5 ივლისს ვენერამ დატოვა კუროს (საკუთარი მმართველობის) ნიშანს და გადავიდა ტყუპში, მერკურის ტერიტორიაზე.
ასტროლოგიაში ეს მდებარეობა მეტ-ნაკლებად ნეიტრალურ პოზიციად ითვლება. ტყუპის ზოდიაქო ჰაერის სტიქიას მიეკუთვნება, აქ გრძნობები შედარებით ზედაპირულია ხოლმე, და უფრო მსუბუქ ფლირტს ემსახურება, ვიდრე სერიოზულ, ღრმა ემოციებს. შეყვარება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ეს ორი ადამიანი ინტელექტუალურად საერთო საფეხურზე დგას. სხვა შემთხვევაში ამ ტრანზიტის პერიოდში წამოწყებული რომანები ხანგრძლივობით ვერ გამოირჩევა. სამაგიეროდ, ძველ ურთიერთობებში გულითადი საუბრების, ერთმანეთის მოსმენის ინტერესს აღვივებს.
ზოგადად ვენერას ტყუპში ყოფნის დროს ადამიანები ადვილად შედიან კონტაქტში, უბრალოდ, თავშესაქცევად, ნაცნობობა იბმება მგზავრობისას, მივლინებაში, ტურისტულ მოგზაურობაში, ლაშქრობაში ყოფნისას. აგრეთვე სამკითხველო დარბაზებსა თუ ლექციებზე. მეგობრული შეხვედრები და საუბრები ძალზე აქტუალური თემაა. დაძაბული ასპექტების პერიოდში საკმაოდ მოსალოდნელია ვიღაცების პირადი ცხოვრების შესახებ ჭორების და სკანდალების გახმიანებაც. ამ დროს მოცემული დაპირებები მეტად და მეტად არასანდოა. ასე რომ სიფხიზლის მოდუნებას არ გირჩევთ.
სამაგიეროდ, კარგი ურთიერთობები მყარდება ვენერას ტყუპში ტრანზიტისას ახლო ნათესავებთან. შესაძლოა კონკრეტულ საქმეებში მიიღოთ მათი მხარდაჭერაც, როგორც მორალური, ასევე მატერიალური სახის. არც ის არაა გამორიცხული, რომ სწორედ თქვენ გაუწიოთ ახლობლებს ასეთი დახმარება.
ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები დიდი მომჭირნეობით ვერ გამოვირჩევით ხოლმე ამ პერიოდში, თუმცა, როდესაც ამის აუცილებლობა დგება, ძალზე გამჭრიახ სვლებსაც ვაკეთებთ.
ვენერა ტყუპში დარჩება 31 ივლისამდე.