ზოგადი მიმოხილვა
ეს თვე თქვენთვის პოზიტიური და გარდამტეხი იქნება. ხელსაყრელი პერიოდია თქვენი პირადი მიზნების მისაღწევად. მზის ენერგია მერწყულში, ცოტა ქაოსურია, მაგრამ ხელს შეუწყობს ექსპერიმენტებს და უნიკალური გამოცდილების ძიებას. ღია ხართ ახალი იდეებისა და პერსპექტივისთვის და მზად რომ დაიპყროთ სამყარო. მაშინაც კი, თუ არასწორი არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით, თქვენი წარმატების მოტივაცია ძლიერი დარჩება. სავსემთვარეობა მიგითითებთ გარდამტეხ მომენტზე, რაც გიბიძგებთ დაფიქრდეთ თქვენს ფასეულობებზე, დაიწყოთ მოგზაურობა და დაკავდეთ ჰობით.
რომანტიკისთვისაც კარგი თვეა, ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება შეხვედრებისთვის. თუმცა, გირჩევთ, ახალ ურთიერთობებს სიფრთხილით მიუდგეთ და მოერიდოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას.
შეიძლება გაუგებრობები შეგექმნათ პირად ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეუღლეებს, რაც ხაზს უსვამს კარიერული და ოჯახური ცხოვრების დაბალანსების აუცილებლობას. მნიშვნელოვანია ნაჩქარევი გადაწყვეტილებების თავიდან აცილება და საჭიროების შემთხვევაში ოჯახის წევრების ჩართვა დისკუსიებში.
მერკური მერწყულში გიბიძგებთ, ახალი და ორიგინალური იდეებისადმი ინტერესის წახალისებას. გამოავლინეთ იმპროვიზაცია პრობლემების გადასაჭრელად. მძიმე დატვირთვის მიუხედავად, თებერვლის მეორე ნახევარში ზოგადი განწყობა დადებითად შენარჩუნდება. თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება.
კარიერა და ფინანსები
კარიერის შესაძლებლობები შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს, რაც მოგცემთ შანსს მიიღოთ ახალი გამოწვევები და გააფართოოთ ჰორიზონტი. მათი გამოყენება არა მხოლოდ დააჩქარებს თქვენს პროფესიულ ზრდას, არამედ გაზრდის თავდაჯერებულობასა და თვითშეფასებას. გირჩევთ, ყურადღება გაამახვილოთ თქვენს ძლიერ მხარეებზე, ნიჭზე და არ შეგეშინდეთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ეს არის რისკების, ინოვაციებისა და საზღვრების გადალახვის დრო. კომპეტენციისა და მიზნების მიღწევის სურვილით, შეგიძლიათ მიაღწიოთ აღიარებას და წინსვლას არჩეულ სფეროში. ფინანსებში არსებობს რისკები, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ ფულის ხარჯვისას და მოერიდოთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. კარგია მეგობრებისა და თანამოაზრეების მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია თქვენი მოქმედებების დაგეგმვა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის ჩაწერა.
თებერვლის პირველ ნახევარში მერკური უფრო გახსნილს გხდით გუნდური მუშაობისთვის, ადვილად იპოვით ურთიერთგაგებას კოლეგებთან და პარტნიორებთან. თვის მეორე ნახევარი უფრო ხელსაყრელია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად და განმარტოებით მუშაობისთვის.
სიყვარული და ფლირტი
თებერვალი კარგი თვე იქნება გაცნობისა და ურთიერთობის დასაწყებად. თქვენი კომუნიკაბელურობა და მომხიბვლელობა ახლა უმაღლეს დონეზეა, რაც ხელს შეუწყობს საპირისპირო სქესის ყურადღების მიქცევას და ყურადღების ცენტრში ყოფნას. თუ მარტოხელა ხართ და ეძებთ პარტნიორს, ისარგებლეთ ყველა შესაძლებლობით და იყავით აქტიური.
ყველაზე მოულოდნელ დროს შეიძლება შეხვდეთ საბედოს. ეცადეთ ხშირად იყოთ საზოგადოებრივ ადგილებში, დაესწროთ ხალხმრავალ ღონისძიებებს და მონაწილეობა მიიღოთ თემატურ შეხვედრებში. ნუ დაივიწყებთ ვირტუალურ სივრცეს, სადაც სასიამოვნო საუბარი გელოდებათ.
თებერვალში დაოჯახებულები უნდა იყოთ უფრო აქტიურები, მეტი დრო გაატაროთ ერთად, ეწვიოთ საინტერესო ადგილებს და შეხვდეთ ახლობლებს. დროის არაჩვეულებრივი გატარება გააძლიერებს თქვენს ურთიერთობებს, ახალ ემოციებს შემატებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და გაგახალისებთ. ვენერას პოზიცია ამ თვეში დადებითად აისახება თქვენს სექსუალურ ცხოვრებაზე. მოგინდებათ მეტი სიამოვნების მიღება, პარტნიორისთვის სიყვარულისა და სინაზის მინიჭება. გვირჩევთ იყოთ უფრო ყურადღებიანი, მოუსმინოთ საყვარელი ადამიანის სურვილებს და არ იეჭვიანოთ ტყუილად.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
მზის ძლიერი პოზიცია ენერგიას მოგცემთ და თავს კარგად იგრძნობთ მთელი თვის განმავლობაში. თუმცა, ნუ დაივიწყებთ პრევენციულ ზომებს, იხელმძღვანელეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. მარტივი რჩევა, როგორიცაა ამინდის შესაფერისად ჩაცმა, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გაცივება ან გრიპი. თებერვალში გირჩევთ, რომ ყურადღება მიაქციოთ ყელსა და ბრონქებს. იმუნური სისტემის გაძლიერება და აქტიური ცხოვრების წესი შეგინარჩუნებთ კარგ განწყობას და მოგცემთ ენერგიასა და სიმსუბუქეს. უჩვეულო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ნუ ჩაიტარებთ თვითმკურნალობას. გაუფრთხილდით თვალებს, ნაკლები დრო გაატარეთ კომპიუტერთან, ნუ კითხულობთ სიბნელეში.
რჩევები ვერძისთვის თებერვალში