ვარსკვლავური პროგნოზი: ვის გაუმართლებს კარიერაში და ვის ელის თავბრუდამხვევი რომანი 20-26 აპრილს

ვარსკვლავური პროგნოზი: ვის გაუმართლებს კარიერაში და ვის ელის თავბრუდამხვევი რომანი 20-26 აპრილს

აპრილი დასასრულს უახლოვდება და ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ახალ შესაძლებლობებს ამზადებს. ეს კვირა საკმაოდ დინამიკური იქნება, რადგან რამდენიმე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ერთმანეთს ემთხვევა.

კვირის დასაწყისი: მიზნების რეალიზება და სიფრთხილე მგზავრობისას

ორშაბათიდანვე მერკურის, მარსისა და სატურნის შეერთება იგრძნობა. ეს შესანიშნავი შანსია ჩანაფიქრების ასასრულებლად, თუმცა მხოლოდ მათთვის, ვინც საქმეს რეალისტურად და ცივი გონებით მიუდგება. მოერიდეთ შორს მგზავრობას - მოსალოდნელია შეფერხებები, საცობები ან ტრანსპორტის გაუმართაობა.

ვერძებსა და მორიელებს ახალი პოზიცია ან შემოსავლის წყარო გამოუჩნდებათ. მერწყულები და თხის რქები საქმიან სფეროში სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ქალწულები და ტყუპები სამსახურში ძალიან პროდუქტიულები იქნებიან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას გააუმჯობესებენ. კირჩხიბებსა და თევზებს შესაძლოა უფროსი თაობის წარმომადგენლებთან გაუგებრობა შეექმნათ ან მნიშვნელოვანი საბუთები დაეკარგოთ. ლომებმა და მშვილდოსნებმა თავი უნდა შეიკავონ ნაჩქარევი დასკვნებისგან. კუროებსა და სასწორებს კი ფიზიკური აქტივობა დაეხმარებათ, რომ ზედმეტ კამათს თავი აარიდონ.

კვირის შუა პერიოდი: სიურპრიზები პირად ცხოვრებაში

ვენერისა და ურანის შეერთება სასიყვარულო ფრონტზე ნამდვილ ფეიერვერკს მოაწყობს.

მერწყულებს, თხის რქებსა და მორიელებს ახალი მეგობრები ან პარტნიორები გამოუჩნდებათ. თევზებს, სასწორებსა და კუროებს სასიამოვნო საჩუქრები ელით. ლომები და მშვილდოსნები შეიძლება მოულოდნელად მათზე შეყვარებულები აღმოჩნდნენ, ვისაც დიდი ხანია იცნობენ. ტყუპები და ქალწულები სასიამოვნო თავგადასავლებში ჩაებმებიან.

შაბათის დაძაბულობა: ბრძოლა გავლენებისთვის

შაბათს მზისა და პლუტონის კვადრატურა ძალაუფლებისა და ფინანსების საკითხებს გაამწვავებს . ვერძები და მორიელები ბედის ნებისმიერ გამოწვევას მიიღებენ, ლომებს კი მთელი სიმტკიცის ჩვენება მოუწევთ. კირჩხიბები და თევზები ეჭვიანობამ შეიძლება შეაწუხოს, ხოლო კუროებს, ქალწულებსა და თხის რქებს ემოციების მოთოკვა გაუჭირდებათ.

კვირის დასასრული: შთაგონება და რომანტიკა

კვირა ვენერასა და ნეპტუნის პოზიტიური გავლენით სრულდება. ეს საუკეთესო დროა შემოქმედი ადამიანებისთვის.

ტყუპები და ქალწულებ ი ქველმოქმედებით დაკავდებიან. ვერძები და ლომები საკუთარ ჯანმრთელობასა და გარემოს მოწესრიგებაზე იზრუნებენ. თხის რქები, მერწყულები და მორიელები კი გარშემომყოფებისთვის განსაკუთრებით მომხიბვლელები იქნებიან.

რას უქადიან ვარსკვლავები ზოდიაქოს ნიშნებს

ვერძი: საინტერესო კვირა გელით, სავსე სიურპრიზებითა და რომანტიკით. კვირის პირველ ნახევარში მოერიდეთ მივლინებებს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მარტში დაბადებულებს კარიერული წინსვლა ელით, აპრილის ვერძებს კი - სამსახურის შეცვლის შანსი.

კურო: დროა, ფიზიკურ ფორმას მიხედოთ. გადახედეთ კვების რაციონს და დღის რეჟიმს. კვირის შუა პერიოდში ეცადეთ, გაღიზიანება არ გამოხატოთ, რათა ურთიერთობები არ გაიფუჭოთ. უქმეები კი სიყვარულისთვისაა შექმნილი.

ტყუპები: თქვენს ნიჭს ხელმძღვანელობა და ახლობლები სათანადოდ დააფასებენ. კვირის დასაწყისში მგზავრობას მოერიდეთ, აი, მეორე ნახევარი კი კომუნიკაციისთვის იდეალურია. მარტოხელა ტყუპებს პერსპექტიული ნაცნობობა ელით.

კირჩხიბი: ემოციურად რთული კვირაა. ეცადეთ, წვრილმანებზე არ იეჭვიანოთ. შინაგანი წონასწორობის პოვნაში ხელოვნება და შემოქმედება დაგეხმარებათ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას კვირის ბოლოს ელოდეთ.

ლომი: პროფესიულ სფეროში გამოცდები გელით - შესაძლოა კოლეგებისგან ზეწოლა იგრძნოთ. მიუხედავად დაღლილობისა, შედეგით კმაყოფილი დარჩებით. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი.

ქალწული: საქმიანობაში წარმატება თქვენს მხარესაა, განსაკუთრებით მედიცინისა და სილამაზის სფეროში მომუშავეებისთვის. კვირას აუცილებლად დაისვენეთ, რომ ემოციური გადაწვა აირიდოთ.

სასწორი: აპრილის ეს კვირა კონტრასტული იქნება: რომანტიკული სიურპრიზები და ამავდროულად, სირთულეები ახლობლებთან ურთიერთობაში. კარგი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისა და ჟურნალისტიკისთვის.

მორიელი : პრობლემებს ისე შეხედეთ, როგორც თამაშს - ეს გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. თქვენი მომხიბვლელობა პიკშია, რაც ახალ თაყვანისმცემლებს მოიზიდავს. ფინანსური მდგომარეობაც საგრძნობლად გაუმჯობესდება.

მშვილდოსანი: კვირის პირველ ნახევარში სჯობს, სოციალური აქტივობა შეამციროთ. ზედმეტი გაღიზიანება რომ აიცილოთ, დრო თვითგანათლებას დაუთმეთ. ხუთშაბათიდან კარიერული პერსპექტივები გამოჩნდება, უქმეები კი სიყვარულს დაუთმეთ.

თხის რქა: ახალი მეგობრებისა და სასარგებლო კავშირების გაჩენის დროა. კვირის შუაში შესაძლოა ემოციურად აფეთქდეთ, ამიტომ ეცადეთ, ოჯახის წევრებზე არ იყაროთ ჯავრი. ბალანსის აღსადგენად უქმეები ბუნებაში გაატარეთ.

ერწყული: თქვენი შარმი ახლა თქვენი მთავარი იარაღია. მარტოხელა მერწყულებს ახალი თაყვანისმცემლები გამოუჩნდებათ. ახლობლებთან დაკავშირებული მცირე უსიამოვნებების გამო, შესაძლოა უქმეების გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

თევზები: კვირის დასაწყისში განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ - დაბნეულობის გამო რამე არ შეგეშალოთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი არაჩვეულებრივადაა, თუმცა უფროსებთან ურთიერთობა დაიძაბება. გაუფრთხილდით კუჭ-ნაწლავს და კვების რეჟიმს.