ვენერა მშვილდოსანში გადადის

ვენერა მშვილდოსანში გადადის

ვენერა - სილამაზის, სიყვარულისა და ფულის პლანეტა, ცეცხლოვანი მშვილდოსნის ნიშანში გადადის.

ვენერა მშვილდოსანს ესტუმრება 29 დეკემბერს და დარჩება 2024 წლის 23 იანვრამდე. ამ პერიოდში მოიმატებს ინტერესი ლამაზი, დახვეწილი ნივთებისადმი. მოგინდებათ ბრენდული სამოსის შეძენა, ისეთი ნივთების, რაც თქვენს სტატუსს გაუსვამს ხაზს. კარგი იქნება ელიტურ წვეულებებზე დასწრება, გამოფენებისა და თეატრების მონახულება. არაა გამორიცხული, გააბათ რომანი უცხოელთან. გაგიჩნდებათ სურვილი დააგემოვნოთ ეგზოტიკური პროდუქტები.

მანამდე ვენერა მორიელში იყო, სადაც ვნებები ადიდდა და აბობოქრდა და უკმაყოფილება გაჩნდა. ურთიერთობაში იყო ჩხუბი, უთანხმოება, გაუგებრობა. ახლა ვენერას მშვილდოსანში ყოფნის დროს სიტუაცია ბევრად უფრო პოზიტიურია, მეტი სიმსუბუქეა, მაგრამ ვნებები მაინც ადუღდება, მშვილდოსანი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია. თუმცა, პარტნიორულ ურთიერთობებში მეტიa გაგება და პატივისცემა.

ვენერა მშვილდოსანში პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს მათზე, ვისაც პირად რუკაში ვენერა ვერძისა და ლომის ნიშანში ჰყავს. დაძაბულობა შეიძლება წარმოიშვას მათთვის, ვისი ვენერაც განლაგებულია ტყუპში, ქალწულში ან თევზებში.

ვისაც ვენერა მშვილდოსანში ჰყავს, გრძნობები გაუჩნდება იმ ადამიანის მიმართ, ვინც არის პატივცემული, დაფასებული, მდიდარი, ცნობილი, მაღალი რანგის, იმოსება ძვირად ღირებულად, ასევე უცხოელისადმი. ვენერა მშვილდოსანის მფლობელებს სურთ არაჩვეულებრივი პარტნიორი ან განსხვავებული კულტურისა და მსოფლმხედველობის პიროვნება. ასეთი ადამიანი პროფესიით შეიძლება იყოს: ლექტორი, მეცნიერი, იურისტი, ტურიზმის მენეჯერი, მოგზაური, ტურისტული ბლოგერი, ფილოსოფოსი, გურუ ან გიდი.