ვერძში მზის დაბნელება/ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ქეთი ოდიშელისგან

ვერძში მზის დაბნელება/ახალმთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ქეთი ოდიშელისგან

29 მარტის ვერძში მზის დაბნელების/ახალმთვარეობის შესახებ ინფორმაცია უკვე მოგაწოდეთ. სტატია დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი გთავაზობთ ასტროლოგ ქეთი ოდიშელის ასტროლოგიურ პროგნოზს, რომელიც ორი კვირის განმავლობაში, სავსემთვარეობამდე (სავსემთვარეობა გველოდება 13 აპრილს, სასწორის ნიშანში 04:21-ზე) იქნება აქტუალური:

ვერძი

ცვლილებები იმიჯით დაწყებული - დასრულებული თქვენი პროფესიული და პირად-სასიყვარულო საკითხებით. გამოიყენეთ არსებული შესაძლებლობები, ნუ შეჩერდებით, თვალი გაუსწორეთ თქვენს შიშებს, იგრძენით საკუთარი ძალა.

კურო

იზოლაცია, განმარტოება, ნაჭუჭში ჩაკეტვა, მედიტაციური მდგომარეობა. გაერთიანდით, გამთლიანდით, გამოიყენეთ ეს პერიოდი პროდუქტიულად. შეიძლება დაფიქრდეთ ემიგრაციის თემაზე, ასევე შეიძლება გადაწყვიტოთ ემიგრაციიდან დაბრუნება.

ტყუპი

წარმატებული პერიოდია, სოციალურ აქტივობებში ჩართულობა, აღიარება, ავტორიტეტის ზრდა. მომგებიანია ინტერნეტსაქმიანობა. მოგების შანსები მატულობს.

კირჩხიბი

კარიერული საკითხებია აქტუალური, სტატუსის მხრივ ცვლილებები, სირთულეებმა შეიძლება იჩინოს თავი გაუთვლელი მოვლენების განვითარების გამო. თუ სამსახური არ გაქვთ ახლა შესაფერისი დროა გადახედოთ ვაკანსიებს.

ლომი

განათლების თემების აქტუალიზაცია, სახელმწიფო სექტორთან დაკავშირებულ საკითხებში მნიშვნელოვანი მიღწევები, საბუთების მოგვარება, გაჭიანურებული სასამართლო პროცესები სწორად ახლა შეიძლება გადაწყდეს.

ქალწული

გათავისუფლება, დასრულება, იქნება ეს ფსიქოლოგიური თუ მატერიალური დამოკიდებულება. იმუშავეთ კომპლექსებზე, შიშებზე. ფინანსებთან დაკავშირებით გქონდეთ გარშემო მყოფების მხარდაჭერის იმედი.

სასწორი

ახალი შესაძლებლობები, ახალი შემოთავაზებები, პროექტები, პირად-სასიყვარულო კუთხითაც მნიშვნელოვანი პერიოდია. გაითვალისწინეთ კომპრომისი და დიპლომატია ახლა ყველაზე მომგებიანია.

მორიელი

მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, დაქვეითებულია ენერგო-ტონუსი. მიმართეთ დახმარებისთვის ბუნებას. მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის მშვენიერი დროა.

მშვილდოსანი

თავგადასავლების, ინიციატივის საკუთარ თავზე აღების დროა. შემოქმედებითი ენერგია, ამაღლებული განწყობა გეხმარებათ სიტუაციების სწორად შეფასებასა და მართვაში. თუ ჯერ არ გყავთ, დროა დაფიქრდეთ ბავშვის ყოლაზე.

თხის რქა

ცხოვრების რელსების ცვლა, ეს არცთუ ისე სასიკეთოდ აისახება თქვენს შინაგან მდგომარეობაზე, განსაკუთრებით ცვლილებებმა შესაძლოა თავი იჩინოს სახლის, უძრავი ქონების, ოჯახთან დაკავშირებულ თემებში.

მერწყული

სიახლეები, საინფორმაციო სივრცის გაზრდა, შემეცნების დროა, ახალი კომუნიკაციები, საბუთების გაფორმება, ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხებია აქტუალური. გადაადგილება, ნათესავებთან, და-ძმებთან სიტუაციების დალაგება.

თევზები

ახალი ფინანსური წყაროები, ახალი ნაყოფიერი იდეები, საჩუქრები, შემოსავლების ზრდა გელოდებათ. მიაქციეთ ყურადღება კვებას. მატერიალური ღირებულებებია აქტუალური.