24 ოქტომბერი ასტროლოგიურ კალენდარში მნიშვნელოვანი თარიღია - მზისა და ვენერას შეერთება, რეტროგრადული ვენერას გავლენა და მერკურის რეტროგრადული მოძრაობის დაწყება ყურადღებას სიყვარულზე, წარსულ ურთიერთობებსა და ფინანსურ გადაწყვეტილებებზე გადაიტანს.
შესაძლოა, ხელახლა დავფიქრდეთ ადამიანებზე, რომლებთანაც დაუმთავრებელი ამბები გვაკავშირებს, გადავაფასოთ ჩვენი სურვილები და დავინახოთ, რა აღარ შეესაბამება ჩვენს დღევანდელ მოთხოვნილებებს.
ასტროლოგი ნინა ხომერიკი განმარტავს, რას უკავშირდება ეს ასტროლოგიური მოვლენები, რომელ საკითხებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და რატომ არის მნიშვნელოვანი, არ ვიჩქაროთ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება. მისი პროგნოზის მიხედვით, მთავარი აქცენტი არა მხოლოდ სიყვარულსა და ურთიერთობებზე, არამედ პირად ღირებულებებზე, თვითშეფასებასა და ფინანსური პრიორიტეტების გადახედვაზეც კეთდება.
2026 წლის 24 ოქტომბერს მოხდება ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს გზას ემოციური და მატერიალური კეთილდღეობისკენ, მომდევნო 8 წლის განმავლობაში და ამ დღეს, ახალი ვენერას დაბადების დღე ეწოდება, რომელიც არის სიყვარულის, სილამაზის, ფუფუნების, მატერიალური კეთილდღეობისა და მიწიერი სიამოვნების სიმბოლო.
სწორედ ამ დღეს მოხდება ვენერასა და მზის შეერთება, ყველაზე მისტიკურ და იდუმალებით მოცულ ნიშანში მორიელში, რის შედეგადაც მზე „დაწვავს“ ანუ დაფარავს ვენერას ინდივიდუალურ ენერგიას და შემდეგ ის ხელახლა დაიბადება, რაც მოიტანს გრძნობების, ურთიერთობებისა და მატერიალური სფეროს სისტემურ გადატვირთვას. მსგავსი ანომალია, მორიელის ზოდიაქოს ნიშანში ხდება 8 წელიწადში ერთხელ, რაც გვაძლევს ყველაფრის ერთდროულად მიღების შესაძლებლობას.
მზისა და ვენერას შეერთება, ასტროლოგიაში აერთიანებს ორ მნიშვნელოვან პრინციპს.
მზე უკავშირდება პიროვნულ იდენტობას, თვითგამოხატვას, ცნობიერებასა და ცხოვრებისეულ მიზნებს.
ვენერა კი სიმბოლურად მართავს სიყვარულს, პარტნიორობას, მიზიდულობას, ჰარმონიას, ფინანსებს, მატერიალურ ფასეულობებსა და თვითშეფასებას.
როდესაც ეს ორი პლანეტა ერთმანეთს უერთდება, ყურადღების ცენტრში ექცევა ადამიანის ურთიერთობა საკუთარ თავთან და სხვებთან, ასევე ის, თუ რამდენად შეესაბამება მისი სურვილები რეალურ ღირებულებებს.
ამ პერიოდში, შეიძლება წამოიჭრას მნიშვნელოვანი კითხვები:
ამ შეერთების მთავარი მნიშვნელობა საკუთარი გრძნობებისა და სურვილების უკეთ გააზრებაა. მორიელი სიღრმეს, ვნებასა და გულწრფელობას უკავშირდება, ამიტომ ეს პერიოდი ზედაპირული რომანტიკის ნაცვლად ურთიერთობებში სიმართლის დანახვისკენ გვიბიძგებს. მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, რას ვგრძნობთ სინამდვილეში და რამდენად გვაკმაყოფილებს არსებული ურთიერთობა.
რადგან ვენერა რეტროგრადულია, შესაძლოა წარსულმა კვლავ შეგვახსენოს თავი. შეიძლება ძველი გრძნობები დაბრუნდეს, განახლდეს დაუსრულებელი სასიყვარულო ისტორიები ან კვლავ წამოიჭრას ფინანსური საკითხები, რომლებიც აქამდე გადაუჭრელი დარჩა.
მზისა და ვენერას შეერთებამ შესაძლოა დაგვანახოს ურთიერთობაში არსებული პრობლემები, რომლებიც აქამდე შეუმჩნეველი იყო. უკეთ გავაცნობიერებთ, რამდენად თანაბრად ვიღებთ და გავცემთ სიყვარულს, ან აღმოვაჩენთ, რომ ის, რაც ადრე გვახარებდა, დღეს უკვე აღარ გვაკმაყოფილებს.
ზოგიერთ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს შერიგების, გულწრფელი საუბრის ან ძველი უთანხმოების მოგვარების სურვილი. თუმცა, წარსულში დაბრუნება ყოველთვის ურთიერთობის აღდგენას არ ნიშნავს. ზოგჯერ ძველი გრძნობები იმისთვის იღვიძებს, რომ საბოლოოდ მივხვდეთ, რის დატოვება გვჭირდება უკან.
ამ პერიოდის მთავარი კითხვაა: გვინდა ეს ადამიანი იმიტომ, რომ ნამდვილად გვიყვარს, თუ იმიტომ, რომ მისი დაკარგვის გვეშინია? მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რამდენად შეესაბამება ჩვენი სიყვარული და ურთიერთობები რეალურ საჭიროებებსა და თვითშეფასებას.
ფინანსები და მატერიალური კეთილდღეობა:
ვენერა ფინანსურ საკითხებსაც უკავშირდება, ამიტომ მზესთან მისი შეერთება შეიძლება სიმბოლურად განვიხილოთ, როგორც საკუთარი მატერიალური პრიორიტეტების გადახედვის პერიოდი.
რეტროგრადული ვენერას გავლენის გათვალისწინებით, ყურადღება შეიძლება გამახვილდეს შემდეგ საკითხებზე:
ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ რეალური საჭიროება და ემოციური იმპულსი, მაგალითად: ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ძვირადღირებული ნივთის შეძენის, გარეგნობის შეცვლის ან ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების სურვილი, მაგრამ სასურველია, გადაწყვეტილება მხოლოდ დროებით ემოციას არ დაეფუძნოს.
ეს ასტროლოგიური მოვლენა თავისთავად ფინანსურ მოგებას ან შემოსავლის ზრდას არ უზრუნველყოფს, მისი სიმბოლური გამოყენება უფრო მეტად უკავშირდება საკუთარი რესურსების გააზრებასა და ფინანსური პრიორიტეტების განსაზღვრას.
ეს შეერთება მორიელის საწყის გრადუსებში მნიშვნელოვანია იმით, რომ მისი სიმბოლიკა ამ მოვლენას დამატებით სიღრმეს სძენს, თუ სასწორი ურთიერთობებში წონასწორობისა და ჰარმონიის ძიებას უკავშირდება, მორიელი ყურადღებას ამახვილებს ემოციურ სიღრმეზე, ნდობაზე, ინტიმურობაზე, მიჯაჭვულობასა და ძალაუფლების საკითხებზე, ამიტომ მზისა და ვენერას შეერთების ინტერპრეტაცია მორიელის დასაწყისში მხოლოდ რომანტიკულ განწყობას არ ეხება.
მისი თემები შეიძლება იყოს:
ნდობა და ეჭვიანობა - რამდენად თავისუფლად ვგრძნობთ თავს ურთიერთობაში და რამდენად გვჭირდება კონტროლი?
ემოციური დამოკიდებულება - სიყვარულია ის, რაც გვაკავშირებს, თუ მარტოობის შიში და დაკარგვის შფოთვა?
ფინანსური და ემოციური კავშირები - რამდენად დამოუკიდებლები ვართ და რამდენად ვართ დამოკიდებული პარტნიორზე ან სხვა ადამიანზე?
სიმართლის დანახვა - მზად ვართ თუ არა, ვაღიაროთ ის, რასაც აქამდე თავს ვარიდებდით?
მორიელის სიმბოლიკა ზედაპირული პასუხებით დაკმაყოფილებას ნაკლებად გულისხმობს, ის გვიბიძგებს, ჩავიხედოთ იმ მიზეზებში, რომლებიც ჩვენს სურვილებსა და გადაწყვეტილებებს მართავს, ამიტომ, ეს შეერთება შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც საკუთარი ემოციური მოტივების გააზრების სიმბოლური შესაძლებლობა.
ამ პერიოდის ყველაზე საინტერესო მოვლენა მზისა და ვენერას შეერთება მის რეტროგრადული ციკლს უკავშირდება. ასტრონომიულად, 24 ოქტომბერს ვენერა დედამიწასა და მზეს შორის გაივლის, თუმცა მზის დისკოს პირდაპირ არ გადაკვეთს. ამ მოვლენას ქვედა შეერთება ეწოდება. ასტროლოგიაში ამ მომენტს ხშირად ვენერას ციკლის შიდა გარდატეხის ეტაპს უკავშირებენ, როდესაც ძველი ფასეულობები და სურვილები გადაფასებას ექვემდებარება, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საკითხი იმავე დღეს გადაწყდება, უფრო სწორი იქნება, ეს პერიოდი განვიხილოთ, როგორც შინაგანი გადაფასების პროცესის მნიშვნელოვანი წერტილი, რომლის შედეგებიც შესაძლოა მომდევნო კვირებსა და თვეებში გამოიკვეთოს.
თუ ადამიანი გარკვეული დროის განმავლობაში ეჭვიანობდა ურთიერთობაში, საკუთარ არჩევანში ან ფინანსურ პრიორიტეტებში, ამ პერიოდმა შეიძლება ამ საკითხებზე დაფიქრებისკენ უბიძგოს, მაგრამ შეერთება ავტომატურად არც შერიგებას ნიშნავს, არც დაშორებას და არც ფინანსურ წარმატებას. კონკრეტული შედეგები დამოკიდებულია რეალურ გარემოებებზე, ადამიანის გადაწყვეტილებებსა და ინდივიდუალური ჰოროსკოპის კონტექსტზე.
ამ დღის პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები:
1. ურთიერთობებში: გაარკვიეთ, რას ელით პარტნიორისგან და რამდენად ღიად გამოხატავთ საკუთარ საჭიროებებს;
2. ფინანსებში: გადახედეთ ხარჯებს, ფინანსურ ვალდებულებებსა და სამომავლო პრიორიტეტებს;
3. თვითშეფასებაში: დაფიქრდით, რამდენად არის თქვენი არჩევანი დამოკიდებული სხვების მოწონებაზე;
4. წარსულთან მიმართებით: თუ ძველი გრძნობები ან მოგონებები გააქტიურდება, ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. ჯერ გაარკვიეთ, რა შეიცვალა რეალურად და რა დარჩა მხოლოდ ემოციურ მოგონებად;
5. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში : განსაკუთრებით ფინანსურ ან ურთიერთობის საკითხებში, გადაწყვეტილება ფაქტებსა და რეალურ ქცევებს დაუკავშირეთ;
6. მოერიდეთ ილუზიებს და დრამატიზმს: მორიელის ენერგიამ შესაძლოა გააძლიეროს ეჭვიანობა ან მესაკუთრეობა. შეეცადეთ სიტუაციებს ცივი გონებით შეხედოთ;
7. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება: რადგან ფონად რეტროგრადული პროცესებიც მიდის (თან 24-ში მერკურიც ბრუნდება), მოერიდეთ რადიკალურ ცვლილებებს გარეგნობაში, სარისკო ინვესტიციებსა და საბოლოო განაჩენების გამოტანას ურთიერთობებში, ჯერ უბრალოდ დააკვირდით ინფორმაციას;
8. დაისვენეთ და მოუსმინეთ ინტუიციას: ეს საუკეთესო დროა თვითანალიზისთვის, შემოქმედებითი ენერგიის გამოსავლენად და იმის მისახვედრად, თუ რა გაბრკოლებთ წინსვლაში.
დღის მთავარი გზავნილი:
2026 წლის 24 ოქტომბრის მზისა და ვენერას შეერთება შეიძლება განვიხილოთ, როგორც საკუთარი სურვილების, სიყვარულის, ფინანსური პრიორიტეტებისა და პირადი ღირებულებების გადაფასების სიმბოლური მომენტად. რეტროგრადული ვენერას ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წარსულის გამოცდილებას: რა ვისწავლეთ ძველი ურთიერთობებიდან, რომელი არჩევანი აღარ შეესაბამება ჩვენს დღევანდელ მოთხოვნილებებს და რა გვინდა შევინარჩუნოთ მომავალში. მორიელის სიმბოლიკა ამ პროცესს მატებს სიღრმეს და გვახსენებს, რომ ნამდვილი ცვლილება ხშირად იწყება არა გარეგნული გარემოებების შეცვლით, არამედ საკუთარი სურვილების გულწრფელი გააზრებით.
ამ დღის მთავარი კითხვა შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:
„რას ვირჩევ დღეს იმიტომ, რომ ეს ნამდვილად შეესაბამება ჩემს ღირებულებებს და რას ვინარჩუნებ მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დაკარგვის მეშინია?“ სწორედ ამ კითხვაზე გულწრფელი პასუხი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი პირადი ცვლილებების დასაწყისი.
ეს პერიოდი, ასევე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ 24 ოქტომბრიდან - 13 ნოემბრის ჩათვლით იწყება მერკურის რეტროგრადული მოძრაობა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, რაც გარდა წარსულის დაბრუნებისა, ხელს შეუწყობს დაფარული ინფორმაციის გამოვლენასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გადახედვას. ამ პერიოდის განსაკუთრებული თავისებურება ის არის, რომ მერკურის რეტროგრადული მოძრაობა ვენერას რეტროგრადულ პერიოდს ემთხვევა.
ასტროლოგიური სიმბოლიკის მიხედვით, ეს აძლიერებს წარსული ურთიერთობების, ძველი შეთანხმებების, ფინანსური საკითხებისა და ადრე მიღებული გადაწყვეტილებების გადაფასების თემას. თუ ვენერას რეტროგრადული მოძრაობა გვაფიქრებს იმაზე, თუ რა გვიყვარს და რას ვაფასებთ, მერკურის რეტროგრადული მოძრაობა გვაიძულებს, გადავხედოთ იმას, თუ რას ვფიქრობთ, რას ვამბობთ, რა ინფორმაციას ვფლობთ და მორიელის გავლენით, ყურადღება გადავა იმ საკითხებზე, რომლებიც აქამდე ბოლომდე გარკვეული არ ყოფილა.
ეს ნიშანი, ასტროლოგიაში, უკავშირდება საიდუმლოებებს, ფსიქოლოგიურ სიღრმეს, ნდობას, კონტროლსა და დაფარულ მოტივებს, მერკური კი აზროვნების, ინფორმაციის, კომუნიკაციისა და ანალიზის სიმბოლოა, ამ ორი პრინციპის შერწყმა გვაძლევს პერიოდს, როდესაც შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინოს ინფორმაციის გადამოწმებამ და ისეთი საკითხების ხელახლა შესწავლამ, რომლებზეც პასუხები ჯერ არ გვაქვს.
ასეთ დროს სასურველია:
ახალი პროექტის დაწყება ან ხელშეკრულების გაფორმება ავტომატურად აკრძალული არ არის, თუ გადაწყვეტილება აუცილებელია, საჭიროა პირობების ყურადღებით შესწავლა და შესაძლო რისკების შეფასება.
ამ ტრანზიტის მთავარი პრინციპია: არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა იქ, სადაც დამატებითი ინფორმაციის მიღება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
მნიშვნელოვანი პერიოდები:
4 ოქტომბერი - 23 ოქტომბერი: რეტოგრადული მერკური გაივლის განმეორებით იმ გრადუსებს, რომელსაც ამ პერიოდში გადიოდა და ამ დროს დაწყებული საკითხები შეიძლება მოგვიანებით ხელახლა გადასახედი გახდეს.
24 ოქტომბერი: მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, სასურველია, ყურადღება მიექცეს ინფორმაციას, კომუნიკაციასა და მიმდინარე შეთანხმებებს.
24 ოქტომბერი - 13 ნოემბერი: ძირითადი რეტროგრადული ფაზაა. ძველი საკითხების დაბრუნება, გეგმების კორექტირება და ინფორმაციის გადამოწმება ამ პერიოდის მთავარ თემებად განიხილება.
13 ნოემბერი: მერკური პირდაპირ მოძრაობას განაახლებს, ეს შეიძლება გეგმების თანდათანობით დაზუსტებისა და გადაწყვეტილებების წინ წაწევის ეტაპად განვიხილოთ, თუმცა, გაურკვევლობა იმავე დღეს აუცილებლად არ გაქრება.
30 ნოემბერი: სრულდება მერკურის შემდგომი ჩრდილოვანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც პლანეტა უკვე გავლილ მონაკვეთს ხელახლა გაივლის.