იღბლიანი ადამიანები ყოველთვის მისტიკური განცდებით გვაჯადოებენ, თუმცა, სტატისტიკა სულ სხვა რამეს ამბობს. თურმე, ლატარიაში გამარჯვება მხოლოდ შემთხვევითობა არ არის – გარკვეული ზოდიაქოს ნიშნები სხვაზე ხშირად ხდებიან მსხვილი პრიზების მფლობელები.
აქ საქმე მაგიას კი არა, ფსიქოლოგიურ თავისებურებებს ეხება. მეცნიერები ადასტურებენ, რომ წარმატება დამოკიდებულია რისკის მიღების უნარზე, ინტუიციაზე და იმ განსაკუთრებულ „ალღოზე“, რომელიც გკარნახობს, როდის არის საუკეთესო მომენტი თამაშისთვის. ასტროლოგია კი ამას პლანეტების გავლენით ხსნის. აი, ის 4 ნიშანი, რომლებსაც იღბალი ყველაზე ხშირად სწყალობთ:
მშვილდოსანი: ოპტიმიზმის ძალა
მშვილდოსანს იუპიტერი მართავს – სიუხვისა და შესაძლებლობების პლანეტა. სწორედ ამიტომ, მშვილდოსნებს ხშირად ჰგონიათ, რომ ბედი თავად მიუძღვებათ ხელით. ისინი ყოველთვის „სწორ დროს, სწორ ადგილას“ აღმოჩნდებიან. მათი მთავარი იარაღი ოპტიმიზმია: თუ წააგეს, გულს არ იტეხენ, პირიქით – სჯერათ, რომ შემდეგი ბილეთი აუცილებლად მოაგებინებთ. ისინი რისკზე მიდიან მარტივად, ზედმეტი გათვლების გარეშე, და ხშირად სწორედ ეს სპონტანურობა მოუტანთ ხოლმე დიდ მოგებას.
თევზები: ინტუიცია, რომელიც არასდროს ღალატობთ
თევზები სამყაროს აღიქვამენ არა მხოლოდ ლოგიკით, არამედ ინტუიციით. ნეპტუნის მფარველობით, მათ შესანიშნავად ესმით „ენერგეტიკული მინიშნებები“. ბევრი თევზი აღიარებს, რომ ციფრებს სიზმრების ან შინაგანი განცდების მიხედვით ირჩევს და ეს სტრატეგია ხშირად ამართლებს. მათთვის ლატარია მხოლოდ ფული არ არის - ეს არის თამაში, სასწაულის რწმენა და ემოცია. თევზებს განსაკუთრებით უმართლებთ მაშინ, როცა სხვებთან ერთად თამაშობენ ან როცა მათ ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდია - თითქოს ბედი სწორედ მაშინ აძლევს ხელს, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ლომი: წარმატების მაგნიტი
ლომს მზე მართავს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ისინი მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან და იზიდავენ წარმატებას. ლომი არ თამაშობს წვრილმანებისთვის - მათ მხოლოდ ჯეკპოტი აინტერესებთ! მათი თავდაჯერებულობა და იმის რწმენა, რომ ისინი გამორჩეულები არიან, ნამდვილ მაგნიტად მუშაობს. ლომი ბილეთის ყიდვას რიტუალად აქცევს, უყვარს „სცენა“ და საჯაროობა. რაც მთავარია, ლომები გულუხვები არიან - მოგებულ თანხას ხშირად ახლობლებს ან საქველმოქმედო საქმეებს ახმარენ, რაც მათ კეთილდღეობის ახალ ნაკადს უბრუნებს.
კურო: მოთმინება ფასდება
კურო სტაბილურობის სიმბოლოა. ვენერას მფარველობით, მათ იციან, როგორ მიიზიდონ სიმდიდრე სისტემური მიდგომით. იმპულსური მოთამაშეებისგან განსხვავებით, კუროები მიზანმიმართულები არიან: შესაძლოა, წლობით ყიდულობდნენ ბილეთებს ერთი და იმავე, მათთვის მნიშვნელოვანი ციფრებით. მათ აქვთ „ფულის ალღო“ და ზუსტად გრძნობენ, როდის არის ჯეკპოტისთვის შესაფერისი დრო. კუროები პრაქტიკულები არიან - მოგებულ თანხას უძრავ ქონებაში ან საიმედო აქტივებში დებენ, რაც მათ ფინანსურ მდგრადობას კიდევ უფრო ამყარებს.