ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2024 წელს დაქორწინდებიან

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2024 წელს დაქორწინდებიან

ქორწინება ხშირად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა პარტნიორულ ურთიერთობასა და ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ყველა არ ოცნებობს ოჯახური მდგომარეობის შეცვლაზე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ოცნებობენ, რომ ასე მოხდეს. უნდა გაგახაროთ, ზოგიერთისთვის ეს სურვილი 2024 წელს ახდება. შეამოწმეთ ხართ თუ არა იღბლიანთა შორის:

კირჩხიბი ქალი

თქვენთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია. მზრუნველი კირჩხიბი ქალები ოცნებობენ ქმარსა და რამდენიმე შვილზე. თუმცა, სანამ შთამომავლებს გააჩენენ, სურთ ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება. მათ სურთ დაქორწინება, სურთ, რომ ორი შეყვარებული ადამიანის კავშირი სრულფასოვან ოჯახად ჩათვალონ. ამიტომაც დაჟინებით ითხოვენ ქორწილს და წელს კირჩხიბი ქალების სურვილი ახდება.

მშვილდოსანი ქალი

ბუნებით თავისუფალები არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქორწინება არ სურთ, მათ უბრალოდ უნდა იპოვონ სწორი ადამიანი, რომელიც მათ სურვილებს გაიზიარებს. 2024 წელს მშვილდოსანს დიდი შანსი აქვს, რომ დაქორწინდეს.

მერწყული ქალი

მერწყულები ითვლებიან დამოუკიდებელ ქალბატონებად, რომლებსაც საზოგადოებაში აქვთ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები, ვიდრე ქორწილი და ოჯახი. ისინი თავს მარტოც მშვენივრად გრძნობენ, მაგრამ თუ გადაწყვეტენ ურთიერთობის დაკანონებს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ცუდი ცოლები იქნებიან, პირიქით. წელს ამის დამტკიცების შანსი გაქვთ დაქორწინებით, ძვირფასო მერწყულებო.

კურო კაცი

ის აფასებს კომფორტს და სტაბილურობას. მისთვის ქორწილი არის ბუნებრივი პროცესი. და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ემოციურია, ამ საკითხებს საღად უყურებს. მისთვის თანაცხოვრებისთვის ბინის შესაძენად სესხის აღება უფრო ადვილია, ვიდრე ქორწილის გადახდა. თუმცა, წელს კურო მამაკაცი დაქორწინებას გადაწყვეტს და ბედნიერიც იქნება.

თხის რქა კაცი

ის არის ტრადიციონალისტი. ქორწილი მისთვის ბუნებრივი მოვლენაა, თუ ვინმესთან სერიოზულ ურთიერთობას დაიწყებს, მას ქორწინებით დააგვირგვინებს. და 2024 წელს თხის რქა კაცი ბევრს გააკეთებს, რომ ოფიციალურად ქმარი გახდეს. წელს მას ამის ძალიან კარგი შანსები აქვს.

თევზები კაცი

იდეალური პარტნიორია, მაგრამ მას სჭირდება მოწიფული ქალი, რომელსაც შეუძლია დააფასოს მისი ძალისხმევა. თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი რომანტიკული, მოსიყვარულე და მოაზროვნეა. ის ოცნებობს ურთიერთობის ოფიციალურ გაფორმებაზე და ბევრს გააკეთებს საყვარელი ქალის გასაბედნიერებლად. ძვირფასო თევზებო, ვარსკვლავები გპირდებიან, რომ წლის ბოლომდე დაქორწინდებით.