ასტროლოგია ამტკიცებს, რომ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ხასიათის უნიკალური შტრიხები გააჩნია, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ გაღიზიანების, იმედგაცრუების ან ბრაზის დროს ვლინდება. ასტროლოგების თქმით, სტიქია, მმართველი პლანეტისა და ნიშნის თვისებების ცოდნა გვეხმარება იმის წინასწარმეტყველებაში, თუ როგორ გამოხატავს ადამიანი ბრაზს
აი, ის ნიშნები, რომლებიც რისხვას ყველაზე მძაფრად და საშიშად გამოხატავენ:
♈ ვერძი
ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია და ისინი ხშირად იმპულსურად, შედეგებზე დაფიქრებების გარეშე მოქმედებენ. წვრილმანმა პრობლემამაც კი შეიძლება ისინი წყობიდან გამოიყვანოს, თუმცა მათი ბრაზი ისევე სწრაფად ქრება, როგორც ჩნდება.
ცეცხლოვანი ბუნება მათ ემოციურ ცვალებადობას ინტენსიურს ხდის. მარსის მიერ მართული ვერძი სავსეა ენერგიითა და მონდომებით. მასთან კამათი ნამდვილ ბრძოლას ჰგავს: ისინი პირდაპირები არიან და ემოციებს არ მალავენ. თავდაცვა და მკვეთრი რეაქცია მათი ბუნების ნაწილია, თუმცა მათ კონფლიქტების სწრაფად მოგვარებაც შეუძლიათ.
♏ მორიელი
მორიელის გაბრაზება დათვთან შეხვედრას ჰგავს - შედეგები გარდაუვალია. როგორც წყლის ნიშანი, იგი ფლობს "შხამიან ნესტარს" და როდესაც მას მოთმინების ფიალა ევსება, საზღვრები აღარ არსებობს. განრისხებული მორიელი ყოველ ნაბიჯს გეგმავს და ხშირად შურისძიებისკენ არის მიდრეკილი, განსაკუთრებით უსამართლობის შემთხვევაში.
მას მარსი და პლუტონი მართავენ - მძვინვარე ნება და გამანადგურებელი ძალა. მორიელები ბრაზს არ მალავენ, რაც მათ ცუდ დღეზე ძალიან სახიფათოს ხდის. თუ მათთან კარგი ურთიერთობა გაქვთ, ბედნიერებაა, თუ არა - სჯობს ფრთხილად იყოთ.
♑ თხის რქა
თხის რქებს არ უყვართ თამაშები და თეატრალური სცენები. როდესაც ვინმე მათ პროვოცირებას ცდილობს, ისინი ჯერ მკვეთრად რეაგირებენ, შემდეგ კი ემოციურ დისტანციას იჭერენ.
ეს მიწის ნიშანი შრომისმოყვარეა და დროს აფასებს, ამიტომ დრამა მათთვის ზედმეტი ტვირთია. თხის რქას შეუძლია პრობლემა ერთი მკვეთრი სიტყვით გადაჭრას ან ადამიანი სამუდამოდ ამოშალოს ცხოვრებიდან. სატურნის გავლენით, ისინი წყენას იოლად არ პატიობენ, ამიტომ მთავარი რჩევაა: ნუ გააბრაზებთ მათ.
♓ თევზები
თევზები იშვიათად გამოხატავენ ბრაზს ღიად. ისინი გაურბიან პირდაპირ კონფლიქტებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი რისხვა სუსტია. თევზებს მანიპულირება და ფარული შურისძიება ეხერხებათ - ხშირად მინიშნებებითა და ჭორებით.
ამ წყლის ნიშანს შეუძლია გარეგნული სირბილე შეინარჩუნოს, მაგრამ შინაგანად სამაგიეროს გადახდას გეგმავდეს მათთვის, ვინც მისი სიმშვიდე დაარღვია. მათი ბრაზი ფარულად, ფსიქოლოგიური სვლებით ვლინდება. გარეგნულად უწყინარი თევზები სერიოზული უსიამოვნების მომტანნი ხდებიან მათთვის, ვინც მათ გაღიზიანებას ბედავს.