ავტორი:

ვისზე იმოქმედებს რევოლუციური სავსემთვარეობა და რა სფეროებში გველოდება განახლება

ვისზე იმოქმედებს რევოლუციური სავსემთვარეობა და რა სფეროებში გველოდება განახლება

პირველ აგვისტოს 22:32-ზე სავსემთვარეობას ველოდებით მერწყულის მეათე გრადუსში. სავსემთვარეობა არის შედეგის მიღება, საქმეების, მოვლენების დასრულების ეტაპი და გაიხსენეთ, რა დაიწყეთ 6 თვის წინ, შესაძლოა, ახლა დაასრულოთ ეს პროექტი. შეიძლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე ან გაიგოთ სენსაციური ამბავი. სავსემთვარეობაზე მზე და მთვარე ერთმანეთის მოპირდაპირე ნიშნებშია: მზე ამბიციურ და მედიდურ ლომში, ხოლო მთვარე - თავისუფლებისმოყვარე და რევოლუციურ მერწყულში. ემოციურად დაძაბული დღეა და ეცადეთ, პლუს/მინუს 2 დღე იყოთ მშვიდი და გააზრებული. მოერიდეთ კამათს და დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. მოუფრთხილდით ბავშვების ფსიქიკას, შეიძლება გაჯიუტდნენ. ეცადეთ, არ გააღიზიანოთ, მეტად მოეფერეთ და გაანებივრეთ.

მზე ახლა ლომის ზოდიაქოშია, 23 აგვისტომდე. ეს არის შემოქმედებითი იდეების განხორციელების, დღესასწაულების მოწყობის, თვითრეალიზაციის დროს. გამონახეთ მეტი დრო ბავშვებისთვის. მიანიჭეთ საკუთარ თავს ბედნიერების, სიხარულის საშუალება, გაინებივრეთ თავი.

პირველ აგვისტოს, სავსემთვარეობაზე, სხვათა შორის, აგვისტოში ორი სავსემთვარეობა გვაქვს: პირველში და 31-ში. პირველში მთვარე მაქსიმალურად მოახლოებულია დედამიწას და განსაკუთრებულად კაშკაშაა. აგვისტოში მეორე შანსი გვექნება დაწყებული საქმეების, პროექტების დასასრულებლად, თუ პირველში ვერ დაასრულებთ, 31-ისთვის გადადეთ.

სავსემთვარეობაზე მთვარე მერწყულშია და ამიტომ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მეტი დრო დაუთმეთ ახალი იდეების განხორციელებას, რეფორმებს, კომპიუტერული პროგრამების ათვისებას. მოგინდებათ მოძველებული წესებისგან გათავისუფლება. დაიწყებთ მეტი დროის გატარებას სოციალურ ქსელებში, ახალ ჯგუფებში გაწევრიანებას, გაიჩენთ ახალ მეგობრებს; ზოგადად, კომუნიკაცია უფრო გაგიადვილდებათ. ახალ პროექტებს თანამოაზრეებთან, გუნდთან ერთად განახორციელებთ. აკონტროლეთ სპონტანურობა, ექსცენტრიკულობა, სიჯიუტე, უპასუხისმგებლობა. ნუ დაგეგმავთ პირველში ნურაფერს მნიშვნელოვანს, საქმეები, შეხვედრები, გარიგება. გარდა იმისა, რომ პლანეტები დაძაბულ ასპექტებს ქმნიან ერთმანეთთან, შეიძლება ყველაფერი მოულოდნელად განვითარდეს და სულ სხვა შედეგი მიიღოთ.

პირველ აგვისტოს, სავსემთვარეობაზე, მზეს და მთვარეს ცუდად უპირისპირდება იუპიტერი. ნუ მოინდომებთ ყველაფერს ერთდროულად, დიდი ფულის გამომუშავებას, დაწინაურებას. იყავით თანმიმდევრული, გაუფრთხილდით ფსიქიკას. შეიძლება იყოს ემოციური აფეთქებები, ისტერიკების მოწყობა, ძალაუფლების ან თანამდებობის ბოროტად გამოყენება. გონივრულად გაიაზრეთ საქმიანი შემოთავაზებები. მეტად გამოავლინეთ კეთილგანწყობა და სიყვარული გარშემო მყოფების მიმართ. პირადი ურთიერთობაც მოსაფრთხილებელია - მერყულის მმართველი გადარეული ურანი ცუდად უპირისპირდება რეტროგრადულ ვენერას. სავსემთვარეობის დროს ვენერა რეტროგრადულია და უნდა გაითვალისწინოთ და შეეცადოთ გამოასწოროთ წარსულის შეცდომები, გამოიტანოთ ობიექტური დასკვნები. და თუ ხვდებით, რომ ურთიერთობის გაგრძელებას აზრი არა აქვს, დაშორება ჯობია. ლილიტის გავლენით გახშირდება მოტყუების, ცრუ ინფორმაციის გავრცელების, ეგოიზმის გამოვლენა. შეიძლება ზოგიერთს გაუჩნდეს ან ყველაფერის წინააღმდეგ გაბრძოლების სურვილი, ან ყველაფერზე მორჩილად დათანხმების. გირჩევთ იყოთ კეთილის, ნათელის მხარეს. ამასთან, მარისას და იუპიტერის პოზიტიური ასპექტი მიგვანიშნებს, რომ მოიმატებს ოპტიმიზმი, კონკურენტუნარიანობა, ადამიანებს გაუჩნდებათ ახალი, ორგინალური იდეები. კარგ შედეგს მოგიტანთ გუნდური თამაშები, მუშაობა.

ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად? მათზე, ვისაც ლომის, მერწყულის, მორიელისა და კუროს 8-12 გრადუსში გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები. თქვენ ძველი უსიამოვნებები, პრობლემები და საქმეებიც კი ახლებურად, ორიგინალურად უნდა მოაგვაროთ. შედარებით პოზიტიური იქნება სავსემთვარეობა მათთვისაც, ვისაც ვერძის, სასწორის, მშვილდოსნისა და ტყუპის 8-12 გრადუსში გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები. უსიამოვნებები თავისით, თქვენი ზედმეტი ჩარევის გარეშე მოგვარდება. გელოდებათ სასიამოვნო სიახლეები, თუ შეძლებთ თქვენი თავის გამოვლენას.

ბედნიერ სავსემთვარეობას გისურვებთ!