ავტორი:

თებერვლის მნიშვნელოვანი მოვლენები: ჩინური ახალი წელი, პოზიტიური დღეები საყიდლებისთვის და ვინ იგრძნობს ახალმთვარეობას ყველაზე მეტად

თებერვლის მნიშვნელოვანი მოვლენები: ჩინური ახალი წელი, პოზიტიური დღეები საყიდლებისთვის და ვინ იგრძნობს ახალმთვარეობას ყველაზე მეტად

თებერვალი ახალმთვარეობით იწყება და სწორედ ამ დღეს დგება ჩინური ახალი წელი. ახალი წლის მმართველი კი შავი წყლის ვეფხვი გახდება. დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა ახალ წელს პირველ იანვარს აღნიშნავს ჩინელებისთვის ახალი წელი ზამთრის მზებუდობიდან მეორე ახალმთვარეობაზე დგება, ჩვენთვის კი - იანვარ-თებერვალში. აღმოსავლური კალენდარი 12-წლიანი ციკლისგან შედგება და თითოეულ წელს ის ცხოველი განაგებს, რა თანმიმდევრობითაც ისინი ბუდასთან გამოცხადდნენ. ახალი ციკლი 2020 წელს დაიწყო და ის ვირთხის იყო, რადგან პირველმა მან მიირბინა ბუდასთან, 2021 წელი ხარის გახლდათ, ახლა კი ვეფხვი იქნება 2022 წლის მმართველი. რაც შეეხება წლის მმართველ ელემენტს, ჩინელებს ის ხუთი აქვთ: წყალი, ხე, ცეცხლი, მიწა და მეტალი. 2022 წელი იქნება წყლის, ჩინეთში წყალი შავი ფერით აღინიშნება და ამიტომაც, ვამბობთ, რომ 2022 წელი იქნება შავი წყლის ვეფხვის წელი. წლის მმართველი მოგვიწოდებს, ვიყოთ მასავით თამამი და არ შევუშინდეთ ცვლილებებს, სირთულეებს: ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალონ სამსახური, საქმიანობა, ზოგმა საცხოვრებელი ადგილი, ზოგმა კი პირად ცხოვრებაში გადაწყვიტოს კარდინალური ცვლილება.

ახალმთვარეობა დადგება პირველ თებერვალს 09:47-ზე. ახალმთავრეობის დღეს მზე და მთვარე მერწყულის მე-13 გრადუსში განლაგდებიან. მათ გვერდით კი ბრძენი, კანონის დამცველი და შემზღუდველი სატურნი დგას, რომელიც მოგვიწოდებს, ვიყოთ კანონზომიერები, პასუხისმგებლიანები. ამ დღეს (პლუს/მინუს 2 დღე) მოსალოდნელია მოულოდნელობებიც, დაწყობილი განრიგის არევა. გქონდეთ სათადარიგო გეგმა. გამორიცხული არაა, შეფერხდეს ელექტროენერგიის მიწოდება, გამოვიდეს მწყობრიდან კომპიუტერები, ელექტროტექნიკა. შეიძლება წარმოუდგენელ სიტუაციაში მოგიწიოთ მუშაობამ. ამავე დღეს მოერიდეთ მკვეთრ გამონათქვამებს. არ გირჩევთ ბილწსიტყვაობას არც სოციალურ ქსელებში და არც ახლობლებთან. ზოგიერთი იგრძნობს ენერგიის მოზღვავებას, დაისახეთ კონკრეტული მიზანი და არ გაგიჭირდებათ სასურველის მიღწევა.

ახალმთვარეობამდე ადამიანების უმეტესობა განიცდის თავის ტკივილს, უგუნებობას, უენერგიობას. იყავით მშვიდი, ღიმილიანი, ეცადეთ, საკუთარ თავს პოზიტიური განწყობა შეუქმნათ. გწამდეთ, რომ ახალმთვარეობა და ჩინური ახალი წელი ყველაფერ საუკეთესოს მოგიტანთ. ახალმთვარეობამდე დაალაგეთ სახლი, პირადი ნივთები. მოიცილეთ ყველაფერი უსარგებლო. კარგი იქნება, თუ დაიცავთ დიეტას, არ მიიღებთ ალკოჰოლს. ახალმთვარეობაზე ჩაიცვით ახალი სამოსი. შეიქმენით პოზიტიური განწყობა. დაისახეთ ახალი მიზნები, ჩამოწერეთ სურვილები, რომლებსაც 7-8 თებერვლიდან დაიწყებთ, როცა მერკური რეტროგრადული სვლიდან გამოვა და სწორ მიმართულებას დაუბრუნდება. კარგი პერიოდი გველოდება 5 თებერვლიდან 26 აპრილის ჩათვლით. ამ დროს არც ერთი პირადი პლანეტა არაა რეტროგრადული. თუმცა, უკურსო მთვარის დღეები და ახალმთვარეობისა და სავსემთვარეობის პერიოდები გასათვალისწინებელია.

ახლა რაც შეეხება თებერვლის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს: მზე მერწყულშია, გილოცავთ, მერწყულები თქვენი დრო დადგა, უნდა გააქტიურდეთ, რომ მიიღოთ სასურველი ცხოვრების ყველა სფეროში.

4 თებერვლამდე მერკური რეტროგრადული იქნება თხის რქაში. 15 თებერვალს კი მერწყულში გადავა. თხის რქაში მერკური სიტყვაძუნწია, საქმეებზეა მომართული. მიმოწერა და ზარები შეიძლება იყოს ლაკონიური, საქმიანი, ხანდახან მკაცრი და ცივიც. 15-დან მოიმატებს ორიგინალურობა, გამომგონებლობა, გახშირდება მიმოწერა, ზარები, მიმოსვლა, მეგობრული შეხვედრები.

8, 16, და 23 თებერვალი არის დღეები, როცა უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად. ამ დღეს დაგეგმილი საქმეები შეიძლება სრულიად თავდაყირა დაგიდგეთ. არაფერი მნიშვნელოვანი ამ დღეებში არ დაგეგმოთ. არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები, არ გააფორმოთ ხელშეკრულებები.

სიყვარულის, სილამაზისა და ფულის პლანეტა ვენერა თხის რქაში იქნება 6 მარტამდე. ვენერა არის გრძნობები და ნუ გაგიკვირდებათ, თუ არსებულ პარტნიორულ კავშირში და ან პერიოდში დაწყებული ურთიერთობა იქნება ცოტათი ცივი, მკაცრი. ადამიანი მეტად მომართული იქნება ოფიციალურ, ხანგრძლივ, სერიოზულ ქორწინებაზე, პროფესიულ წინსვლაზე, სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმებაზე.

მარსი თხის რქაში იქნება 24 იანვრიდან 6 მარტის ჩათვლით. იყავით მომართული კარიერულ წინსვლაზე, მიზნების განხორციელებაზე, მწვერვალების დაპყრობაზე. ადამიანებში მოიმატებს შრომისმოყვარეობა, გაძლეობა.

16 თებერვალს გველოდება ვენერასა და მარსის შეერთება. ამ პერიოდში ორივე პლანეტა თხის რქაში იქნება და პარტნიორული ურთიერთობები გახდება აქტუალური; ადამიანებს მოუნდებათ მეტი სერიოზულობა, საიმედოობა. შეიძლება მარსის გავლენით გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. უმეტესობის ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებებია მოსალოდნელი. ამასთან, ვენერა არის ფულის პლანეტაც და ნუ გაგიკვირდებათ, თუ მეტად აქტიურად ჩაერთვებით ფინანსური საკითხების მოგვარებაში, გააქტიურდებით, რომ გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო.

ამავე დღეს, 16 თებერვალს, 20:56-ზე გველოდება სავსემთვარეობა ლომის 28-ე გრადუსში. ამ დღეს მზე და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდება - მზე მერწყულშია, მთვარე - ლომში. უნდა გადახედოთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, ღირებული. რა უნდა დაიტოვთ და რისი გაცემა შეგიძლიათ. მოიმატებს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების, კაპიტალის დაგროვების სურვილი. გამორიცხული არაა, მოგინდეთ უძრავი ქონების შეძენა; გაგიჩნდეთ მიწაზე მუშაობის სურვილი; დააბანდოთ ფული ძვირფასეულობაში, ხელოვნების ნიმუშებში. ამასთან, ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას, გადახედეთ საბუთებს, სანამ ხელს მოაწერთ. არ მოტყუვდეთ და რაც მთავარია, დაიცავით თავი ვირუსებისგან, ტყუილისგან. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას და ფრთხილად წყალთან.

მზე თევზებში გადავა 18 თებერვალს და დარჩება 20 მარტამდე. კარგი პერიოდია შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. პროდუქტიული დრო დაუდგებათ ხელოვნების წარმომადგენლებს. აგრეთვე კარგი პერიოდია ფსიქოლოგიური, ეზოტერიკული თემებისთვის, არტთერაპიისთვის. ამავე დღეს, 18 თებერვალს გველის იუპიტერი და ურანის მეგობრული კავშირი. იუპიტერიც და ვენერაც არიან თევზებში. ორივე არის ბედნიერების პლანეტა - იუპიტერი დიდი ბედნიერების, ვენერა მცირე, მაგრამ ორივე დაგეხმარებათ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ, ურანი კი არის მომენტალური შანსი, მომენტალური აფეთქება ამიტომ, უნდა ისარგებლოთ მომენტით და არ უნდა გაუშვათ შანსი ხელიდან.

მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების, ელექტროტექნიკის ყიდვას 22-28 თებერვლის შუალედში და განსაკუთრებით, 25-ში (უფრო მეტიც, ამ დღეს ფრთხილად უნდა იყოთ ტექნიკასთან, დენთან). საყიდლებისთვის კარგი დღეებია 5-12 თებერვლის შუალედი და განსაკუთრებით 8 თებერვალი.

ვინ იგრძნობს ახალმთვარეობას ყველაზე მეტად: რა თქმა უნდა მერწყულის ქვეშ დაბადებული ადამიანები. ახლა თქვენი დროა, მოემზადეთ რეფორმებისა და პროგრესისთვის. განსაკუთრებით ისინი, ვინც დაიბადეთ 29 იანვრიდან 4 თებერვალის შუალედში. ახალმთვარეობა იმოქმედებს კუროზე და განსაკუთრებით 29 აპრილიდან 5 მაისის შუალედში დაბადებულებზე, ლომზე (პირველი-7 აგვისტოს შუალედში დაბადებულებზე განსაკუთრებით) და მორიელზე (განსაკუთრებით პირველ-7 ნოემბერს დაბადებულებზე). მთვარის ამ თვეში დაკვირვებული უნდა იყოთ. მოგიწევთ შრომაც. თუ მოთმინებით აღიჭურვებით და სირთულეებს არ შეუშინდებით, გამარჯვებას აუცილებლად მიაღწევთ. ახალმთვარობა ჰარმონიულ ცვლილებებს გპირდებათ: ვერძს (30 მარტის-5 აპრილის შუალედში დაბადებულებს), ტყუპს (30 მაისიდან-5 ივნისს დაბადებულებს), სასწორსა (2-8 ოქტომბრის შუალედში დაბადებულებს) და მშვილდოსანს (პირველ-7 დეკემბრს დაბადებულებს). იყავით დაკვირვებული შემოთავაზებების, ცვლილებებისადმი.

თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, ნახეთ, რომელი პლანეტა ან მნიშვნელოვანი წერტილი ხვდება ვერძის, კუროს, ტყუპის, ლომის, სასწორის, მორიელის, მშვილდოსნისა და მერწყულის 10-16 გრადუსში. ან რომელ სახლში ხვდება მერწყულის მე-13 გრადუსი. ცვლილებები ამ სფეროებშია მოსალოდნელი.

ბედნიერ ახალმთვარეობას გისურვებთ! ჩინურმა ახალმა წელმა ბედნიერება, სიყვარული, ხვავი და ბარაქა მოგიტანოთ, ჯანმრთელად იყავით!