ამ კვირაში მთავარი კოსმოსური ამბავი ისაა, რომ 15 ივლისიდან მზარდი მთვარის ფაზა იწყება! ეს იმას ნიშნავს, რომ ენერგიისა და რესურსების მოზღვავებას იგრძნობთ, ბარიერებს მარტივად გადალახავთ და დროა, ყველაზე რთულ, საპასუხისმგებლო პროექტებს თამამად შეეჭიდოთ. წარმოგიდგენთ ასტროლოგიურ პროგნოზს 13-დან 19 ივლისამდე, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
ახლა შინაგანი მუხტისა და ენერგიის პიკზე ხართ – ეს შანსი კარიერაში აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ნუ შეგეშინდებათ ახალი, უცნობი გამოწვევების, რადგან ეს გამოცდილება ძალიან მალე დაგჭირდებათ. კვირის ბოლოს კი თქვენი „სამეწარმეო ალღო“ პირად ცხოვრებაშიც გამოგადგებათ: მარტოხელა ვერძები შეძლებენ საინტერესო ადამიანის გულის გასაღები იპოვონ.
კურო
დროა, ისწავლოთ მტკიცე „არას“ თქმა და საკუთარი საზღვრების დაცვა, როგორც კოლეგებთან, ისე სრულიად უცხო ადამიანებთან. კვირის მეორე ნახევარში ფინანსების გადახედვა მოგიწევთ და შედეგმა შეიძლება ცოტა დაგასევდიანოთ. ვარსკვლავები მიგანიშნებენ: იქნებ დროა, უფრო მაღალანაზღაურებადი ვაკანსიების ძებნა დაიწყოთ?
ტყუპები
ფორტუნა თქვენს მხარესაა! ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატებისთვისაა განწირული. დიდი ხანია რთულ პროექტს გეგმავდით? ახლა საუკეთესო დროა, რადგან უკუგება მაქსიმალური იქნება. პაემანზე დაპატიჟება გსურდათ ვინმეს? თქვენს ხიბლს წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს. ოჯახურ ტყუპებს კი ვარსკვლავები ურჩევენ, თამამად განიხილონ სადავო საკითხები – მოულოდნელ მხარდაჭერას მიიღებთ.
კირჩხიბი
ეს კვირა ღირებულებების გადაფასების პერიოდია. ემოციები უკანა პლანზე გადაიწევს და გონება ჩაირთვება. კარიერასა თუ ბიზნესში შეგიძლიათ მიიღოთ მართლაც მნიშვნელოვანი და პროდუქტიული გადაწყვეტილებები. თუნდაც ეს არჩევანი მარტივი არ იყოს, ის ცალსახად სწორი და მომგებიანი აღმოჩნდება.
ლომი
იმიჯის განახლების დროა – თანაც როგორც გარეგნული, ისე შინაგანი. ამ ცვლილებებს თქვენი ახალი ნაცნობები და ბოლოდროინდელი მოვლენები განაპირობებს. თუმცა, ვარსკვლავები გაფრთხილებენ: ნუ მოირგებთ სხვების როლს მხოლოდ იმისთვის, რომ ვინმეს მოეწონოთ. უბრალოდ იყავით საკუთარი თავი – ეს თქვენი მთავარი სუპერძალაა!
ქალწული
შესაძლოა, ახლობელი ადამიანებისგან პრეტენზიები მოისმინოთ. კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, დროებით გვერდზე გადადეთ კარიერული ამბიციები და ფოკუსი ოჯახურ და პირად ურთიერთობებზე გადაიტანეთ.
"საქმეებში მცირე შესვენება საუკეთესოდ აისახება თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე.
სასწორი
კვირის დასაწყისიდანვე საქმეების ნამდვილი ცუნამი დაგატყდებათ თავს. გადარჩენის ფორმულა მარტივია: სწორი თაიმ-მენეჯმენტი და გამარჯვების შინაგანი განწყობა. მოგვიანებით დღის წესრიგში საყოფაცხოვრებო საკითხები დადგება. ნუ მოგერიდებათ – დახმარებისთვის ოჯახის წევრებს ან პროფესიონალებს მიმართეთ.
მორიელი
ნუ უგულებელყოფთ თქვენი ორგანიზმის სიგნალებს. თუ დაღლილობას გრძნობთ, დროებით შეამცირეთ სამუშაო დატვირთვა და უარი თქვით ახალ პროექტებზე. ეს თქვენს ბიუჯეტს დიდად არ დააზარალებს, ჯანმრთელობას კი ნამდვილად შეუნარჩუნებს. კვირის შუა პერიოდში თქვენს პარტნიორს რომანტიკული ტალღა წამოუვლის, ასე რომ, მოემზადეთ მოულოდნელი სიურპრიზებისა და ლამაზი კომპლიმენტებისთვის.
მშვილდოსანი
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული გაჩაღებულია, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მიმდინარე პროექტებზე კონცენტრირება. პასუხისმგებლობა და დეტალებისადმი ყურადღება ყველაფერს გადაწყვეტს. თუ პოზიტიური ემოციები გაკლიათ, ტონუსის ასამაღლებლად ერთდღიანი გასეირნება ულამაზეს ბუნებაში ან ძველ მეგობრებთან გატარებული საღამო დაგეხმარებათ.
თხის რქა
მიმდინარე კვირაში უკიდურესობებში გადავარდნის საფრთხე გემუქრებათ. არ დაივიწყოთ ოქროს შუალედი – როგორც პირად ურთიერთობებში, ისე ხელმძღვანელობასთან თუ კოლეგებთან კომუნიკაციისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ურთიერთობები გააფუჭოთ და მერე ინანოთ. კვირის ბოლოს კი საოცარი სიახლეები გელით!
მერწყული
ეს პერიოდი პირველივე დღიდანვე არაერთ დაბრკოლებას შემოგთავაზებთ. მთავარია – არ აჰყვეთ პანიკას, შიშს ყოველთვის დიდი თვალები აქვს. პრობლემები ეტაპობრივად, თანმიმდევრულად მოაგვარეთ და ერთდროულად რამდენიმე საქმეს ნუ შეეჭიდებით. ნახავთ, რომ უქმეებამდე ყველაფრის დასრულებას და ამოსუნთქვას შესანიშნავად მოასწრებთ.
თევზები
თქვენ წინაშეა საუცხოო კვირა, რომელიც იდეალურია ციფრული დეტოქსისთვის. გამორთეთ ტელეფონი და ახლობლებთან ერთად ბუნებაში გაემგზავრეთ. საინფორმაციო ნაკადისგან დროებითი დისტანცირება სრულად განგაახლებთ და დაგანახებთ ზუსტ გზას, თუ როგორ მიაღწიოთ თქვენს სანუკვარ ოცნებებს.