ავტორი:

ვენერა ტყუპში: ფლირტის, ფულის ფლანგვის დრო დგება, პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნისთვის

ვენერა ტყუპში: ფლირტის, ფულის ფლანგვის დრო დგება, პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნისთვის

23 ივნისს სიყვარულის, სილამაზისა და ფულის პლანეტა ვენერა ტყუპის ზოდიაქოს ესტუმრა, სადაც დარჩება 18 ივლისამდე. ეს არის კონტაქტების იოლად დამყარების დრო. მოიმატებს რომანტიკული ნაცნობობა, შეხვედრები, ფლირტი. საუკეთესო დრო დაუდგებათ ინტელექტუალ, მწერალ ადამიანებს. მსუბუქი დიალოგი შეგიძლიათ გააბათ უცნობებთან და შემდეგ ეს საუბარი მეგობრობაში, რომანში, საქმიან კავშირში გადაიზარდოს. გახშირდება მეგობრებთან შეხვედრა და გულითადი საუბრები. არ თქვათ მიპატიჟებაზე უარი, ახლოს გაიცნობთ და შეიძლება დაუმეგობრდეთ კიდეც საინტერესო ადამიანებს. გახშირდება ქალაქგარეთ გამგზავრება, პიკნიკები და ტურები. ახალი რომანტიკული ურთიერთობა მოსალოდნელია თუ მარტოხელა ხართ და ახალ ნაცნობობას ეძებთ, იყავით დაკვირვებული მგზავრობისას, სწავლისას, ინტელექტუალური თამაშებისას. თუმცა, ტყუპი მსუბუქი ნიშანია და ამ პერიოდში დაწყებული რომანისგან სერიოზულ გააგრძელებას ნუ ელოდებით. ადამიანებს მოუნდებათ საკუთარი თავის მეტად გამოვლენა, ცოტა ტყუილებსაც ექნება ადგილი. ამიტომ, ლამაზად წარმოთქმული ფრაზების მსხვერპლი ნუ გახდებით.

ვენერას ტყუპში გადასვლას ყველაზე მეტად იგრძნობენ ტყუპი. მოგინდებათ სიყვარული, სიხარული, მეტი ბედნიერება. ზოგიერთი შეიძენთ ლამაზ ნივთებს, ან დაისვენებთ ლამაზ ადგილას. აგრეთვე ისინი, - ვისაც ასცენდენტი გყავთ ტყუპში. თუ მარტოხელა ხართ, დააკვირდით ვინ მოვა თქვენს ცხოვრებაში. დაწყვილებულები ეცადეთ, მეტად რომანტიკული გახადოთ არსებული სასიყვარულო კავშირი. ასცენდენტით მშვილდოსებს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საყვარელი ადამიანის გავლენის, კონტროლის ქვეშ ხართ. ნუ ეცდებით ურთიერთობის დაძაბვას და მით უმეტეს, გაწყვეტას. პირიქით, გამოიტანეთ ობიექტური დასკვნები და ეცადეთ, მაქსიმალურად გააუმჯობესოთ კავშირი.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ვენერა ფულის პლანეტაცაა მოერიდეთ ფულის დაუფიქრებლად ფლანგვას. არ გირჩევთ ფულის ვალში აღებას ან გაცემას.

23 ივნისიდან 18 ივლისის შუალედში ვენერა რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს შექმნის: 11-13 ივლისის შუალედში ვენერა მეგობრულ ასპექტს გააკეთებს სატურნთან. მოგეთხოვებათ ეკონომია, კეთილგონიერება. თუ რამის ყიდვას აპირებთ, უპირატესობა მიანიჭეთ ხარისხიან ნივთს, რომელიც დიდი ხანი გემსახურებათ. მარტოხელებმა შეიძლება გაიცნოთ ასაკით თქვენზე უფროსი ადამიანი და გააბათ მასთან რომანი.

12-14 ივლისს გველოდება ვენერა ნეპტუნის დაპირისპირება. მოსალოდნელია გრძნობების არაადეკვატური გამოვლინება. გახშირდება ჭირვეულობა და ემოციურობა სასიყვარულო პარტნიორებში. ნუ ენდობით სასიყვარულო დაპირებებს და ნურც თქვენ დაჰპირდებით ვინმეს რამეს, არ გამოგივათ. მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ მედიკამენტებთან და ალკოჰოლთან. კარგი იქნება შემოქმედები იდეების განხორციელება, ხატვა, ლექსების წერა.

დაბოლოს, 18 ივლისს ვენერა წაეჩხუბება მთვარეს. მოიმატებს სიზარმაცე, მოგინდებათ საკუთარი თავის განებივრება მავნე საკვებით, ტკბილეულით. ამ დღეს არ გირჩევთ იმიჯის, გარეგნობის შეცვლას.

პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:

ვერძი

კომუნიკაციის სურვილი მოგემატებათ. მოგინდებათ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, ვისაც დაელაპარაკებით, გაუზიარებთ მოსაზრებებს. თავად იყავით ფრთხილი, რომ არავის არაფერს დაჰპირდეთ. ახალგაცნობილებს შეიძლება დაუმეგობრდეთ, გააბათ რომანი ან საქმიანი ურთიერთობა დაამყაროთ. კარგი იქნება სხვადასხვა სასწავლო კურსსა და ლექციაზე, ხელოვნების მასტერ-კლასებზე დასწრება. ზოგიერთს ინტერნეტრომანის დაწყება გელით ან შეიძლება რომანი გააბათ მეგობართან, მეზობელთან. კარგი პერიოდია ავტომობილის შესაძენად. გადაამოწმეთ ინფორმაცია, გახშირდება ტყუილები.

კურო

მომართული იქნებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ფული შეიძლება მოგიტანოთ სილამაზის, ესთეტიკის სფერომ ან შემოქმედებითი იდეების განხორციელებამ. ამასთან, ფული შეიძლება დააბანდოთ საკუთარ სილამაზეში. შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები. გაფრთხილდით, მოიმატებს ტკბილეულის ჭამის სურვილი და არ მოიმატოთ წონაში.

ტყუპი

მოგინდებათ საკუთარი თავის ლამაზად წარმოჩენა, ახალი რომანტიკული ურთიერთობის დაწყება, ლამაზი ადგილების მონახულება. გირჩევთ, ყოველდღე იყოთ საუკეთესო, რადგან ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. ფული შეგიძლიათ გააჩუქოთ, მაგრამ არ გაასესხოთ. არ გირჩევთ პლასტიკური ოპერაციების ჩატარებას, მაგრამ სტილისა და იმიჯის შეცვლა შეგიძლიათ. თუ მარტოხელა ხართ, გამოავლინეთ ინიციატივა და დაუახლოვდით სიმპათიის ობიექტს.

კირჩხიბი

ან ფარულ სასიყვარულო ურთიერთობას გააბამთ ან შემოსავლის ფარული წყარო გამოგიჩნდებათ. ზოგიერთმა შეიძლება ინტერნეტრომანი გააბათ თქვენგან შორს მყოფ ადამიანთან. გამორიცხული არაა, შეხვდეთ ყოფილ სასიყვარულო პარტნიორს, მაგრამ რეტრავმატიზირების გამო ურთიერთობის აღდგენას არ გირჩევთ. შეყვარებულმა კირჩხიბმა შეიძლება ყველასგან ფარულად იქორწინოთ. ზოგიერთი გადაწყვეტს იზოლირებულად მუშაობას. მარტოხელებს შეიძლება რომანტიკული გრძნობების ნაკლებობის გამო დეპრესია დაგემართოთ, ამიტომ დაფიქრდით, როგორი პარტნიორი გსურთ გვერდით, დასაწყვილებლად გააქტიურებას კი 18 ივლისიდან გირჩევთ, როცა ვენერა თქვენს პირველ სახლში გადმოვა.

ლომი

ვენერა სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ. პოპულარობა შეიძლება მოგიტანოთ ახალმა პროექტმა, ჯგუფში გაწევრიანებამ, ინტერნეტმა. თუ მარტოხელა ხართ, ახალ მეწყვილეს შეიძლება ინტერნეტსივრცეში შეხვდეთ. გადახედეთ გარემოცვას, თანამოაზრეებს, მეგობრებს შეიძლება გრძნობები რომელიმეს მიმართ გაგიჩნდეთ. ფულს მოგიტანთ მეგობრებთან ერთად განხორციელებული პროექტები. ამასთან, გაფრთხილდით, რომ პროექტების ან მეგობრების გამო არ გაგიფუჭედეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

ქალწული

ვენერა დაგეხმარებათ, მიიღოთ სასურველი თანამდებობა, გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. გახდებით პოპულარული შემოქმედებასთან, სილამაზესთან დაკავშირებულ საკითხებში. ხოლო თუ სურვილი გაქვთ, შეიძლება დაქორწინდეთ და შეიცვალოთ სტატუსი. მარტოხელებმა შეიძლება გააბათ რომანი ასაკით, სტატუსით ან თანამდებობით თქვენზე უფროს ადამიანთან.

სასწორი

გაგიმძაფრდებათ ინტერესი უცხო კულტურისადმი, საზღვარგარეთ მოგზაურობისადმი. მიიღებთ სიამოვნებას უცხოელებთან ურთიერთობით და არაც ისაა გამორიცხული, რომ რომანი გააბათ ან საზღვარგარეთ ყოფნისას, ან უცხოელთან. ზოგიერთმა შეიძლება ფული მიიღოთ უცხოეთიდან ან მოგზაურობაზე დაგეხარჯოთ ფული (თუ პირად რუკაში ვენერას დაძაბული ასპექტი გაქვთ, გაფრთხილდით, რომ არ დაკარგოთ ფული, ნივთები). მოგინდებათ განათლების მიღება და შეიძლება ჩაეწეროთ სილამაზის შექმნის კურსებზე. თუ სასამართლო საქმეები გქონდათ აღძრული, თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება.

მორიელი

გამოგიჩნდებათ ახალი სასიყვარულო პარტნიორი ან შეიძლება სიყვარულმა ტრანსფორმაციულად იმოქმედოს თქვენზე. კარგი იქნება, თუ წარსული გრძნობების გამოხატვას შეძლებთ შემოქმედებაში ან ფსიქოლოგს მიმართავთ დახმარებისთვის. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ეზოტერიკული მეცნიერებებისდამი. შეიძლება დაგიმტკიცონ სესხი, მიიღოთ ერთჯერადი დახმარება სახელმწიფოსგან ან პარტნიორისგან. ან შეიძლება თქვენს მეუღლეს გაუუმჯობესდეს მატერიალური მდგომარეობა.

მშვილდოსანი

გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. საქმიან პარტნიორებთან და კოლეგებთან ჩამოგიყალიბდებათ ჰარმონიული დამოკიდებულება; გაიჩენთ ახლებსაც. თუ მარტოხელა ხართ, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან საინტერესო ადამიანები. საუკეთესო პერიოდია საქმიანი კონტრაქტების გასაფორმებლად ან ქორწინებისთვის. იყავით საკუთარი თავის პიარ-მენეჯერი. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან, ჭირვეულობასა და გაბუტვებს.

თხის რქა

სამსახურში ჰარმონიული, სასიამოვნო გარემო შეიქმნება. შეიძლება მოალამაზოთ თქვენი სამუშაო კუთხე ამ რემონტი გააკეთოთ ოფისში. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, პრემია ან ბონუსი უნდა მიიღოთ. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბათ კოლეგასთან. კარგი იქნება, თუ იზრუნებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, გაილამაზებთ თავს ან მასაჟის კურსს მაინც ჩაიტარებთ. ზოგიერთს მოგინდებათ მავნე ჩევევისაგან გათავისუფლება. მოუფრთხილდით შარდ-სასქესო ორგანოებს, ენდოკრინულ სისტემას. ზოგიერთი გადაწყვეტს შინაური ცხოველის ყოლას. ან უკვე არსებულის გალამაზებას.

მერწყული

რომანტიკისა და სიყვარულის დრო დაგიდგათ. მოგინდებათ შვებულების ლამაზ ადგილას გატარება. არ მოგინდებათ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღება. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ ან დაუთმეთ დრო შემოქმედებითი იდეების გახორციელებას. გაგიმჯობესდებათ დამოკიდებულება შვილებთან. ფული შეიძლება მოგიტანთ ჰობიმ. შეხვდებით ადამიანს, ვინც ან თქვენი მუზა გახდება, ან შეძლებს თქვენი შემოქმედების მონეტიზირებას.

თევზები

მოგინდებათ მეტი დროის გატარება ოჯახში, სახლში, ან ბინის მოლამაზება დეკორით, ჰარმონიული გარემოს, კომფორტის, უსაფრთხოების შექმნა. თუ სახლიდან მუშაობას გადაწყვეტთ, მოიწყვეთ ლამაზი სამუშაო გარემო. შეიძლება გადაწყვიტოთ უძრავი ქონების ყიდვა. გახშირდება ნათესაური შეხვედრები ან აღადგენთ ურთიერთობას მათან, ვისთანაც დაძაბული ურთიერთობა გქონდათ. მოგინდებათ საყვარელი ადამიანის მშობლებისთვის გაცნობა. კარგი იქნება, თუ ესტუმებით მშობლიურ ადგილებს. შეიძლება შემოგემატოთ ოჯახის ახალი წევრი.