ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლისთვისაც გარეგნობა გადამწყვეტია: მათ მხოლოდ „თვალებით უყვართ“

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლისთვისაც გარეგნობა გადამწყვეტია: მათ მხოლოდ „თვალებით უყვართ“

სიყვარული ერთი ნახვით - ნამდვილად რომანტიკულად ჟღერს, მაგრამ ზოგჯერ საქმე ბედისწერაში კი არა, უბრალო ვიზუალურ გამოწვევებშია. არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც „სურათი“ ყველაფერს წყვეტს: ქიმია იწყება არა ფრაზით „გამარჯობა“, არამედ სახის ნაკვთებით, თვალის ფერით ან დახვეწილი სტილით. სანამ ზოგიერთი იუმორსა და ინტელექტს ეტრფის, სხვებისთვის მთავარი გარეგნული მხარეა.

წარმოგიდგენთ ზოდიაქოს იმ ოთხ ნიშანს, რომელთათვისაც პარტნიორის გარეგნობა სიყვარულის მთავარი პირობაა.

ლომი

ლომებს უყვართ ყველაფერი, რაც მათ სტატუსს უსვამს ხაზს, პარტნიორი კი მათი იმიჯის განუყოფელი ნაწილია. მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უყვარდეთ, არამედ გარშემომყოფებში აღფრთოვანებას იწვევდნენ. ლამაზი თანამგზავრი მათთვის დიზაინერული ნივთივით ან მდიდრული ავტომობილივითაა - ელემენტი, რომელიც მათ გემოვნებასა და პრესტიჟს უსვამს ხაზს.

ლომს მომენტალურად უყვარდება „კარგი კადრი“: ეფექტური გარეგნობა და მოვლილი იერი. ისინი უკვე წინასწარ ხედავენ, როგორ იდეალურად გამოჩნდებიან ერთად ფოტოებზე. ხშირად ეს ზედაპირულობა ხელს უშლის მათ დაინახონ, რა იმალება ლამაზი შეფუთვის მიღმა, მანამ, სანამ პირველი ეიფორია არ გადაივლის.

სასწორი

თუკი ვინმე ეთაყვანება ფორმების ჰარმონიას, ეს სასწორია. ვენერას მფარველობის ქვეშ მყოფთათვის ყველაფერი ესთეტიკური თითქმის ფიზიკურ სიამოვნებას იწვევს. სასწორი უბრალოდ ვერ შეიყვარებს ადამიანს, რომელიც ვიზუალურად არ მოსწონს — რაც უნდა კეთილი და ჭკვიანი იყოს ის.

მათთვის პარტნიორი ხელოვნების ნიმუშია, რომელსაც დაუსრულებლად უნდა უყურონ. მათ ფიზიკურ დისკომფორტსაც კი უქმნით ისეთი დეტალები, როგორიცაა „შეუფერებელი“ ვარცხნილობა ან დაუდევარი სტილი. თუმცა, ხშირად აღმოაჩენენ ხოლმე, რომ როცა ბრწყინვალე გარსს ეჩვევიან, შინაარსი შესაძლოა ცარიელი აღმოჩნდეს.

კურო

კუროები შეგრძნებებით ცხოვრობენ. მათთვის აუცილებელია შეხება, სურნელი და ვიზუალური ტკბობა. თუ ფიზიკური მიზიდულობა არ არსებობს, გრძნობა უბრალოდ არ იბადება. ისინი აფასებენ სხეულის ენას, სუფთა ხაზებსა და თავდაჯერებულობას.

მიწის სტიქია მათ ჰკარნახობს, რომ სიყვარული სხეულებრივი გამოცდილებით იწყება. გარეგნობა არის ის პირველი, რასაც ისინი აღიქვამენ და ეს ხდება გადამწყვეტი ფაქტორი. მათი მახე ისაა, რომ ხშირად ფიზიკურ ლტოლვას სულიერ თავსებადობაში ურევენ და როცა ვნება ნელდება, შესაძლოა სიცარიელის წინაშე აღმოჩნდნენ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები იმპულსურები არიან და მუდმივად ახალ შთაბეჭდილებებს ეძებენ. მათთვის სილამაზე ერთგვარი თავგადასავალი და გამოწვევაა. რაც უფრო ეფექტური და ეგზოტიკურია ადამიანის გარეგნობა, მით უფრო აზარტულია მისი „დაპყრობის“ პროცესი.

მათ იზიდავთ ქარიზმატული, ნათელი და ფოტოგენური ადამიანები. გარეგნობა მათთვის ადრენალინის მყისიერი წყაროა. თუმცა, როგორც კი სიახლის ეფექტი ქრება, მშვილდოსნის ინტერესიც შესაძლოა ისევე სწრაფად ჩაქრეს, როგორც აინთო. ისინი ხშირად აგრძელებენ ნადირობას ახალ სახეზე, ახალ ღიმილსა და ახალ ვიზუალურ ეფექტზე.