ვისთან ერთად გაატარებთ დაუვიწყარ დასვენების დღეებს და შვებულებას

ვისთან ერთად გაატარებთ დაუვიწყარ დასვენების დღეებს და შვებულებას

ზაფხული, შვებულების სეზონი მოგვადგა კარს და ალბათ უპრიანი იქნება, უკვე არჩევდეთ საშვებულებოდ "თანამეინახეებს". ჰოდა, იცოდით, რომ არსებობს გარკვეული ასტროლოგიური მითითებები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნები ეთავსებიან საუკეთესოდ ერთმანეთს მოგზაურობასა და გართობაში? თუ არა, მაშინ ეს სტატია სათქვენოა.

ვერძი იდეალურად ახერხებს დასვენებასა და მოგზაურობას მშვილდოსანთან ან მერწყულთან ერთად. მათ ყოველთვის აქვთ სასაუბრო თემა და სამივე პასიურ დასვენებას აქტიურ რიტმს ამჯობინებს. სასურველია, მათ მთიან ადგილებს მიაშურონ.

კურო იდეალურად მოახერხებს განტვირთვას ქალწულისა და სასწორის კომპანიაში. ჩაის სმა საღამოობით, საუბრები წვრილმან-მსხვილმან საჭირბოროტო საკითხებზე, ჯანსაღ კვებასა და მოდაზე.

ტყუპი არაჩვეულებრივ დროს გაატარებს მორიელთან და ლომთან ერთად. ამგვარი უიკენდის დროს იგი არაერთ საკითხზე დაფიქრდება სიღრმისეულად და ბოლომდე გაიაზრებს მათ.

კირჩხიბი სულიერად დაისვენებს, თუკი უიკენდს კუროსა და თევზების გარემოცვაში დაგეგმავს. მათ საშუალება ექნებათ სხვადასხვა სახის გემრიელობები მოამზადონ და დააგემოვნონ ერთად, თან ერთმანეთს კულინარიული აღმოჩენებიც გაუზიარონ.

ლომს ყველაზე დიდ სიამოვნებას მიანიჭებს მერწყულთან და მშვილდოსანთან გატარებული უიკენდი. საღამო სასურველია რომელიმე ღამის კლუბში დაგეგმოთ, სადაც დილამდე იმხიარულებთ.

ქალწულისთვის იდეალურია უიკენდი თხის რქისა და სასწორის გარემოცვაში. მათ საშუალება ექნებათ ერთმანეთს ინტელექტუალურ პაექრობაში გაეჯიბრონ.

სასწორი თავს ბედნიერად იგრძნობს თუკი უიკენდზე თევზებთან და ლომთან ერთად მოინახულებს თეატრს, საგამოფენო დარბაზს ან კინოთეატრს.

მორიელი კი იდეალურად გაატარებს უიკენდს მშვილდოსნისა და ვერძის გარემოცვაში, რომელიმე სამთო კურორტზე, ექსტრემალური სპორტის სახეობის დატესტვის პროცესში.

მშვილდოსნის იდეალური უიკენდი შეიძლება მერწყულისა და ტყუპის გარემოცვაში შედგეს. გოლფ-კლუბიც იდეალურია ამ მხრივ.

თხის რქა რელაქსაციას მშვენივრად მოახერხებს ქალწულისა და მორიელის გარემოცვაში. მას საშუალება ექნება მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე მსჯელობით იჯეროს გული.

მერწყულს იდეალური უიკენდი გამოუვა ვერძისა და სასწორის გარემოცვაში. მათ საშუალება ექნებათ კინოჩვენება მოაწყონ პოპკორნის თანხლებით.

თევზებისთვის კი საუკეთესო უქმეები მორიელისა და ქალწულის გარემოცვაში შეიძლება დაიგეგმოს. ამ ორის კომპანია საშუალებას მისცემს თევზს უიკენდი ფსიქოანალიზის სეანსებს შეუთავსოს წარმატებით.