ზაფხულის მზებუდობაა: შეიკავეთ თავი ყოველგვარი გაუაზრებელი ნაბიჯებისგან და დაიყვანეთ რისკის საკითხები ნულამდე - რეკომენდაციები ასტროლოგ გიორგი ლობჯანიძისგან

ზაფხულის მზებუდობაა: შეიკავეთ თავი ყოველგვარი გაუაზრებელი ნაბიჯებისგან და დაიყვანეთ რისკის საკითხები ნულამდე - რეკომენდაციები ასტროლოგ გიორგი ლობჯანიძისგან

ახლა კი თამამად შემიძლია მოგილოცოთ ზაფხულის დადგომა! შეგიძლიათ მოემზადოთ კიდეც, 21 ივნისს, თბილისის დროით 06:43 საათზე, ზაფხულის მზებუდობაა!

ზაფხული დგება მაშინ, როდესაც ცის კაბადონზე გვაქვს შესაბამისი კოსმოპლანეტარული განლაგება. ჩვენ კი აღვნიშნავთ ამას 1 ივნისს, თუმცა, ზუსტი დასაწყისი ცხელი დღეებისა სათავეს იღებს ყოველი წლის 21-22 ივნისს, როცა მზე მიდის კირჩხიბის ათვლის გრადუსში.

ზაფხულის მზებუდობა გამოირჩევა იმით, რომ გვაქვს წლის განმავლობაში ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე.

ისე, რადგან პიკის დროს მთვარეც იმყოფება ფიქსირებულ ნიშანში, კუროში, მშვენიერი ასპექტებით, დრო გადასარევია იდეების, გეგმების გაწერისთვის.

კირჩხიბი - კარდინალური ფენის წარმომადგენელი, სტიქია წყალი. კირჩხიბი ქმნის, გვაძლევს ჩანასახს, რასაც თხის რქულ მატერიალიზაციას ვუწევთ. წინა ხაზზე მოდის ინტუიცია, გრძნობები, ოჯახი, ახლობლები, მზრუნველობა, ერთიანობა. ის, რაც მისთვის დამახასიათებელია.

ამ დღეებში შეიკავეთ თავი ყოველგვარი გაუაზრებელი ნაბიჯებისგან და დაიყვანეთ რისკის საკითხები ნულამდე.

მიმდინარე ორი დღე კარგია მომავალზე ფიქრისთვის, ნაბიჯის გადადგმისა და როგორც პიროვნული, ისე საქმიანი პროექტების ზრდისთვის. დაემშვიდობეთ ყველაფერ დრომოჭმულსა და გამოუსადეგარს.

წყლის თერაპია, აბაზანები, მასაჟი, ზღვა, ცურვა. სტიქიურად მაინც წყალი მოდის წინა პლანზე. ეცადეთ გაიუმჯობესოთ ბუნება-განწყობა და შექმნათ ჯანსაღი გარემო.

მეტი ილოცეთ და შემდგომ დაუთმეთ დრო თქვენთვის აუცილებელ საკითხებს. შეიქმენით ირგვლივ პოზიტივი რელაქსისა და კეთილი თავგადასავლებისთვის!

გისურვებთ წინსვლებს და ბედნიერ ზაფხულის დღეებს!