ფინანსური წარმატება ხშირად დამოკიდებულია აზროვნებაზე, ჩვევებზე, შესაძლებლობებსა და ადამიანურ კავშირებზე. ქცევითი ეკონომიკის კვლევები მიუთითებს, რომ მიზანდასახულობა, თავდაჯერებულობა, ნაცნობობის წრის გაფართოების უნარი და ახალი შესაძლებლობების მიმართ გახსნილობა დროთა განმავლობაში ადამიანის ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს.
დაბადების თვესთან დაკავშირებული პიროვნული დახასიათებები კი საინტერესო ხედვას გვთავაზობს იმაზე, თუ როგორ უდგებიან ადამიანები ფულს, კარიერასა და წარმატებას. ზოგი სტრატეგიულ დაგეგმვას ანიჭებს უპირატესობას, ზოგი რისკზე წასვლას არ ერიდება, ზოგი კი ისეთ კავშირებს ამყარებს, რომლებიც ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
ნახეთ, რომელი ხუთი თვის დაბადებულებს მიაწერენ ფინანსური წარმატების განსაკუთრებულ უნარს.
მაისი - ფუფუნების მოყვარულები, რომლებმაც შრომაც იციან
მაისში დაბადებულები ხშირად შეძლებულ ადამიანებად არიან წარმოდგენილი. ისინი ბევრს შრომობენ, მუდმივად უფრო მაღალი მიზნებისკენ ისწრაფვიან, თუმცა დასვენებისა და სიამოვნების მნიშვნელობაც არ ავიწყდებათ.
მიწის სტიქიის ნიშნებთან დაკავშირებული ეს ადამიანები ფულის დახარჯვასა და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებასაც ახერხებენ. მათი მიდგომით, რაც უფრო მეტად ტკბებიან ცხოვრებით, მით უფრო მეტ შესაძლებლობას იზიდავენ. კარიერა მათთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო კი არა, ფუფუნებით ცხოვრების საშუალებაცაა.
ოქტომბერი - ნაცნობობები, რომლებიც ახალ კარს უხსნის
ოქტომბერში დაბადებულებს ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებულ უნარს მიაწერენ. მათ თითქმის ყველასთან საერთო ენის გამონახვა შეუძლიათ.
ისინი თავდაჯერებულად საუბრობენ, მომხიბვლელები არიან და ხშირად ახერხებენ, ოთახში მყოფ ადამიანებთან, მათ შორის გავლენიან პირებთანაც, მეგობრული ურთიერთობა დაამყარონ. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ, რომ ოქტომბერში დაბადებულებს გავლენიან წრეებში ხშირად ჰყავთ ნაცნობები, რაც შესაძლოა კარიერულ და ფინანსურ შესაძლებლობებში დაეხმაროთ.
აგვისტო - ამბიციურები, რომლებიც მიზანს ადვილად არ თმობენ
აგვისტოში დაბადებულებს ამბიციურობას, თავდაჯერებულობასა და დიდი ოცნებების უნარს მიაწერენ. მათი წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიზანდასახულობა მიიჩნევა.
ისინი ადვილად არ ნებდებიან, შრომაში მიწის სტიქიის ნიშნებს არ ჩამოუვარდებიან, ადამიანებთან კავშირების დამყარებაში კი ჰაერის სტიქიის ნიშნებს ჰგვანან. თავდაჯერებულობა მათ სხვების ყურადღებასაც იქცევს და ხშირად იმ ადამიანებთან აახლოებს, რომლებსაც მათი მიზნების მიღწევაში დახმარება შეუძლიათ.
აპრილი - რისკზე წასვლის არ ეშინიათ
აპრილში დაბადებულებს გაბედულ, მიზანდასახულ და რისკიან ადამიანებად ახასიათებენ. მათი ფინანსური წარმატება იმით აიხსნება, რომ სასურველის მისაღწევად მოქმედებას არ ერიდებიან.
ცეცხლის სტიქიის ნიშნებთან დაკავშირებული ეს ადამიანები სურვილების ასრულებას აქტიურად ცდილობენ და მოლოდინებს ხშირად აჭარბებენ. მათ შეუძლიათ საჭირო ადამიანების გაცნობა, ამასთანავე, რთულ ვითარებაშიც პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას ცდილობენ.
დეკემბერი - იღბალი, შრომა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი
დეკემბერში დაბადებულებს ცხოვრებაში იღბლიან ადამიანებად მიიჩნევენ. მათი აზროვნება და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი ხშირად სტაბილური შემოსავლის მიღებას უკავშირდება.
ცეცხლის სტიქიის ნიშნების მსგავსად, ისინი მიზნების მისაღწევად დიდ ძალისხმევას არ იშურებენ. მათ მიაწერენ გონიერებას, გახსნილობასა და სიბრძნეს, რაც სირთულეების მიუხედავად წინსვლის გაგრძელებაში ეხმარებათ.
გაითვალისწინეთ: დაბადების თვე თავისთავად არ განსაზღვრავს ადამიანის ფინანსურ მომავალს. ეს დახასიათებები გასართობ ასტროლოგიურ ინტერპრეტაციად უნდა მივიღოთ და არა სიმდიდრის მეცნიერულ პროგნოზად.