27 ნოემბერს, 13:17-ზე, ტყუპის მეხუთე გრადუსში ველოდებით სავსემთვარეობას. გაიხსენეთ რა ხდებოდა 2023 წლის 18 ივნისს, ამ დღეს გვქონდა ახალმთვარეობა ტყუპში და შეიძლება ამ დღეს დაიწყეთ საქმეები, პროექტები, რაც ახლა უნდა დაასრულოთ. ტყუპის თემებია: კომუნიკაცია, კონტაქტები, ინფორმაციის მიღება-გაცემა, სწავლა, ძიება (ადამიანებისაც).
სავსემთვარეობა გველოდება ტყუპი-მშვილდოსნის - განათლების - ღერძზე. ამ დღეს მზე არის მშვილდოსანში, ხოლო მთვარე - ტყუპში. ამ დღეს ტყუპის მმართველი პლანეტა მერკური ბუნდოვანებისა და ილუზიების პლანეტა ნეპტუნთან ქმნის დაძაბულ ასპექტს, ამიტომ 29 ნოემბრის ჩათვლით არ გირჩევთ ხელშეკრულებების გაფორმებას, ნუ დანიშნავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, მოლაპარაკებებს, გადადეთ საყიდლები, განსაკუთრებით ძვირად ღირებული. გაფრთხილდით, რომ არც სხვამ მოგატყუოთ და არც თავად გადავარდეთ ილუზიებში, თავი არ მოიტყუოთ.
სავსემთვარეობაზე ემოციურობა მომატებულია და ეცადეთ, ფრთხილად იყოთ გამონათქვამებისას, არ გაავრცელოთ ცრუ ინფორმაცია. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული, მოერიდეთ დაპირისპირებას ასაკითა და თანამდებობით უფროს ადამიანებთან. არაა გამორიცხული, რომ იგრძნოთ სიმკაცრე პედაგოგების, ხელმძღვანელების მხრიდან. სასურველია, მეტად გამოავლინოთ დისციპლინა, იმოქმედოთ გრაფიკის მიხედვით და დაიცვათ საზოგადოებაში მიღებული წესები და კანონი. შეიძლება საქმეების ან ვალდებულებების შესრულებისას მოიმატოს სირთულეებმა, ვალდებულებებმა, გართულდეს დაწყებულის ბოლომდე მიყვანა. იყავით ფრთხილი და თანმიმდევრული. არც ისაა გამორიცხული, რომ ვიღაცამ განზრახ შეგიშალოთ ხელი სასურველის მიღწევაში. შეადგინეთ სამოქმედო გეგმა, განრიგი, ჩაინიშნეთ ყველა შეხვედრა, საქმე და საყიდლებიც კი. იმოქმედეთ გააზრებულად, ისაუბრეთ ყველასთვის გასაგებად. მოერიდეთ სნობურობას, სხვებზე ზემოდან ყურებას.
ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად? ტყუპზე (და განსაკუთრებით მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავთ 22-28 მაისისს) სასწორის (განსაკუთრებით 24-30 სექტემბრის შუალედში დაბადებულებზე) და მერწყულის (22-28 იანვრის შუალედში დაბადებულებზე) წარმომადგებლებზე. ან თუ ამ ნიშნების პირველ-მერვე გრადუსში გყავთ მნიშვნელოვანი წერტილები. თქვენ იქნებით პროდუქტიული, გირჩევთ, სწორად გამოიყენოთ ამ სავსემთვარეობის პერიოდი, რათა დაასრულოთ თქვენი საქმეები და პროექტები. საშუალება მოგეცემათ გამონახოთ საერთო ენა და მიაღწიოთ კომპრომისს საჭირო ადამიანებთან.
მშვილდოსნებმა (და განსაკუთრებით მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავთ 24-30 ნოემბრის შუალედში), ქალწულებმა (24-30 აგვისტოს დაბადებულებმა), თევზებმა (21-27 თებერვალს დაბადებულებმა) და ყველამ, ვისაც ამ ნიშნების პირველ-მერვე გრადუსში გყავთ მნიშვნელოვანი წერტილები, ისწავლეთ ენერგიის ზომიერად გადანაწილება მნიშვნელოვან საქმეებზე. გააზრებულად და ფრთხილად უნდა გადალახოთ დაბრკოლებები, რათა მიაღწიოთ სასურველს. გამოავლინეთ მოკრძალება ასაკით ან თანამდებობით უფროს ადამიანებზე. დაკვირვებით შეარჩიეთ ის პირები, ვისთანაც აპირებთ თანამშრომლობას. კონფლიქტები მოაგვარეთ დიპლომატიურად. სავსემთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ.
მშვიდ სავსემთვარეობას გისურვებთ!