ავტორი:

ვისზე იმოქმედებს წლის ყველაზე ამბიციური ახალმთვარეობა თხის რქაში

ვისზე იმოქმედებს წლის ყველაზე ამბიციური ახალმთვარეობა თხის რქაში

23 დეკემბერს, თხის რქის ზოდიაქოს მეორე გრადუსში, 14:16-ზე, 2022 წლის ბოლო ახალმთვარეობა გველოდება. ახალმთვარეობაზე მზე და მთვარე ერთ ნიშანში ერთიანდება, ახალი ენერგია იბადება და გავლენას ახდენს იმ სფეროზე, რომელ სფეროშიც გვყავს ესა თუ ის ნიშანი. ამ შემთხვევაში ახალმთვარეობა თხის რქის ზოდიაქოში ხდება და გააქტიურებდება ის სფეროები, რომელსაც თხის რქა მართავს თქვენს პირად რუკაში.

ზოგადად, ახალმთვარეობა თხის რქის ზოდიაქოს იმოქმედებს გლობალ, სოციალურ თემებზე, გავლენიან პირებზე, ხელმძღვანელობაზე. ახალმთვარეობაზე კარგია ახალი მიზნების, სურვილების ჩამოწერა, მაგრამ სასურველია, სწორად განსაზღვროთ თქვენი ძალები და შესაძლებლობები. ნუ გექნებათ გადამეტებული მოთხოვნები და მოლოდინები. ეცადეთ, რეალისტურად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები. ნუ გადაამეტებთ თქვენს ძალაუფლებას, თუ ხელმძღვანელ პოზიციაზე ხართ. ნუ მიიღებთ ისეთ დაგაწყვეტილებებს, რომ გაიფუჭოთ დამოკიდებულება დაქვემდებარებულებთან. იფიქრეთ, როგორ გაიუმჯობესოთ რეპუტაცია, მიაღწიოთ მწვერვალებს.

უმეტესობას ელოდება რეფორმაციები, საკუთარი შესაძლებლობების აქამდე უცნობ სფეროში მოსინჯვა. შეიძლება მოგინდეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. მიიღოთ უჩვეულო გადაწყვეტილებები. გამოიყენეთ ეს ახალმთვარეობა, დაგეგმეთ ის საქმეები, რასაც მომავალ, 2023 წელს განახორციელებთ. შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. ნუ აჩქარდებით, იყავით თანმიმდევრული და დაკვირვებული. გამოავლინეთ მეტი პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა. ისწავლეთ დროის დაფასება და მისი სწორად გადანაწილება - ამას მოგვიწოდებს თხის რქა, სადაც გველოდება ახალმთვარეობა. ამასთან, ნუ გამოავლენთ დესპოტიზმს, სიცივეს გარშემო მყოფების მიმართ და რაც მთავარია, ისწავლეთ დასვენება. არ გადაღალოთ ძვლოვანი სისტემა, მოუფრთხილდით კბილებს, ფრთხილებს.

ახალმთვარეობაზე მზისა და მთვარის გარდა თხის რქაშია ვენერაც (სიყვარულისა და ფულის პლანეტა) და მერკურიც (კომუნიკაციის პლანეტა). მეტად პრაქტიკულები უნდა იყოთ. ნუ გაფლანგვათ ფულს, დააბანდეთ ის სარფიან საქმიანობაში. დაისახეთ კონკრეტული, პრიორიტეტული საქმეები. ყველა ვალდებულიების შესრულებას ერთდროულად ნუ შეეჭიდებით. გამორიცხული არაა, რომ მიუბრუნდეთ ძველ პროექტებს, განაახლოთ და დაიწყოთ მათ დასრულებაზე მუშაობა. ამასთან, გამოიყენეთ ახალი შესაძლებლობები, ინოვაციები, ორიგინალურობა და ტექნოლოგიები სასურველის მისაღწევად. ერთი სიტყვით, ახალ საქმეებზე მეტი ყურადღება უკვე დაწყებულების დასრულებას უნდა მიანიჭოთ.

ვისზე იმოქმედებს განსაკუთრებით ახალმთვარეობა თხის რქაში? რა თქმა უნდა თხის რქაზე (და განსაკუთრებით 22-26 დეკემბერს დაბადებულებზე), კუროს (განსაკუთრებით 23-26 აპრილს დაბადებულებზე) და ქალწულზე (განსაკუთრებით 23-28 აგვისტოს დაბადებულებზე). მათზე, ვისაც ამ ნიშნების ნოლიდან მეოთხე გრადუსამდე გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები. თქვენთვის ყველა დაბრკოლება მოიხსნება, სასურველს იოლად მიაღწევთ. კირჩხიბს (და განსაკუთრებით 22-27 ივნისს დაბადებულს), ვერძს (განსაკუთრებით 20-25 მარტს დაბადებულს) და სასწორს (განსაკუთრებით 22-28 სექტემბერს დაბადებულს), არჩევნის მიღება მოგიწევთ. შეიძლება სრულიად ახალ, განსხვავებულ სფეროში მოსინჯოთ თქვენი შესაძლებლობები. ნუ შეუშინდებით დაბრკოლებებს, იყავით პრაქტიკული და გააზრებული. ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად შესრულებას. გონივრულად გადაანაწილეთ პრიორიტეტები და უპირატესობა მთავარს მიანიჭეთ. დაიწყეთ დაწყებული პროექტების გადაკეთება ან დასრულება.

ბედნიერ ახალმთვარეობას გისურვებთ!