ვის ელოდება რომანტიკული შეხვედრა და ვის - დაშორება სასიყვარულო პარტნიორთან

ვის ელოდება რომანტიკული შეხვედრა და ვის - დაშორება სასიყვარულო პარტნიორთან

ვერძი

16 მარტიდან ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რაც ესთეტიკასა და სილამაზესთანაა კავშირში. თქვენ შეგიძლიათ თავად გაუკეთოთ საჩუქარი რჩეულს, ან მისგან მიიღებთ სასიამოვნო სიურპრიზს. იყავით საყვარელი ადამიანის მიმართ სინაზით და მზრუნველობით განმსჭვალული. შესაძლებელია თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის იყოს სიყვარული და არა მხოლოდ სიმპათია ან მეგობრობა. დააფასეთ და გაუფრთხილდით იმას, რაც ბედმა თქვენთვის გამოიმეტა.

კურო

16 მარტიდან ვენერა თქვენს ნიშანში იქნება. ეს შესანიშნავი პერიოდია გარეგნობის შესაცვლელად. მიიზიდავთ საწინააღმდეგო სქესის აღფრთოვანებულ მზერას. მარტოხელა ადამიანებს შეუძლიათ თავბრუდამხვევი რომანის დაწყება, სხვათა შორის, სერიოზული გაგრძელებით. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პარტნიორს გაგიჟებით შეუყვარდებით.

ტყუპი

საინტერესო ნაცნობობა მოსალოდნელია ინტერნეტითაც, სოციალურ ქსელებში. დაოჯახებულებმა მეტი დრო უნდა გამონახოთ საყვარელი ადამიანისთვის. ერთად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, მოუწყვეთ რომანტიკული საღამოები. თუ რაიმეთი უკმაყოფილო ხართ, მაშინ დროა შეცვალოთ. თუ საკუთარი თავი სიგიჟემდე მოგწონთ, მაშინ დარჩით იგივე. თვის ბოლოსკენ მოგინდებათ აურზაურისგან თავის დაღწევა, გამარტოება და სიმშვიდე. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას და მიიღოთ გადაწყვეტილება. ზოგიერთმა შეიძლება გააბათ ფარული რომანი, რაზეც საუბარი არ მოგინდებათ.

კირჩხიბი

16 მარტიდან არ არის გამორიცხული, შეგიყვარდეთ თქვენი უფროსი კოლეგა ან გავლენიანი, პოპულარული ადამიანი. გრძნობები გაგიჩნდება ერთობლივი პროექტის ან მივლინების დროს. სხვათა შორის, შეიძლება ამ ადამიანს უკვე იცნობთ კიდეც. თუ ეს მართლაც ბედისწერაა, მაშინ უფრო ოპტიმისტურად შეხედეთ მის "საჩუქრებს“. თუ გაამრავალფეროვნებთ თავისუფალ დროს და ზოგადად ცხოვრებას, აუცილებლად გაიუმჯობესეთ თქვენი პირადი ცხოვრება. არ გამოიკეტოთ ოთხ კედელში.

ლომი

თუ მეორე ნახევარი გყავთ, მაშინ მიაქციეთ მას ყურადღება, იყავით მზრუნველი, მოსიყვარულე მის მიმართ. მარტოხელა ადამიანებს შეგიძლიათ კოლეგასთან გააბათ რომანი. თუ ეს ნამდვილი სიყვარულია, მაშინ ნუ მოგერიდებათ თქვენი გრძნობების გამოხატვის. ბევრს მოუნდება, ბედი დაუკავშიროს მდიდარ და სტატუსიან ადამიანს. გამორიცხული არაა, ანგარებიანი ქორწინება. ან შეიძლება საყვარელი ადამიანი დაგეხმაროთ კარიერულ წინსვლაში.

ქალწული

თუ ოჯახი თქვენთვის პირველ ადგილზეა, მაშინ ჯობია ფარული რომანი არ გააბათ. დაფიქრდით, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს ურთიერთობა. ყურადღება, მზრუნველობა, სინაზე გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. იყავით გულუხვი და ერთგული. 16 მარტის შემდეგ მოგინდებათ მხიარულება და გართობა. მაგრამ მოერიდეთ ავანტიურას. მარტოხელებს გელოდებათ რომანტიკული ნაცნობობა. ეს იქნება არაჩვეულებრივი პიროვნება, განსხვავებული ეროვნების, შეხედულებებისა და მენტალიტეტის ადამიანი. არ არის გამორიცხული, ახალ პარტნიორს ჰქონდეს საკუთარი ბიზნესი ან უჩვეულო ჰობი.

სასწორი

მარტში წადით სამოგზაუროდ. მარტოხელა სასწორებს ბევრი შანსი გაქვთ გაიცნოთ საინტერესო ადამიანი. 16 მარტიდან მოიმატებს ეჭვიანობა საყვარელი ადამიანის მიმართ. ვინც მარტში დაქორწინებას გადაწყვეტს, გაუმართლებს ფინანსურად და სტატუსსაც აიმაღლებთ. პარტნიორი იქნება არა მხოლოდ გავლენიანი, არამედ მდიდარი ადამიანიც. დაოჯახებულების ცხოვრებაში მოიმატებს უწყვეტი და მშფოთვარე სკანდალი. შესაძლოა, ამის მიზეზი თქვენი ღალატი გახდეს. ზოგიერთმა შეიძლება განქორწინება გადაწყვიტოთ.

მორიელი

თუ ხვდებით, რომ თავად თვითონ ვერ უმკლავდებით საქმეებს, მაშინ დახმარებისთვის მიმართეთ ოჯახის წევრებს. ერთობლივი მუშაობა გააძლიერებს თქვენს ურთიერთობებს. 16 მარტის შემდეგ გაჩნდება სასიამოვნო ადამიანის გაცნობის შანსი. ფლირტი განწყობას გაგიუმჯობესებთ. დაწყვილებულებმა მეტი დრო გაატარეთ ოჯახში, საყვარელი ადამიანების გვერდით. გახშირდება სატელეფონო და ვიდეოკომუნიკაცია საყვარელ ადამიანთან. გაანებივრეთ თქვენი პარტნიორი საჩუქრებითა და სიურპრიზებით. მარტის ბოლოს შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მომავალში თქვენი კანონიერი მეუღლე გახდება. დაოჯახებულები მოერიდეთ მეუღლესთან ჩხუბსა და დაპირისპირებას.

მშვილდოსანი

უფრო ხშირად ითამაშეთ და ისაუბრეთ ბავშვებთან. 16 მარტიდან გაფრთხილდით, ახალგაცნობილმა ადამიანმა შეიძლება მოგატყუოთ ან დაგამციროთ. თუ უკვე გყავთ შეყვარებული, იყავით გულწრფელი. ხშირად გამოუტყდით გრძნობებში. მეტი დრო გაატარეთ ერთად და რომანტიკულად. სხვათა შორის, მარტის ბოლოს ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ. დაქორწინებულები იყავით მზრუნველები, მოერიდეთ კამათს, ზეწოლას, ეჭვიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდება.

თხის რქა

მარტოხელებს საინტერესო ნაცნობება გელოდებათ. შეიძლება საბედისწერო ნაცნობობა ახლობლების წყალობით მოხდეს. 16 მარტიდან პირადი ცხოვრების გაუმჯობესება გელოდებათ: რომანტიკული თავგადასავლები, დაუვიწყარი მოვლენები. მოგინდებათ პაემნებზე სირბილი, საჩუქრების გაცემა და ბევრი კომპლიმენტის მიღება. თუ უკვე შეყვარებული ხართ, მარტში თქვენი ურთიერთობა კიდევ უფრო ძლიერი და ჰარმონიული გახდება. დაოჯახებულებმა მეტი ყურადღება მიაქციეთ არა მარტო მეუღლეს, არამედ ბავშვებსაც. თუ ბავშვზე ოცნებობთ, მარტის ბოლო სასიხარულო ამბებს მოგიტანთ.

მერწყული

მარტოხელებისთვის რომანტიკული ნაცნობობა მოხდება სწავლის პროცესში ან საჯარო ადგილას. მარტიდან დროის უმეტეს ნაწილს ფინანსური საკითხების მოგვარებაში გაატარებთ. შეყვარებული მერწყული გადაწყვეტს ახლო ნათესავებს გააცნოს თავისი რჩეული. რაც შეეხება დაოჯახებულ ნიშნებს, მარტში პირადი პრობლემები ან საყოფაცხოვრებოსთან დაკავშირებული უსიამოვნებები არ აქვთ. ყველაფერი წავა შეფერხების გარეშე. საყვარელ ადამიანს მოუწყვეთ დღესასწაული სიურპრიზებით, განსაკუთრებული მიზეზის გარეშეც კი.

თევზები

თუ გიყვარს ადამიანი, აღიარეთ ეს გრძნობა, გაუმხილეთ გრძნობები საყვარელ ადამიანს. დაოჯახებული თევზები ხშირად ეჩხუბებით მეუღლეს ფულის გამო. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას და ნუ დაამცირებთ ადამიანს. 16 მარტის შემდეგ საუკეთესო დროა, რომ მეუღლესთან ერთად სამოგზაუროდ წახვიდეთ. თევზებმა, რომლებსაც ჯერ არ გყავთ რჩეული, ყურადღება მიაქციეთ ახლო წრეს. არ არის გამორიცხული, მეგობარი ან კოლეგა ძალიან სასიამოვნო ადამიანი გამოდგეს. საშუალება მოგეცემათ, მშვიდობა დაამყაროთ ნათესავთან, რომელთანაც ურთიერთობა დიდი ხანია დაძაბულია. რაც შეეხება მარტოხელებს, ბედი გაგიღიმებთ. ეს იქნება მშფოთვარე და ვნებიანი რომანი.