს, - ხილსა და ბოსტნეულს. კარგ შედეგს მოგიტანთ აბანო, მასაჟი.

პირველი თებერვლის შემდეგ ინფორმაციის მიღების, მოგზაურობის თვეა. დაკვირვებით მოაგვარეთ სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებული საკითხები. კარგი იქნება თუ დაიწყებთ სწავლას, აიმაღლებთ კვალიფიკაციას.

16 თებერვლის შემდეგ მეტი დრო უნდა დაუთმო ნათესავებს, მოგიწევთ მათი უსიამოვნებების მოგვარება. თუ იურიდიული კონსულტაცია დაგჭირდება, პროფესიონალებს მიმართეთ. თვის ბოლოს მოერიდეთ მივლინებას. ყურადღება გამოიჩინეთ დოკუმენტების შედგენსას.