ავტორი:

ვის ელის რადიკალური ცვლილებები, საბედისწერო შეხვედრები და ფინანსური წარმატება - მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცებისთვის

ვის ელის რადიკალური ცვლილებები, საბედისწერო შეხვედრები და ფინანსური წარმატება - მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცებისთვის

ვის ელის რადიკალური ცვლილებები, საბედისწერო შეხვედრები და ფინანსური წარმატება - მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცებისთვის:

  • ვერძი

კარგი შანსი მოგეცემათ იდეების განსახორციელებლად. შეიძლება ახალმა საქმეებმა გაგიტაცოთ, ახალი ჰორიზონტები გადაგეშალოთ. კარგი თვეა ახალი ცოდნის, ხელობის შესაძენად. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და რთული სიტუაციიდან მარტივად დაიხსნით თავს. გარდა ამისა, ახლობლების პრობლემებსაც მოაგვარებთ.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 8, 18, 22, 27

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 6, 10, 24

  • კურო

თვის დასაწყისში მნიშვნელოვან და სარისკო საქმეებს ნუ დაგეგმავთ. გადაიაროს რთულმა პერიოდმა და მერე გააქტიურდით. კამათში შეინარჩუნეთ საღი აზრი და სიმშვიდე. მაისის მეორე ნახევარში საკუთარ საქმეებსაც გამოასწორებთ და გარშემო მყოფებსაც დაეხმარებით. რაც უფრო მეტ სასარგებლო საქმეებს გააკეთებთ ახლობლებისთვის, მით უკეთესად იგრძნობთ თავს. სასურველია, ძველი პრობლემები ახალი მეთოდებით მოაგვაროთ.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 3, 7, 13, 26

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 5, 13, 24

  • ტყუპი

თვის დასაწყისში არავის წაეჩხუბოთ, მოერიდეთ უთანხმოებას გარშემო მყოფებთან. შეიძლება გაბრაზებული იყოთ საკუთარ თავზეც და ახლობლებზეც. თუ კარგად დაფიქრდებით, შეიძლება მიხვდეთ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ეს თქვენ გეჩვენებათ. თვის მეორე ნახევარში პოზიტიური განწყობა მოგემატებათ. მარტივად გამონახავთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ქალებთან. ისინი თქვენი ერთგული მხარდაჭერები გახდებიან.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 4, 13, 22, 27

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 6, 15, 22

  • კირჩხიბი

მაისის პირველი ნახევარი კარიერულ მიღწევებს დაუთმეთ. პარალელურად გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. პერიოდულად მეუღლეს საოჯახო საქმეების შესრულებაში უნდა დაეხმაროთ. თვის ბოლოსკენ გახშირდება შეხვედრები მეგობრებთან. გააცანით თქვენი იდეები გავლენიან ადამიანებს. ზოგიეთი საკუთარი ბიზნესისთვის სპონსორს, პარტნიორსაც კი გამონახავს.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 3, 12, 20, 31

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 1, 6, 22

  • ლომი

მნიშვნელოვანი საქმეები, მოლაპარაკებები თვის დასაწყისისთვის დაგეგმეთ. თვის ბოლოსთვის დასვენება, მეგობრებთან ერთდ გართობა და თავისუფლებით ტკბობა მოგინდებათ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას იყავით დელიკატური და ტაქტიკური. გაფრთხილდით, თქვენი ხუმრობა შეიძლება ყველამ ვერ გაიგოს.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 9, 14, 19, 28

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 3, 8, 25

  • ქალწული

შანსი მოგეცემათ განახორციელოთ ის, რისი სურვილიც დიდი ხანია გაქვთ. თქვენი საქმიანობის სიკეთით არა მხოლოდ თქვენ ისარგებლებთ, არამედ თქვენი ახლობლებიც. საქმიან პარტნიორებთან და თანამშრომებთან ისე იმოქმედეთ, რომ კონფლიქტი არ წარმოშვათ. ეცადეთ, ცხოვრებას მეტად პოზიტიურად შეხედოთ. თვის ბოლოს თავს უფლება მიეცით მეგობრებთან ერთად გაერთოთ და გამხიარულდეთ.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 2, 6, 21, 31

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 4, 13, 24

  • სასწორი

თვის დასაწყისში დამთხვევებისა და წარმატების მიღწევის შანსი მოიმატებს. ისარგებლეთ მომენტით. ზოგიერთი წარმატებით წარმართავს მოლაპარაკებას, ზოგი საინტერესო ნაცნობობას გააბამს ინტერნეტით. შეიძლება ახალი ბიზნეს პარტნიორებიც კი გაიჩინოთ. ეცადეთ, არ განაწყენდეთ წვრილმანებზე, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ და თქვენს ყურადღებას მოადუნებს მნიშვნელოვანი საქმეების მიმართ.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 1, 5, 13, 24

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 7, 17, 25

  • მორიელი

სასიამოვნო სიურპრიზებისა და დამთხვევეის თვე დაგეწყებათ. იღბალი თქვენთვის საჩუქრებს გამოიმეტებს და უმეტესობა რომანტიკული ხასიათის იქნება. გარდა ამისა, გაგახარებენ საქმიანი პარტნიორებიც. შეძლებთ ფული სარფიანად დააბანდოთ ან დაიწყოთ ახალი საქმიანობა. მარტივად მოაგვარებთ იმ საკითხებს, რაც დიდი ხანია მოსვენებას გიკარგავთ. მაისის მეორე ნახევარში თავს იჩენს ძველი პრობლემა, რომელიც ერთგული მეგობრების მხარდაჭერით უნდა მოაგვაროთ.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 2, 6, 16, 26

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 4, 13, 24

  • მშვილდოსანი

დრო დაუთმეთ ყოველდღიურ საქმეებს, სასიამოვნო და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობას. ყურადღება გმართებთ საკუთარი ჯანმრთელობის, ყოველდღიური რეჟიმის მიმართ. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საბედისწერო შეხვედრა, რის შემდეგაც თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან, ყველაფერი კარგად იქნება.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 5, 10, 14, 24

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 7, 14, 25

  • თხის რქა

ჩამოყალიბდით საკუთარ სურვილებში. შეიძლება ძალიან ბევრი გინდათ, შეიძლება თითსაც კი არ ანძრევთ იმისთვის, რომ მცირედი მიიღოთ. საქმეების მიუხედავად ნუ მოაკლებთ ყურადღებას შვილებს. ზოგიერთი საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ უცხოეთიდან. თვის მეორე ნახევარი მეტად უნდა დაუთმოთ ვალდებულებების შესრულებას, გაფრთხილდით, არაკეთილსინდისიერი თანამშრომლების გამო არ იზარალოთ მატერიალურად. სიფრთხილე გმართებთ საყიდლებისას.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 2, 11, 21, 29

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 14, 23, 28

  • მერწყული

მაქსიმალურად შეინარუნეთ სიმშვიდე, არ აჰყვეთ პროვოკაციებს. დიპლომატიურად მოაგვარეთ უთანხმოება გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, პოზიტიური აზრები გქონდეთ. თქვენი ახლობლები დიდი ხანია ელიან თქვენგან მზრუნველობას, ყურადღებას. გახსოვდეთ, რომ ოჯახთან ერთად გატარებული დრო შეუფასებელი განძია.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 5, 13, 24, 28

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 7, 11, 25

  • თევზები

დაკვირვებული იყოთ ახალი ინფორმაციებისადმი. გაფრთხილდით, არ მოექცეთ ვიღაცის ცუდი გავლენის ქვეშ. მხოლოდ ერთგულ ადამიანებთან გქონდეთ კონტაქტი. განსაკუთრებით, როცა უძრავ ქონებას ეხება. ტყუილად ნუ ნერვიულობთ იმ საკითხებზე, რომელთა მოგვარებაც თქვენ არ შეგიძლიათ. მოერიდეთ ავანტიურულ საქმიანობაში ჩართვას. თვის ბოლოს მეტი დრო დაუთმეთ ნათესავებთან კონტაქტს, საოჯხაო საქმეების შესრულებას.

მაისის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 3, 12, 23, 30

მაისის თვის უიღ­ბლო რი­ცხვე­ბი: 5, 14, 25

ვის აუხსნიან სიყვარულს, ვინ დაიბრუნებს ყოფილს და ვინ მიიღებს ახალ სამსახურს - მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ქალებისთვის

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მაისში - ვის დასჭირდება ექიმი და რა რეკომენდაციებს გვაძლევენ ასტროლოგები

რა ელით მაისში ტყუპს, სასწორსა და მერწყულს - მომავალი თვის სასიყვარულო და ფინანსური პროგნოზი