ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც ენერგოვამპირებისთვის შეუღწეველია

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც ენერგოვამპირებისთვის შეუღწეველია
  • თხის რქა

თხის რქა საკმაოდ პრაქტიკულია. მას მისტიკურობის არ სჯერა და მხოლოდ მშრალი ფაქტებით ხელმძღვანელობს. ყფელაფერზე საკუთარი აზრი აქვს და გარშემომყოფების ნებას არასდროს დაჰყვება, თუ ეს მის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

როცა თხის რქა გრძნობს, რომ ადამიანთან ურთიერთობა არ სიამოვნებს, იმ წამსვე ცდილობს საუბარი მინიმუმამდე დაიყვანოს. ამასთან, თუ მისი შეგშურდებათ, ან მას წარუმატებლობას უსურვებთ, არსებობს შესაძლებლობა, რომ მალე ყველაფერი უკან დაგიბრუნდეთ - არაკეთილმოსურნე ძალების დაკარგვას იგრძნობს და შეიძლება თავს მძიმე ავადმყოფობაც გადახდეს. ასე რომ, სჯობს, თხის რქას გზაზე არ გადაეღობოთ.

Astrologia

  • ტყუპები

ტყუპები უცნობ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვას ძალიან ადვილად ახერხებენ. მათ შეუძლიათ საათობით ილაპარაკონ. საუბრის პროცესში ტყუპები ქვეცნობიერად უარყოფითი ენერგიისგან იცლება. უბრალოდ მას სივრცეში შლიან და მთლიანად ანეიტრალებენ.

ტყუპებს შეუძლიათ ირგვლივ შეუვალი კედელი ააშენონ, რომელიც ყველა ნათქვამ სიტყვას აირეკლავს. პრაქტიკულად, კრიტიკა და გველური კომენტარები მასზე გავლენას არ ახდენს. მთელი ნეგატივი უკან ადრესატს უბრუნდება.

საუკეთესო დაცვა თავდასხმაა, სწორედ ამ წესით ხელმძღვანელობს ტყუპები. ეს სხვების ზეწოლისგან თავდაცვაში ეხმარება.

Astrologia

  • თევზები

მიუხედავად იმისა, რომ თევზები ძალიან მგრძნობიარე ნიშანია, გარე ზემოქმედების ქვეშ არასდროს ექცევა. მათ შინაგანი საიდუმლო თავშესაფარი აქვთ, სადაც დამალვას ახერხებენ.

თევზები ადამიანს საუბარში იმდენად შორდებიან, რომ საუბრის არსის გაგებაც კი არ შეუძლიათ. თევზები ასე მაშინ იქცევიან, როცა ხვდებიან, რომ ადამიანისგან უარყოფითი ენერგია და ბოროტება მოდის.

ამრიგად, თევზები შინაგან სამყაროში იკეტება და საკუთარ ძალებს აჩერებს. ხშირად ისე ხდება, რომ ყველა ნეგატივს თანამოსაუბრეს უბრუნებს. ყველა ამ მოქმედებას ქვეცნობიერ დონეზე აკეთებენ, ასე რომ, სჯობს თევზებთან მსგავსი ექსპერიმენტი არ ჩაატაროთ.

Astrologia

წყარო intermedia.ge