ვისზე იმოქმედებს მარტის დაბნელებები, რეტროგრადული ვენერა და მერკური, ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვისზე იმოქმედებს მარტის დაბნელებები, რეტროგრადული ვენერა და მერკური, ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მარტი საინტერესო და გარკვეულწილად დაძაბული თვეა. ამიტომ გაძლევთ რეკომენდაციებს, რომ მსუბუქად შეხვდეთ და გადაიტანოთ რთული მომენტები. გაეცანით სამ მნიშვნელოვან თარიღს და ასტროლოგიურ პროგნოზს:

4 მარტი-13 აპრილი – რეტროგრადული ვენერას პერიოდია. ამ დროს ყველა შემოქმედებითი პროექტი გართულდება და პირად ურთიერთობებში სირთულეები წარმოიქმნება. ზოგიერთმა წყვილმა შეიძლება საბოლოო წერტილი დაუსვას თავის კავშირს.

15 მარტი-7 აპრილი – რეტროგრადული მერკური თევზებშია. ამ ნიშანში მერკური ისედაც დასუსტებულია, რეტროგრადულობა კი მას დაბნეულს ხდის. ამიტომ პერიოდი საკმაოდ დაძაბული იქნება კომუნიკაციების მხრივ. ნუ გარისკავთ თქვენი ფულით, ნუ იყიდით ძვირად ღირებულ ნივთებს, უფრთხილდით თაღლითებს, გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია. თუ აუცილებელი არაა, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებას, ნუ შეიძენთ ბილეთებს, ნუ გაემგზავრებით სამოგზაუროდ.

14 მარტი – მთვარის დაბნელება, 29 მარტი – მზის დაბნელება. ამ პერიოდშია დაბნელების დერეფანი, რასაც ყოველთვის მოაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 29 მარტიდან კარგია ახალი პროექტებისა და საქმეების დაწყება. დაბნელების დერეფანში იყავით მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული.

ეს პერიოდი ყველაზე მეტად თევზებზე, ქალწულზე, ტყუპზე, მშვილდოსნებზე იმოქმედებს. თხის რქებს, კირჩხიბებსა და სასწორებს მარტი საკმაოდ დაძაბული მოგეჩვენებათ, ფინანსური საკითხების მოგვარება გახდება აუცილებელი. ზოგიერთს შესაძლოა სამუშაოს შეცვლა მოგიხდეთ. თუ აუცილებელი არაა, არ დაიწყოთ ახალი საქმეები, მოერიდეთ ურთიერთობების დაძაბვას, ფულადი საკითხები მოითხოვს მაქსიმალურ ყურადღებას. უმჯობესია, გაატაროთ, ვიდრე ჩაერთოთ უსიამოვნებაში.

ვნახოთ, რას უნდა ველოდოთ და რისთვის უნდა მოვემზადოთ მარტში

ვერძი

იყავით ფრთხილი და გააზრებული, ათამდე დაითვალეთ, სანამ რამეს მოიმოქმედებთ. ეცადეთ, მარტის პირველ ნახევარში შეასრულოთ ყველა მნიშვნელოვანი დავალება. მაგრამ უმჯობესია გადადოთ რემონტი და ძვირად ღირებული ნივთების შეძენა. იყავით მომთმენი და ტაქტიანი.

კურო

მარტში ბევრი კომუნიკაცია იქნება. გარკვეული კონტაქტები გამოჩნდება წარსულიდან. იყავით ფრთხილად და თავშეკავებული კომუნიკაციაში, რომ ზედმეტი არ თქვათ. მარტში გაჩნდება შესაძლებლობა მოაგვაროთ წინა თვეებში წარმოქმნილი პრობლემა.

ტყუპი

თქვენი მმართველი მერკური რეტროგრადული ხდება და მიზანშეწონილია დაგეგმოთ მოგზაურობები და საქმიანი შეხვედრები თვის დასაწყისში. შეიძლება იყოს ინტერესი ყველაფრის მიმართ, უჩვეულოსა და ტექნოლოგიურის. ფინანსურ საკითხებში იყავით ფრთხილი, მოერიდეთ აფერისტებს და გარიგებებს საეჭვო ადამიანებთან.

კირჩხიბი

შესაძლებელია მივლინებები, მოლაპარაკებები ან უბრალოდ ბევრი გადაადგილება. მარტი არ არის შესაფერისი სამუშაოს შესაცვლელად, ჯერ მხოლოდ ვაკანსიების ნახვა შეგიძლიათ. პირად ურთიერთობებში სიფრთხილე და დაფიქრება გმართებთ.

ლომი

თუ გაგიჩნდებათ ისტორიის, კულტურის, ენების შესწავლის სურვილი, გამონახეთ დრო ამ თემებზე ინფორმაციის წასაკითხად. დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები სჯობს თვის პირველ ნახევარში მოაგვაროთ. გაფრთხილდით, შეიძლება იყოს იმპულსური შესყიდვები, ფულის არასაჭირო ხარჯვა, სანამ რამეს იყიდით, რამდენჯერმე დაფიქრდით.

ქალწული

მარტში არ უნდა აიღოთ ვალი ან ისესხოთ ფული. თუ ვინმესთან ერთობლივი პროექტის გაკეთება გინდოდათ, ან თანამშრომლობა კიდევ ერთხელ დაფიქრდით. კარგი დროა ვარჯიშისთვის.

სასწორი

მარტში ბევრი კომუნიკაცია იქნება სამსახურშიც და სახლშიც. ბიზნესის წინსვლისთვის კარგია რეკლამა მარტის დასაწყისში, ხოლო თვის მეორე ნახევარში ძველი კავშირების გადახედვა და ზოგიერთის განახლება, თუ საჭიროება მოითხოვს. მოერიდეთ ძვირად ღირებულ შესყიდვებს და კონტრაქტებს საეჭვო პირებთან.

მორიელი

ბევრი ყოველდღიური საკითხი გექნებათ მოსაგვარებელი. შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული სარემონტო სამუშაოების შესრულება. გარდა ამისა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები წარმოიქმნება. მარტში დაწყებული მკურნალობა ეფექტური იქნება. შესაფერისია სახლში კომფორტის შექმნა.

მშვილდოსანი

ზოგიერთი შეიძლება შეხვდეთ სიყვარულს ან განაახლოთ კავშირი ყოფილთან. კარგი დროა შვილებთან კომუნიკაციისთვის: დაეხმარეთ მათ სწავლაში, ერთად ისეირნეთ, გაარკვიეთ ცხოვრებისეულ საკითხებში. გამონახეთ დრო და დაასრულეთ გადადებული შემოქმედებითი პროექტები, მიუბრუნდით ჰობის.

თხის რქა

ბევრი საშინაო, ოჯახური საკითხი იქნება მოსაგვარებელი, ახლობლებისგან შესაძლოა მოულოდნელი ამბები მიიღოთ. თქვენს ახლობლებს თქვენი ყურადღება სჭირდებათ, ეწვიეთ მათ, ვინც დიდი ხანია არ გინახავთ. შეიძლება იყოს სირთულეები პარტნიორთან ურთიერთობაში და სამსახურში, ყველგან ეძებეთ კომპრომისი.

მერწყული

მარტში გაგიადვილდებათ ირგვლივ შესაფერისი გარემოს შექმნა. ისარგებლეთ ამით: შეხვდით სწორ ადამიანებს, დაამყარეთ კონტაქტები. მარტი კარგია სწავლისა და ახალი უნარების შესაძენად. თვე გამოდგება სახლის რემონტისთვისაც, მარტში დიდია კარგი ხელოსნის პოვნის ალბათობა.

თევზები

იყავით დაკვირვებული, ფრთხილი და გააზრებული. ფული სხვადასხვა წყაროდან მოვა თქვენთან: ძველი ნივთების გაყიდვით, კომპენსაციით, საჩუქრის ან ბონუსის სახით. საბუთების გაფორმება სასურველია თვის დასაწყისში. ასევე იზრუნეთ თქვენს გარეგნობაზე. დაუთმეთ დრო ბავშვებთან ერთად გართობასა და კრეატიული იდეების განხორციელებას.