სასიამოვნო თებერვალი დაგიდგათ. განწყობაც შესანიშნავი გექნებათ, ურთიერთობებსაც დაარეგულირებთ. გაიცნობთ სასიამოვნო ადამიანებს, შეხვდებით მათ, ვისთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებთ. ხანდახან ისეთი სიმშვიდე დაისადგურებს თქვენს ცხოვრებაში, რომ მოგეწყინებათ კიდეც. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების მოსაგვარებლადაც.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
მოიმატებს აქტიურობის სურვილი. ახალი, კრეატიული იდეები დაგებადებათ და თუ კარგად დაგეგავთ, მათ განხორციელებასაც შეძლებთ. მოიმატებს თქვენი პოპულარობა გარშემო მყოფებში. თქვენ მიერ განხორციელებული იდეები წარმატებასა და პოპულარობას მოგიტანთ. კოლეგები ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის. გადახედეთ მიზნებს, პრიორიტეტებს, დაგეგმეთ მომავალი, რა მიმართლებით გსურთ განვითარება. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. ნუ აიღებთ ვალებს და ნურც სხვებს ასესხებთ ფულს; განსაკუთრებით, ახლობლებს. არ ჩაერთოთ ფინანსურ მაქინაციებში. გაფრთხილდით, არ დაკარგოთ ფული, არავინ ჩაგითრიოთ საეჭვო გარიგებებში.
ფული და სიყვარული
თვის დასაწყისში გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და შეიძლება დამატებითი შემოსავალიც კი გაგიჩნდეთ. თუ დილიდან საღამომდე სამსახურის საქმეებში იქნებით ჩაფლული და საყვარელი ადამიანისთვის დრო არ დაგრჩებათ, უსიამოვნებებს ვერსად გაექცევით. იყავით მზრუნველი, ყურადღებიანი საყვარელი ადამიანის მიმართ. დაწყვილებულებს არ გირჩევთ კამათს მეუღლესთან. ეცადეთ, უქმეები ერთად და რომანტიკულად გაატაროთ. ვერსად გაექცევით საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას და ეცადეთ, ყველაფერი წესრიგში გქონდეთ.
ჯანმრთელობა
ზომიერად ფიზიკური აქტიურობა კარგი იქნება. მოერიდეთ ნერვიულობას, სტრესულ სიტუაციებს. ნუ გადაიღლებით გონებრივად. კარგი იქნება, თუ რეგულარულად ივლით ფეხით და გაიუმჯობესებთ ძილისა და კვების რეჟიმს. კარგი იქნება, თუ ჩაიტარებთ სხეულის გამაჯანსაღებელ პროცედურებს. იზრუნებთ კბილების, თმის, ფრჩხილების მდგომარეობაზე. ზოგიერთმა შეიძლება გარეგნობის კარდინალურად შეცვლა გადაწყვიტოთ.
პირველი თებერვლის შემდეგ გახშირდება მიმოწერა, მივლინება. უნდა მოირგოთ ლიდერის პოზიცია. გააქტიურდებით სოციალურად. მოგინდებათ მიზნების განხორციელება.
16 თებერვლის შემდეგ უნდა დაფიქრდეთ დასვენებაზე. შეამცირეთ აქტიურობა, მეტად იზრუნეთ საკუთარ თავზე, სულიერ განვითარებაზე. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის, ახლობლების გარემოცვაში. კარგი პერიოდია მსხვილი პროექტების დასასრულებლად, მაგრამ ახლებს ნუ დაიწყებთ.