უარი თქვით შეზღუდვებზე და ეძებეთ ახალი შესაძლებლობები ანუ რატომ ეძახიან სავსემთვარეობას მშვილდოსანში მარწყვისა და თაფლისას - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

უარი თქვით შეზღუდვებზე და ეძებეთ ახალი შესაძლებლობები ანუ რატომ ეძახიან სავსემთვარეობას მშვილდოსანში მარწყვისა და თაფლისას - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

11 ივნისს 11:44 საათზე, სავსემთვარეობა გველოდება მშვილდოსნის 21 გრადუსზე. ერთი დღით ადრე მშვილდოსნის მმართველი პლანეტა იუპიტერი კირჩხიბის ზოდიაქოში გადავიდა. ამ მოვლენის შესახებ სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს საიტზე. დღეიდან ყურადღება გამახვილებულია ყველაფერზე, რაც დაკავშირებულია რწმენასთან, მოგზაურობასთან, განათლებასთან, იურისპრუდენციასთან, უცხოურთან და სულიერებასთან. იუპიტერის ემოციურ კირჩხიბში გადასვლა ამ სავსემთვარეობას შესძენს ტრადიციული ღირებულებების განმტკიცებას და პატრიოტიზმს.

სავსემთვარეობაზე მთვარე მშვილდოსანშია, მზეს - ტყუპში - ერთმანეთის საწინააღმდეგო ნიშნებში. ეს არის ცოდნის, რწმენისა და ცნობისმოყვარეობის ღერძი.

ივნისის სავსემთვარეობას, ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი ხალხების ტრადიციებიდან გამომდინარე, უწოდებენ "მარწყვის მთვარეს", რადგან ივნისის სავსემთვარეობის დროს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მარწყვის კრეფის სეზონი იწყება.

თუმცა, ევროპის ზოგ ქვეყანაში მშვილდოსნის სავსემთვარეობას "თაფლის მთვარესაც" უწოდებენ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ივნისი არის თაფლის მოსავლის თვე. ძველად, ივნისი ქორწინებისთვის ხელსაყრელ თვედ ითვლებოდა, ხოლო ქორწინების პირველ თვეს "თაფლობის თვე" ეწოდებოდა.

სავსემთვარეობას მშვილდოსანში მოაქვს ენერგიის მოზღვავება, თავისუფლებისა და ჰორიზონტის გაფართოების სურვილს. ეს შესანიშნავი დროა მოგზაურობის, სწავლისა და ცხოვრებისეული მიზნების გადახედვისთვის. უარი თქვით შეზღუდვებზე და ეძებეთ ახალი შესაძლებლობები. თუ დიდი ხანია ოცნებობთ ცვლილებებზე, ახლა დროა იმოქმედოთ! ეს არის ფილოსოფოსების, მისტიკოსების, მოგზაურების სავსემთვარეობა.

შეიძლება შეგეცვალოთ განათლებასთან, მენტორებთან, მასწავლებლებთან დაკავშირებული შეხედულებები. შეიძლება იყოს ემოციური აფეთქებები, რომლებიც დაკავშირებულია რწმენის, პატიოსნებისა და შინაგანი თავისუფლების საკითხებთან. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ სავსემთვარეობა არის დასრულების, შედეგის მიღების დრო და რაღაც უნდა დაასრულოთ, ის, რაც დაკავშირებულია სწავლასთან, მოგზაურობასთან, უცხოელებთან, იურიდიულ საკითხებთან, თვალსაწიერის გაფართოებასთან. მეტი კონკრეტიკისთვის გაეცანით ასტროლოგიურ პროგნოზს თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:

  • სავსემთვარეობის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი: სავსემთვარეობა ხაზს გაუსვამს თქვენი განათლებისა და მოგზაურობის სფეროს. შესაძლებელია საინტერესო შეთავაზებები მიიღოთ, რომლებიც დაკავშირებულია სწავლასთან ან ხანგრძლივ მოგზაურობასთან.

კურო: ფოკუსირება მოახდინეთ ფინანსებსა და ინვესტიციებზე. ფრთხილად იყავით სარისკო გარიგებებთან. ასევე, შეიძლება გამოიკვეთოს სესხის, ვალების, ზოგადი ფინანსების, სახელმწიფო ფულის, ასევე მემკვიდრეობის, დაზღვევის, პენსიებისა და ალიმენტის თემა.

ტყუპი: წინა პლანზე გამოვა პარტნიორული ურთიერთობები, როგორც ოჯახური, ასევე საქმიანი. შესაძლებელია მნიშვნელოვანი საუბრები და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება.

კირჩხიბი: სავსემთვარეობა გავლენას მოახდენს თქვენი ჯანმრთელობისა და სამსახურის სფეროზე. შეგიძლიათ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პროფესიული საქმიანობის სფეროში. ასევე შესაძლებელია საბოლოო დიაგნოზის დადგენა, მკურნალობის დასრულება და გამოჯანმრთელება.

ლომი: კრეატიულობა და რომანტიკა ყურადღების ცენტრში იქნება. ისიამოვნეთ ცხოვრებით და მოუტანეთ სიხარული გარშემო მყოფებს. სასიყვარულო ურთიერთობებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვოს.

ქალწული: საოჯახო საკითხები და სახლის კომფორტი თქვენს ყურადღებას მოითხოვს. შეგიძლიათ დაასრულოთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, ან დაასრულოთ სახლის რემონტი.

სასწორი: კომუნიკაცია და კონტაქტები ინტენსიური გახდება. ახალი ნაცნობობა შეიძლება სასარგებლო იყოს.

მორიელი: ფინანსური სტაბილურობა და მატერიალური ფასეულობები წინა პლანზე გამოვა. შესაძლებელია დიდი ხნის ნანატრი თანხის ან ადრე შესრულებული საქმის საფასურის მიღება.

მშვილდოსანი: სავსემთვარეობა თქვენს ნიშანში ხდება და ეს არის პიროვნული ზრდისა და თვითრეალიზაციის დრო. ნუ შეგეშინდებათ თვითრეკლამის. ზოგი გადაწყვეტთ სამოგზაუროდ წასვლას, ზოგი კი ემიგრაციიდან დაბრუნდება მშობლიურ ქვეყანაში.

თხის რქა: აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ თქვენს შინაგან სამყაროს და ინტუიციას. გაიგებთ მნიშვნელოვან საიდუმლოს, რომელიც გავლენას მოახდენს თქვენს გადაწყვეტილებაზე, მომავალზე.

მერწყული: მეგობრები და თანამოაზრეები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში. შეგიძლიათ დაასრულოთ რამდენიმე ერთობლივი პროექტი მეგობრებთან ერთად ან სასწავლო კურსები.

თევზები: წინა პლანზე გამოვა კარიერული ამბიციები და პროფესიული მიზნები. შეგიძლიათ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება თქვენს საქმიანობასთან ან ბიზნესთან დაკავშირებით.