გაზაფხულის ბოლო დეკადა ასტროლოგიური მოვლენებით საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდება. მზე ტყუპების ზოდიაქოში გადადის, რაც ჩვენს ცნობისმოყვარეობას გაამძაფრებს, კომუნიკაციას უფრო აქტიურს გახდის და სიახლეებისკენ გვიბიძგებს. პარალელურად, წინა პლანზე გამოდის პლანეტა ურანი, რომლის გავლენითაც ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი წამოვა.
ზოგიერთი ნიშნისთვის ეს ქაოსური პერიოდი იქნება, თუმცა ასტროლოგები გამოყოფენ ხუთ ფავორიტს, რომლებიც ამ ენერგიებისგან მაქსიმალურ სარგებელს მიიღებენ:
ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
თვის მთავარი ბენეფიციარი სწორედ ტყუპები არიან. თქვენი საქმეები წარმოუდგენელი პროდუქტიულობით წავა: შეხვედრები, ახალი კონტაქტები და საქმიანი ამოცანები ერთმანეთს ჩაენაცვლება. ეს აქტივობა პირდაპირ აისახება კარიერაზე - მაისის ბოლოს მოსალოდნელია დაწინაურება ან შემოსავლების ზრდის ახალი გზების პოვნა. იღბალი გელით პირად ცხოვრებაშიც: ახალი ნაცნობობა, შესაძლოა, თავბრუდამხვევ რომანში გადაიზარდოს.
ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
ქალწულები ამ ქაოსურ პერიოდში ინფორმაციის მართვის უნარით გაიმარჯვებენ. თქვენ მარტივად შეძლებთ მთავარის მეორეხარისხოვნისაგან გარჩევას და ტყუილის მხილებას. სწორედ ამიტომ, ჭორები და კონფლიქტები გვერდს აგივლით. გარდა ამისა, მაისის მიწურული სასიამოვნო დასვენებას გპირდებათ: მეგობრებთან შეხვედრები, ოჯახური აქტივობები და რომანტიკული პაემნები ენერგიით აგავსებთ.
სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
მაისის ბოლო სასწორების სოციალურ პოზიციებს საგრძნობლად განამტკიცებს. შეძლებთ ავტორიტეტის ამაღლებას და მეტად სასარგებლო კავშირების დამყარებას. ახალი ნაცნობობა, რომელიც ამ პერიოდში მრავლად იქნება, მომგებიან კარიერულ შემოთავაზებებამდე მიგიყვანთ. ამიტომ, დაივიწყეთ მორიდება, იყავით ღია სამყაროსთვის და ხშირად დაესწარით ხალხმრავალ ღონისძიებებს.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
მშვილდოსნებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, სადაც წარმატება გარანტირებულია. რთული საქმეები მოგვარდება, კარიერა წინ წავა, ფინანსური სფერო კი მოულოდნელი მოგებით გაგახარებთ. გამოიყენეთ ეს დრო მაქსიმალურად: დაიწყეთ სწავლა, გაწევრიანდით ახალ წრეებში ან სცადეთ უცხო ჰობი. რაც უფრო მეტს იაქტიურებთ, მით უფრო მეტად დაგაჯილდოებენ ვარსკვლავები.
მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
ურანი თქვენი მმართველი პლანეტაა, ამიტომ მისი გავლენა მერწყულებზე ყველაზე ძლიერი იქნება. ეს საუკეთესო დროა საკუთარ სისუსტეებზე სამუშაოდ და მათ აღმოსაფხვრელად. პრაქტიკული თვალსაზრისით, მოიმატებს თქვენი კრეატიულობა, რაც სამსახურებრივი დავალებების მარტივად შესრულებაში დაგეხმარებათ. განსაკუთრებული იღბალი ელით მათ, ვინც ინფორმაციულ სფეროში მუშაობს: ჟურნალისტებს, IT სპეციალისტებსა და ანალიტიკოსებს.