ავტორი:

ვისზე იმოქმედებს წლის ბოლო, ყველაზე ემოციური სავსემთვარეობა

ვისზე იმოქმედებს წლის ბოლო, ყველაზე ემოციური სავსემთვარეობა

27 დეკემბერს, 04:34-ზე კირჩხიბის მეხუთე გრადუსში გველოდება წლის ბოლო სავსემთვარეობა. ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი განვიხილოთ უშუალოდ სავსემთვარეობის დღე და ზოგადი ტენდენციები, რომლებიც მოსალოდნელია, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში:

ახალ წლამდე სულ ცოტა დრო დარჩა, ახლა დროა ყველაფრის გადახედვა, დასრულება, სავსემთვარეობიდან კიდევ უფრო კარგია მიმდინარე საქმეების დასრულება.

სავსემთვარეობა ისედაც ემოციური დროა (28 დეკემბრის ჩათვლით განსაკუთრებით მკვეთრად იგრძნობა) მზე და მთვარე ერთმანეთის მოპირდაპირე ნიშნებში არიან, მზე თხის რქაში და მთვარე - კირჩხიბში. კირჩხიბი არის ემოციური, სენსიტიური ნიშანი, რომელიც მომართულია ოჯახურ სიმყუდროვეზე, ნათესაურ კავშირებზე, პატრიოტიზმზე, ჩვენს ფესვებზე. გირჩევთ, გააუმჯობესოთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. არ გირჩევთ მათთან ურთიერთობის დაძაბავს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ გაიხსენოთ ძველი წყენა, ემოციები. აკონტროლეთ ემოციები, ნუ ჩაიკეტებით სხვებისგან. იყავით მშვიდი და მომართული პოზიტიურზე. სავსემთვარეობა არის დასრულების დასაწყისი და სავარაუდოდ, დასრულდება ის, რაც დაიწყეთ 6 თვის წინ. კარგი იქნება, მოიცილოთ ყველაფერი ის, რაც უსიამოვნებასთანაა კავშირში, კირჩხიბს უჭირს ძველ ნივთებთან განშორება, მაგრამ უნდა მოიცილოთ ის, რაც ნეგატივს გიქმნით. შეიძლება მიიღოთ პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე. მზე მიზანმიმართულ თხის რქაშია და საჭიროა, იყოთ თხის რქასავით თავშეკავებული ემოციებში და მომართული წარმატებაზე, სასურველის მიღწევაზე. შეიძლება მიიღოთ შედეგი იმ საქმიდან, რაც დაიწყეთ ზაფხულში.

სავსემთვარეობაზე მერკური რეტროგრადულია და არაა გამორიცხული, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ადამიანები წარსულიდან. თავი შეგახსენოთ ზოგიერთმა ვალდებულებამ ან თავად გაიხსენოთ, რომ ვიღაცამ გაწყენინათ. ამასთან, მერკური აგრესიულ მარსს უერთდება და მწარე გამონათქვამები, კამათი და ზოგჯერ ფიზიკური დაპირისპირებაც კი გამონაკლისი არაა. ეს რაც შეეხება უარყოფით ასპექტს, მაგრამ გირჩევთ, გაამახვილოთ ყურადღება დადებითზე, იყოთ პოზიტიური ოჯახის წევრების მიმართ, შეასრულოთ საოჯახო საქმეები, მოაგვაროთ საყოფაცხოვრებო ვალდებულებები. კარგი იქნება, საცხოვრებლის მოწესრიგება, შინ სიმყუდროვისა და სიმშვიდის შექმნა; მშობლებისთვის დახმარების გაწევა, მათთვის დაპირისპირების ასრულება; ეცადეთ, გაუყოთ ლუკმა მას, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება საკვები. გაიხსენეთ ძველი ოჯახური ტრადიციები და განაახლეთ.

ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად?

რა თქმა უნდა, კირჩხიბზე და განსაკუთრებით მათზე, ვინც დაბადებულია 22 ივნისიდან-ორ ივლისამდე. ჩამოყალიბდით საკუთარ თავში, სურვილებში. უნდა შეძლოთ თქვენი თავის გამოვლენა. მიიღებთ შედეგს, დაასრულებთ საქმეებს და ზოგიერთი ურთიერთობებსაც კი, თუ თავს არაკომფორტულად გრძნობთ.

თხის რქაზე და განსაკუთრებით მათზე, ვინც დაბადებულია 22 დეკემბრის-პირველი იანვრის შუალედში. გაერკვიეთ, ვისთან გსურთ ყოფნა, მუშაობა ან განვითარება. გაერკვიეთ საკუთარ საქმეებში, რა უნდა დაასრულოთ, რას რა შედეგი მოაქვს. მოერიდეთ პროვოკაციების აყოლას, ზოგიერთმა შეიძლება განზრახ მოინდომოს თქვენი წყობიდან გამოყვანა.

იმოქმედებს თევზებსა და მორიელზეც , მომატებული იქნება ემოციურობა, მგრძნობელობა და ეცადეთ აკონტროლოთ საკუთარი თავი. ეს სავსემთვარეობა მორიელებისთვის შედარებით პოზიტიურია, შეიძლება საქმეები თქვენს სასარგებლოდ მოგვარდეს. თევზებს მეტი დისციპლინირებულობა და აკურატულობა გმართებთ მუშაობისას. დროულად დაასრულეთ ვალდებულებები და საქმეები. უმეტესობა მიხვდებით, როგორ მოიქცეთ სწორად, რომელი საქმეები უნდა გააგრძელოთ და რომელი იდეები უნდა განახორციელოთ.

სავსემთვარეობა აგრეთვე იმოქმედებს სასწორსა და ვერძზე . შესაძლებელია გეგმების შეცვლა. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს, ნეგატიურ მოვლენებს. ვალდებულებების დასრულებისას შეიძლება გამოხტეს მოულოდნელი დაბრკოლებები, წინაღობები და ეცადეთ, გააზრებულად, ზედმეტი ემოციების გარეშე, დიპლომატიურად მოაგვაროთ ყველაფერი. გაერიდეთ კონფლიქტებს. რაღაც უნდა შეცვალოთ საქმეებში, ურთიერთობებში და რაც მთავარია, საკუთარ თავში.

ბედნიერ სავსემთვარეობას გისურვებთ!