ავტორი:

ტრანსფორმაციული და ფეთქებადსაშიში ახალმთვარეობა გველოდება მორიელში, ვისზე იმოქმედებს განსაკუთრებულად

ტრანსფორმაციული და ფეთქებადსაშიში ახალმთვარეობა გველოდება მორიელში, ვისზე იმოქმედებს განსაკუთრებულად

ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა მო­რი­ელ­ში 13 ნო­ემ­ბერს 13:28-ზე მო­რი­ე­ლის 21-ე გრა­დუს­ში. ახლამთვარეობამდე გადახედეთ განვლილ მთვარის თვეს, რა საჩუქრები და გაკვეთილები მიიღეთ, რა გაქვთ გამოსასწორებელი და თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, შესაძლოა იგრძნოთ უგუნებობა, თავის ტკივილი, დეპრესიულობა.

მორიელი ტრანსფორმაციული ნიშანია. მისი მმართველობის პერიოდი, - 23 ოქტომბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. ესაა ძველის ახლით ჩანაცვლების, განახლების, აღდგენის, ბრძოლის პერიოდი.

13-ში მზეც და მთვა­რეც მო­რიე­ლის ნი­შან­შია და მათ გვერ­დი­თაა მარ­სი - აგ­რე­სი­ი­სა და ომის ღმერ­თი. ემო­ცი­უ­რი და ტრანსფორ­მა­ცი­უ­ლი დღეა. შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ნახ­ლე­ბა, ბრძო­ლა სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად. მან­დვეა მერ­კუ­რიც. გაფრ­თხილ­დით, რომ არ აჰ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს. ცუ­დად ნათ­ქვამ სი­ტყვას არ მოჰ­ყვეს ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლა. თა­ვა­დაც ფრთხი­ლად იყა­ვით სი­ტყვებ­სა და გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ში. აგ­რეთ­ვე, გაფრ­თხილ­დით მჭრელ და აა­ლე­ბად ნივ­თებ­თან. ამას­თან, ახალმთვა­რე­ო­ბის დღეს მარ­სი ურანს უპი­რის­პირ­დე­ბა და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, მოხ­დეს ტექ­ნი­კუ­რი ავა­რი­ე­ბი, აფეთ­ქე­ბე­ბი, მო­უფრ­თხილ­დით ელექტრო­ნივ­თებს. ახალმთვა­რე­ო­ბის დღე­ებ­ში პლუს/მი­ნუს 3 დღე არ და­ნიშ­ნოთ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, რად­გან ასე­თი ას­პექ­ტის დროს მო­ლა­პა­რა­კე­ბა ფაქ­ტი­უ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია. ადა­მი­ა­ნე­ბი ავ­ლე­ნენ აგ­რე­სი­ას და ემო­ცი­უ­რო­ბას. უფრო მე­ტიც, თუ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წევთ, მო­მა­ვალ­ში, ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ი­ხე­დე­ბა და შე­იც­ვლე­ბა. იყა­ვით ჰარ­მო­ნი­უ­ლი სა­კუ­თარ თავ­თან. არ გირ­ჩევთ არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­წყვე­ტას, კონ­ფლიქ­ტე­ბის წარ­მოქ­მნას, ნუ და­ძა­ბავთ ურ­თი­ერ­თო­ბას იმ კო­ლექ­ტივ­ში, რო­მე­ლის წევ­რიც ხართ, არ გირ­ჩევთ უსი­ა­მოვ­ნე­ბას მე­გობ­რებ­თან. ამას­თან, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ახალმთვა­რე­ო­ბის მოვ­ლე­ნებ­ზე გავ­ლე­ნა რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა გაჰ­ყვე­ბა და ეცა­დეთ, იყოთ ფრთხი­ლი. ამა­ვე დღეს (პლუს/მი­ნუს 3 დღე) მზეს ურა­ნი უპი­რის­პირ­დე­ბა. მო­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას; გან­სა­კუთ­რე­ბით გულ-სის­ხლძარ­ღვო­ვან სის­ტე­მას. მო­ი­მა­ტებს ფეთ­ქე­ბა­დო­ბა, მოხ­დე­ბა მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, გა­იზ­რდე­ბა აგ­რე­სი­უ­ლო­ბა, ნერ­ვი­უ­ლო­ბა, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რო­ბა, აფეთ­ქე­ბე­ბი. მო­გინ­დე­ბათ ყვე­ლა­ფე­რი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ლაშ­ქრე­ბა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ახა­ლიც ვე­რა­ფე­რი შექ­მნათ. ამი­ტომ, ფრთხი­ლად გა­ა­ტა­რეთ ეს პე­რი­ო­დი; ცვლი­ლე­ბე­ბი და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი რთუ­ლი დღე­ე­ბის გას­ვლის შემ­დეგ მი­ი­ღეთ.

ახალმთვა­რე­ო­ბიდან ერთი საათის განმავლობაში ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები, სურვილები, რაც გსურთ, რომ განხორციელდეს მთვარის ამ თვეში.

ვისზე იმოქმედებს ახალმთვა­რე­ო­ბა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებზე და განსაკუთრებით მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 10-16 ნოემბრის შუალედში. იყავით მომართული ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ამასთან, გამოავლინეთ მეტი სიფრთხილე და დაკვირვება. მეტად უნდა მოინდომოთ, გამოავლინოთ გონიერი ინიციატივა და გააქტიურდეთ სასურველის მისაღწევად ყველა ის, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავთ 7-11 თებერვლის, 9-13 მაისის და 11-15 აგვისტოს შუალედში. თვის განმავლობაში სასიამოვნო სიახლეები და გამარჯვებები ელოდება ყველა მას, ვინც დაიბადეთ 8-12 იანვრის, 9-13 მარტის, 10-14 ივლისისა და 11-15 სექტემბრის შუალედში. არ იზარმაცოთ, მოინდომეთ და გადადგით გააზრებული ნაბიჯები სასურველის მისაღწევად. თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, გადაამოწმეთ, რომელი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები ხვდება მორიელის ნიშნის 18-24 გრადუსში. ან რომელ სექტორში გაქვთ მორიელის 21-ე გრადუსი, ცვლილებები ამ სფეროში გელოდებათ.

ბედნიერ ახალმთვარეობას, პოზიტიურ ტრანსფორმაციებს გისურვებთ!