ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა სახლში ყოველთვის სრულყოფილი სისუფთავეა

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა სახლში ყოველთვის სრულყოფილი სისუფთავეა

ჩვენ ყველას გვინდა, რომ ჩვენი სახლი იყოს სუფთა და კომფორტული. ვიღაც ამაში დიდ დროს და ძალისხმევას დებს, ვიღაც მტვერს აგროვებს კუთხეში, ვიღაც კი კვირაში ერთხელ ალაგებს სახლს. თუმცა არიან ქალები, ვისთვისაც დალაგება, საჭმლის მომზადება, დაუთოება სამუშაო კი არა, სიამოვნებაა. ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა სახლები იდეალურად სუფთა და მოწესრიგებულია.

კურო

გენერალური დასუფთავების მთავარი მონაწილე კუროა. ჯერ ადგენს საყოფაცხოვრებო ქიმიკატების ჩამონათვალს, რომელიც დასჭირდება, რის შემდეგაც გადადის საწმენდი ხელსაწყოების შერჩევაზე, ანაწილებს მოვალეობებს და დროულად იწყებს გაწმენდას. კუროს ყოველთვის აქვს ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ქიმია და პროდუქტი ურთულესი ლაქების მოსაშორებლად. კურო ასევე მოუწოდებს ოჯახის წევრებს, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მოწესრიგებაში და თქვენ ნამდვილად ვერ შეძლებთ დივანზე წამოწოლას, სანამ კურო სახლს აწკრიალებს.

მორიელი

სახლის დალაგების დროს მორიელები ისვენებენ. რთული ხასიათის მქონე და ირგვლივ ხშირად ქაოსის გამომწვევი მორიელის სახლში ყველაფერი დალაგებული იდეალურად უნდა იყოს თაროებზე. მათი სახლის ყველაზე უხილავი კუნჭულიც კი სისუფთავისგან ბრწყინავს. მორიელი არ არის ის, ვინც ფანჯრებს სამ წელიწადში ერთხელ წმინდავს და კვირაში ერთხელ მტვერსასრუტით ასუფთავებს ბინას. საშინაო საქმეებში ეს ადამიანი ავლენს უმკაცრეს დისციპლინას.

კირჩხიბი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის სახლი და ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია. კირჩხიბი ქალები სამსახურის შემდეგ ყოველთვის სახლში ჩქარობენ, რათა ჩაეხუტონ საყვარელ ადამიანებს და გარშემორტყმულიყვნენ მათი მზრუნველობით. სახლის ბედნიერებისთვის ისინი მზად არიან ყველაფრისთვის და უყვართ თავიანთი კაცების განებივრება რაიმე გემრიელობით.

ქალწული

ამ ნიშნის წარმომადგენლები ნამდვილი პერფექციონისტები არიან. მათ ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. მათი სახლი არა მხოლოდ გაწმენდილია, არამედ სტერილურად სუფთაა, როგორც საოპერაციო ოთახში. ქალწულ ქალებს უბრალოდ უყვართ დალაგება. საჭმელის მომზადებას და სხვა საოჯახო მოვალეობებს კი სიამოვნებით უნაწილებენ ქმარსა და შვილებს.

ლომი

ლომის ნიშნით დაბადებულ ქალებს ძალიან უყვართ გემრიელი საკვები. ისინი არასოდეს დატოვებენ საყვარელ ადამიანებს მშიერს. გარდა ამისა, სუფრა ყოველთვის იშლება მრავალფეროვანი კერძებით. ლომი ქალები ჩინებული დიასახლისები ხდებიან და მზად არიან გაახარონ ყველაზე მომხიბვლელ გურმანიც კი.

თხის რქა

თხის რქებს შეიძლება ვუწოდოთ ზოდიაქოს ყველაზე სუფთა ნიშანი. მათ მხოლოდ კურო თუ შეებრძოლება პირველობისთვის. პედანტურობისკენ მიდრეკილ თხის რქებს შეუძლიათ მთელი შაბათ-კვირა ბინის ან სახლის დასუფთავებაში გაატარონ. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევნიათ ყველაფერი თავად გააკეთონ, მაგრამ თუ გსურთ თხის რქის დახმარება, ამას მადლიერებით მიიღებენ.