ვის ელის მაისში თავბრუდამხვევი წარმატება: არ გაუშვათ ხელიდან ეს შანსი!

ვის ელის მაისში თავბრუდამხვევი წარმატება: არ გაუშვათ ხელიდან ეს შანსი!

მაისი ზოგიერთისთვის ჯადოსნური თვე იქნება! ვის მოელის ფინანსური წარმატება, თავბრუდამხვევი რომანი და აღიარება? გამოვავლინეთ "ოქროს ოთხეული".

ლომი

ფული მოდის თქვენთან, იქნება ჯილდო, პრემია, მომგებიანი ინვესტიციები ან მოულოდნელი ბონუსი ძველი პროექტებიდან. თქვენი უფროსი შეამჩნევს თქვენს ქმედებას. ნუ მოგერიდებათ განახორციელოთ თუნდაც ყველაზე გიჟური იდეა! საფრთხილო არის ის, რომ არ დაკარგოთ მთელი თქვენი მოგება ემოციებზე. გადადეთ შემოსავლის 30 პროცენტი ზაფხულის არდადეგებისთვის. დაბოლოს, მოითხოვეთ ხელფასის გაზრდა 20 მაისამდე - ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან.

მშვილდოსანი

ჯანმრთელობა გაგიუმჯობესდებათ, დაივიწყებთ აბებს. კარგია სპორტი, იოგა ან თუნდაც ცეკვა. იქნება თავგადასავლები, სპონტანური მოგზაურობა ან ვინმესთან შეხვედრა, რომელიც "თითქოს თქვენი ტიპი არ არის", მაგრამ თქვენს მსოფლმხედველობას თავდაყირა დააყენებს. შეიძლება იყოს ასეთი სიურპრიზიც, რომ ძველმა მეგობარმა შემოგთავაზოთ თანამშრომლობა. არ გაუშვათ ხელიდან ეს შანსი! რჩევა: ჩაანაცვლეთ ყავა ხილის სმუზით - ერთ კვირაში გაახალგაზრდავდებით.

თხის რქა

ისეთი სიყვარული გეწვევათ, როგორიც ფილმებშია – მარტოხელები შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს სამყაროს თავდაყირა დააყენებს. სამსახურს ვერსად გაექცევით. ამიტომ იდეები, რომლებიც მაისში დაგებადებათ, ჩაიწერეთ, თუნდაც თავდაპირველად სისულელედ მოგეჩვენოთ! გირჩევთ, უგულებელყოთ ტოქსიკური მრჩევლები. თქვენი ინტუიცია თქვენი საუკეთესო მეგზურია ახლა. დანიშნეთ პაემანი უჩვეულო ადგილას.

თევზები

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა - წარმატებული შენაძენი, რემონტი თუ ნათესავებთან შერიგება - იქნება აქტუალური. მოიპოვებთ პოპულარობას სოციალურ ქსელებში - თქვენი ნიჭი დაფასდება. გელით თანამშრომლობა ან დაწინაურების შეთავაზება. აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ 25 მაისამდე არ გასესხოთ ფული, ფულმა შეიძლება ჩხუბი გამოიწვიოს. უქმეებზე მოაწყვეთ პიკნიკი ოჯახთან ერთად, კარგია სამაგიდო თამაშები, ოჯახის წევრებთან კავშირების გაძლიერება. აწარმოეთ "წარმატების დღიური" - ჩაიწერეთ თუნდაც მცირე გამარჯვებები. 31 მაისისთვის გაოცებული დარჩებით რამდენად შორს წახვედით!

დაბოლოს, ზოდიაქოს ოთხივე ნიშანმა დაამატეთ წარმატების მომტანი ფერები თქვენს გარდერობში: ლომებმა - ოქროსფერი; თხის რქებმა - იისფერი, მშვილდოსანმა - მწვანე, თევზებმა - ფირუზისფერი.