ზოდიაქოს 5 ნიშანმა არ იცის ფულის მართვა

ზოდიაქოს 5 ნიშანმა არ იცის ფულის მართვა

ყველა ადამიანს არ უმართლებს ფინანსებში. განსაკუთრებით ზოდიაქოს ხუთ ნიშანს, რომლებმაც არ იციან სად წაიღეს ფული, არ აქვთ დანაზოგი. ნახეთ, ხართ თუ არა მფლანგველების ხუთეულში:

მერწყული

მერწყულები შემოქმედებითი ადამიანები არიან, ამიტომ ფინანსური საკითხები უბრალოდ არ ჯდება მათი ინტერესის სფეროში. ისინი საკმაოდ ინერტულები არიან მატერიალური სიმდიდრის მიმართ და იშვიათად აკონტროლებენ თავიანთ ანგარიშებს. შეუძლიათ მთელი შემოსავლის ერთ დღეში დახარჯვა და ფილოსოფიურად მსჯელობა, რომ ხვალ შეძლებენ მეტის შოვნას. ხშირად მერწყულების ფინანსური მდგომარეობა პირდაპირ დამოკიდებულია მათ განწყობაზე. გირჩევთ დახმარებისთვის მიმართოთ მეგობარს ან პარტნიორს, რომელსაც შეუძლია გააკონტროლოს თქვენი ხარჯები და ამით თავიდან აიცილოთ სახსრების გაუთავებელი გადინება.

მშვილდოსანი

უდარდელი მშვილდოსნები მცირე ყურადღებას აქცევენ თავიანთ ფინანსურ მდგომარეობას. მიჩვეულები არიან მდიდრულ სტილში ცხოვრებას, ფულის ფლანგვას და ხშირად უსახსროდ რჩებიან მომავალ ხელფასამდე. მშვილდოსნის კეთილშობილებას ზოგჯერ საზღვარი არ აქვს, ვალებს კი არ გასცემენ, ჩუქნიან ადამიანს ფულს. დაზოგვა და დაგეგმვა ხშირად მათთვის ცარიელი ფრაზაა, ამიტომ გირჩევთ, ისწავლოთ მიღებული ფულს რაციონალურად ხარჯვა. ან გჭირდებათ ადამიანი, რომელიც გასწავლით ფინანსების გონივრულად მართვას.

ტყუპი

ტყუპი ხშირად აღწევენ წარმატებას ფინანსურ საკითხებში, მაგრამ საერთოდ არ ესმით სად ქრება მათი შემოსავალი. მათთვის დამახასიათებელია უაზრო ხარჯვა, ხშირი წამგებიანი თავგადასავლები და უსარგებლო შესყიდვები. დეორგანიზებულობა და ბიუჯეტის გაკონტროლების უუნარობა ბევრ პრობლემას იწვევს. მათ ავიწყდებათ, რომ ზოგჯერ კარგი იქნებოდა რაციონალური დანაზოგის სწავლა.

სასწორი

სასწორები ყველაზე ხშირად ცდილობენ იპოვონ ფულის შოვნის მარტივი გზა. ზოგიერთი სასწორი იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე შოულობს, თუმცა ზოგჯერ ცდილობენ ხარჯების საჭირო მინიმუმამდე დაყვანას. იშვიათად ინახავენ დანაზოგს “შავი“ დღისთვის. მიჩვეულნი არიან ფულის ხარჯვას და ამიტომ ხშირად სესხულობენ მეგობრებისგან, ნაცნობებისგან ან ერთვებიან გრძელვადიან საკრედიტო მონობაში. სასწორების ფუფუნებისადმი ლტოლვაც დიდია, ამიტომ მათ შეუძლიათ დახარჯონ გაუგებარი თანხა ინტერიერის გაფორმებაზე და ირჩევენ არა ფუნქციონალურ, არამედ მიმზიდველ და ლამაზ ნივთებს. სასწორებმაც უნდა სთხოვონ ახლობლებს საკუთარი ხარჯების კონტროლი.

ქალწული

ქალწულები, პრაქტიკულობის მიუხედავად, იშვიათად ახერხებენ ფინანსების კომპეტენტურად მართვას. მათ შეუძლიათ ფინანსურ წარმატებას მიაღწიონ დანაზოგით და ყოველგვარი ექსცესების გარეშე. ამისთვის მუდმივად დასჭირდებათ საკუთარი თავის კონტროლი, რათა ზედმეტი არ დახარჯონ. თუმცა, სპონტანური ხარჯვა ქალწულებსაც ემართებათ, როცა ძალაუფლებას კარგავენ. მატერიალური კეთილდღეობის მისაღწევად, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფულის გამომუშავება, არამედ თქვენი ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში. რაც მოგიტანთ არა მხოლოდ შემოსავალს, არამედ მორალური კმაყოფილების გრძნობას.