ავტორი:

ვენერა მერწყულშია: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც რომანტიკა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ელით

ვენერა მერწყულშია: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც რომანტიკა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ელით

სიყვარულისა და ფინანსების პლანეტა ვენერა 16 თებერვალს მეამბოხე მერწყულში გადავიდა. ვენერა ყველაზე კომფორტულად თავს კუროსა და სასწორში გრძნობს. თუმცა, არც მერწყულის მიმართაა მეომრულად განწყობილი.

16-დან ვენერა მოგცემთ ფულის შოვნის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, თუმცა კომპრომისზე წასვლაც მოგიწევთ. თუ იმოქმედებთ სპონტანურად, არ გეშინიათ რისკების და ენდობით ინტუიციას, შეძლებთ შეინარჩუნოთ ის, რაც გაქვთ და მოიპოვოთ რაღაც ახალი. ვენერა ასევე დაეხმარებათ, შეიცვალოთ სტილი, გახდეთ მეტად მოდური და - თავისუფალი ჩაცმულობაში.

კურო

მოვლენების სისწრაფემ შეიძლება შეგაშინოთ. ეცადეთ კონცენტრირება მოახდინოთ მართლაც მნიშვნელოვან საკითხებზე, გახდებით უფრო მდიდარი, მაგრამ ამავე დროს ვერ შეძლებთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტები სამსახურში და უსიამოვნებები საყვარელ ადამიანებთან.

მშვილდოსანი

სიყვარულში განსაცდელის წინაშე აღმოჩნდებით, თუ ჩაიძირებით სამსახურის საქმეებში და ყურადღებას ვერ მიაქცევთ საყვარელ ადამიანს. არ გირჩევთ დაუფიქრებლად გაწყვიტოთ ურთიერთობა. მარტოხელებს რომანტიკა და ვნება გელოდებათ ახალ პარტნიორთან ან საოფისე რომანი გაგიტაცებთ.

მერწყული

ვენერა თქვენს ნიშანშია და უნდა ისარგებლოთ სასარგებლო მომენტით. ახლა მნიშვნელოვანია ძალების მოკრება და საკუთარი თავისთვის მოტივაციის პოვნა. გამოიყენეთ ფულის შოვნის ყველა შესაძლებლობა. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, დაქორწინებულებმა შეიძლება მეორე თაფლობის თვე მოიწყოთ. მარტოხელები იოლად მიიპყრობთ ყურადღებას და ადამიანს მოაჯადოებთ მხოლოდ ერთი შეხედვით. იყავით მეტად რომანტიკული და მომართული პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაზე.