ეს კვირა ტყუპების ნიშანში ახალმთვარეობით იწყება, რაც საუკეთესო იმპულსია ახალი ნაცნობობისთვის, მოგზაურობისთვის, სწავლისა და საინფორმაციო პროექტების დაწყებისთვის. ბევრს გაუჩნდება სურვილი, განაახლოს საახლობლო წრე ან დაიწყოს ის, რაც დიდხანს ჰქონდა გადადებული. ამავდროულად, ტყუპებში ახლახან შესული ურანის გავლენა მოულოდნელი გადაწყვეტილებებისა და ექსპერიმენტებისკენ გვიბიძგებს.
ვერძები, ლომები და მშვილდოსნები განსაკუთრებით აქტიურები იქნებიან მოლაპარაკებებსა და საორგანიზაციო საკითხებში.
კუროები, ქალწულები და თხის რქები ფოკუსირდებიან ფინანსებზე, სტაბილურობასა და შემოსავლის ახალ წყაროებზე.
კირჩხიბები, მორიელები და თევზები ჩვეულებრივზე მეტად ემოციურები იქნებიან და დროს ოჯახს დაუთმობენ.
ტყუპები და მერწყულები საინფორმაციო ეპიცენტრში აღმოჩნდებიან - ელით მოულოდნელი სიახლეები. სასწორები პარტნიორულ ურთიერთობებში მიაღწევენ წარმატებას და იქ იპოვიან კომპრომისს, სადაც ადრე შეუძლებელი ჩანდა.
19 ივნისს ქირონი კუროს ნიშანში გადადის. ეს ტრანზიტი აქცენტს აკეთებს თვითშეფასებაზე, მატერიალურ უსაფრთხოებასა და საკუთარ რესურსებზე. ბევრი დაფიქრდება, რამდენად შეესაბამება მისი შემოსავალი დახარჯულ ენერგიას. კარგი დროა ზედმეტი ხარჯებისგან თავის შესაკავებლად და გრძელვადიანი ფინანსური მიზნების დასასახად.
21 ივნისს კი ზაფხულის მზებუდობაა - მზე კირჩხიბის ნიშანში გადადის. კვირის ენერგია ნაკლებად ქაოსური გახდება და საშუალებას მოგვცემს, შინაგან კომფორტსა და ოჯახს მივაქციოთ ყურადღება. კირჩხიბები, მორიელები და თევზები ენერგიის მოზღვავებას იგრძნობენ, ხოლო კუროები და ქალწულები მნიშვნელოვანი კავშირების განმტკიცებას შეძლებენ.
კვირის ჰოროსკოპი თითოეული ნიშნისთვის:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ვერძები აქტიურად ჩაერთვებიან მოლაპარაკებებში, შეხვედრებსა და სამომავლო გეგმების დასახვაში. მოსალოდნელია მგზავრობა ან მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმება. კვირის მეორე ნახევარში ყურადღება ოჯახზე გადავა, სადაც სასიამოვნო სიახლეები გელით. აქტიურ დასვენებამდე აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას.
კურო (21 აპრილი - 20 მაისი)
ეს კვირა თქვენთვის პირდაპირ უკავშირდება ფინანსებსა და მატერიალურ საკითხებს. დაფიქრდებით მსხვილ შენაძენებზე ან დანაზოგზე. ქირონის თქვენს ნიშანში გადასვლა საკუთარ შესაძლებლობებს სულ სხვა თვალით დაგანახებთ. უქმეებზე შეხვედრებისა და მოკლე მოგზაურობების რაოდენობა მოიმატებს.
ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
თქვენ მოვლენების ეპიცენტრში ხართ! ახალმთვარეობა თქვენს ნიშანში გზას უხსნის ახალ წამოწყებებს, მნიშვნელოვან ნაცნობობასა და ძველი იდეების რეალიზაციას. ბევრს გაუჩნდება იმიჯის შეცვლის სურვილი. ფინანსური კუთხით წარმატება გელით, თუ მოერიდებით ნაჩქარევ ხარჯებს. სიყვარულში კი საინტერესო თავგადასავალი გელოდებათ.
კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
კვირის ბოლომდე სჯობს ფრთხილად იმოქმედოთ და მოვლენებს გვერდიდან დააკვირდეთ. თუმცა, როგორც კი მზე თქვენს ნიშანში გადმოვა (21 ივნისს), თქვენი ენერგია პიკს მიაღწევს. გაგიჩნდებათ სურვილი, იზრუნოთ საკუთარ თავზე, გარეგნობაზე და პირად პროექტებზე. შესაძლოა მიიღოთ კარგი ამბავი სამსახურიდან ან ფინანსური სფეროდან.
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
აქტიურად ჩაერთვებით კოლექტიურ პროექტებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ახალი ნაცნობობა სასარგებლო აღმოჩნდება როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. კვირის მეორე ნახევარში აუცილებლად შეანელეთ ტემპი - თქვენს ორგანიზმს დასვენება და ძილი დასჭირდება.
ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
თქვენი მთავარი ფოკუსი კარიერა და პროფესიული მიზნები იქნება. ხელმძღვანელობა და კოლეგები თქვენს მიღწევებს დააფასებენ, ზოგიერთს კი შესაძლოა დაწინაურება ან ახალი თანამშრომლობა შესთავაზონ. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია. უქმეები მეგობრებს დაუთმეთ და მოერიდეთ ახლობლების კრიტიკას.
სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
ჰორიზონტის გაფართოების დროა. ბევრი სასწორი იფიქრებს მოგზაურობაზე, სწავლაზე ან პროფესიის შეცვლაზე. კვირა ხელსაყრელია იურიდიული საკითხებისა და საბუთების მოსაგვარებლად. პირად ცხოვრებაში სამომავლო მნიშვნელოვანი საუბარი გელით.
მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
შესაძლოა მოგიწიოთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება ფინანსებთან, ინვესტიციებთან ან ერთობლივ ვალდებულებებთან დაკავშირებით. მზებუდობის შემდეგ, 21 ივნისიდან, თქვენი განწყობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. კარგი პერიოდია მგზავრობისა და სანაცნობო წრის გაფართოებისთვის.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
კვირის უდიდეს ნაწილს პარტნიორულ ურთიერთობებს დაუთმობთ - ეს ეხება როგორც პირად ცხოვრებას, ისე ბიზნესს. მოლაპარაკებები და კომპრომისების ძიება წარმატებით დასრულდება. ზოგიერთი მშვილდოსანი მიიღებს სარფიან წინადადებას, რომელიც მათ მომავალზე გავლენას მოახდენს.
თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
დაკავებული იქნებით ყოველდღიური საქმეებით, რუტინითა და ჯანმრთელობაზე ზრუნვით. საუკეთესო დროა საბუთებსა და ფინანსებში წესრიგის დასამყარებლად. კვირის მეორე ნახევარში პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა გაიზრდება - მოსალოდნელია სერიოზული საუბარი ოჯახის სამომავლო გეგმებზე.
მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
წინ დაუვიწყარი და შემოქმედებითი კვირა გელით. აქტიურად ჩაებმებით სოციალურ ცხოვრებაში, დაესწრებით ღონისძიებებს და იპოვით შთაგონებას. ახალმთვარეობა ხელს შეუწყობს კრეატიულ და მედია პროექტებს. სასიყვარულო ფრონტზე კი მოულოდნელი აღიარება ან კაშკაშა ემოციები გელით.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
თქვენი ყურადღება სახლზე, ოჯახსა და ნათესავებთან ურთიერთობაზე იქნება მიმართული. ბევრი თევზი საცხოვრებლის კეთილმოწყობით ან საოჯახო დასვენების ორგანიზებით დაკავდება. კვირის მეორე ნახევარი ხელსაყრელია რომანტიკისთვის - ვინც მზად არის გრძნობებზე ღიად სასაუბროდ, მას სასიამოვნო შერიგება ან შეხვედრა ელის.