ვის გამოსდის ბიზნესის კეთება კარგად ზოდიაქოს ნიშნებს შორის: უყაირათოა და თავისი ექსტრავაგანტური გადაწყვეტილებებით პრობლემებს იქმნის

ვის გამოსდის ბიზნესის კეთება კარგად ზოდიაქოს ნიშნებს შორის: უყაირათოა და თავისი ექსტრავაგანტური გადაწყვეტილებებით პრობლემებს იქმნის

თუ ბიზნესის დაწყება გაქვთ გადაწყვეტილი, უნდა იცოდეთ როდის დაიწყოთ და რა საქმიანობას მოკიდოთ ხელი. რადგან როგორც ყველა საკითხში, ბიზნესის წამოწყებაშიც ზოდიაქოს ნიშნები განსხვავებულად მოქმედებენ.

ვერძი

ყველაფრის (მათ შორის ბიზნესპროექტების) სწრაფად გაკეთება სურს, მაგრამ მიზნის მიღწევას მოთმინება სჭირდება. თუ მოთმინებას გამოიჩენს და დიპლომატიურობას ისწავლის, ბევრს მიაღწევს.

ბიზნესპროექტების დასაწყებად დადებითი თვეებია: აპრილი, აგვისტო და დეკემბერი.

კურო

კარგად ეხერხება რაიმე იდეისგან ფულის "გამოდნობა". ის მეტად პრაქტიკული, რეალისტი და წინდახედულია. კომერციული გარიგებისას შეცდომას იშვიათად უშვებს.

ბიზნესის წამოწყების მხრივ დადებითი თვეებია: მაისი, სექტემბერი და იანვარი.

ტყუპი

კომუნიკაბელური და უშუალოა. შეუძლია რამდენიმე კომერციული თუ არაკომერციული იდეა "შეაჯეროს" და შესანიშნავი ბიზნესპროექტი შექმნას. განსაკუთრებულ წარმატებას საინფორმაციო ბიზნესში აღწევს, თუმცა, თანხების აკუმულირებას ვერ ახერხებს.

ბიზნესის წამოწყებისთვის დადებითი თვეებია: ივნისი, ოქტომბერი და თებერვალი.

კირჩხიბი

თავს ყველაზე კარგად უძრავი ქონებით, კვების სფეროში, ნავთობით, სპირტითა და თამბაქოთი ვაჭრობაში გრძნობს და ამ სფეროდან შეუძლია მაქსიმალური მოგება ნახოს.

ბიზნესის წარმოებისთვის წარმატებული თვეებია: ივლისი, მარტი და ნოემბერი.

ლომი

თვითნაბადი ბიზნესმენია. შეუძლია უხელმძღვანელოს დიდ ორგანიზაციებსაც და პატარა ფირმებსაც. წარმატებას აღწევს სატელევიზიო შოუებსა და ზოგადად შოუბიზნესში.

ბიზნესის წარმოებისთვის დადებითი თვეები: აპრილი, აგვისტო და დეკემბერი.

ქალწული

ჭკვიანი, დაკვირვებული და ფრთხილი ადამიანია. მის მიერ შექმნილი აუდიტორული თუ ანალიტიკური ცენტრების მომსახურებით გავლენიანი ადამიანები ხშირად სარგებლობენ.

ბიზნესის დასაწყებად დადებითი თვეებია: მაისი, სექტემბერი და იანვარი.

სასწორი

იშვიათადაა სერიოზული ბიზნესმენი. ყველაზე დიდ პრობლემას მერყევი ხასიათი უქმნის. თავს კარგად გრძნობს საშუამავლო, სამაკლერო და სადიზაინო ბიზნესში.

ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად მისთვის დადებითი თვეებია: ივნისი, ოქტომბერი და თებერვალი.

მორიელი

რასაკვირველია, ყველა მორიელი ბილ გეითსი ვერ გახდება, მაგრამ მას გამდიდრების (ბიზნესის აწყობის) შანსი ნამდვილად აქვს. წარმატებას აღწევს საბანკო-საფინანსო საქმიანობასა და სადაზღვევო ბიზნესში.

ბიზნესსაქმიანობისათვის წარმატებული თვეებია: ივლისი, მარტი და ნოემბერი.

მშვილდოსანი

მას ხშირად უმართლებს. შეუძლია ბიზნესი გააფართოოს, საერთაშორისო არენაზე გაიტანოს და უცხოელი პარტნიორები გაიჩინოს.

ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად საუკეთესო თვეებია: აპრილი, აგვისტო და დეკემბერი.

თხის რქა

წარმატებას აღწევენ უძრავი ქონებით (მიწის ყიდვა-გაყიდვა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა) ვაჭრობაში, აგრეთვე, პიარისა და რეკლამის სფეროში.

ბიზნესის დასაწყებად კარგი თვეებია: სექტემბერი და იანვარი.

მერწყული

მას უფრო ინტელექტუალური ბიზნესი ხიბლავს, წარმატებას აღწევს ახალი ტექნოლოგიების ბიზნესში, აგრეთვე, სატელევიზიო სფეროში, თუმცა უყაირათოა და ხშირად თავისი ექსტრავაგანტური გადაწყვეტილებებით პრობლემებს იქმნის.

ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად დადებითი თვეებია: ივნისი, ოქტომბერი და თებერვალი.

თევზები

კარგად უძღვებიან ბიზნესს, რომელიც დაკავშირებულია ხელოვნებასთან, ნავთობისა და ალკოჰოლის წარმოებასთან, მედიკამენტებთან, საგამომცემლო საქმიანობასთან.

კარგი იქნება, ბიზნესის დაწყება ივლისში, მარტში ან ნოემბერში.