ზოდიაქოს ნიშნების გარდერობი: როგორ სამოსს ირჩევს მორიელი

ზოდიაქოს ნიშნების გარდერობი: როგორ სამოსს ირჩევს მორიელი

მორიელი ზოდიაქოს ენერგიულად ყველაზე ძლიერი ნიშანია. ის ყოველთვის ახდენს შთაბეჭდილებას, აქვს წარმოუდგენელი მაგნეტიზმი, იპყრობს ყურადღებას, თუმცა ხშირად მოაქვს შიში. მთელ ზოდიაქოში არავის უყვარს მორიელივით სექსუალურად გამოიყურებოდეს.

მორიელის ნიშანი არის ქალური, პასიური, წყლის ელემენტის მეორე ნიშანი. მორიელის ნიშნის ძირითადი პრინციპია სიღრმეში შეღწევა, სიცოცხლისა და სიკვდილის ტრანსფორმაციის გავლა.

მორიელის ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ ღრმა ემოციურ ფენებში შეღწევა, ენერგიების გარდაქმნა, საკუთარ თავში გადატანა და ადამიანებზე გავლენის მოხდენა. თავისი ნებისყოფისა და ძლიერი ენერგიის გამო, რომელიც ატომური ენერგიის მსგავსია, მას აქვს მაგიური ძალა და შესწევს უნარი გაარღვიოს საზღვრები.

ვნებიანი და ძლიერი ნიშანია, იცის როგორ წაიკითხოს სხვა ადამიანების აზრები და ემოციები. მომთმენი, გამძლე, შეუძლია ძალების მობილიზება და შინაგანი რესურსების სწრაფად შევსება. მორიელებს შორის ბევრია ენერგიის დონორი და ენერგეტიკული ვამპირიც. არიან წინააღმდეგობრივი განწყობის ადამიანები. უყვართ მდიდარი ცხოვრება (ხშირად სხვების ხარჯზე), სიამოვნება და ფუფუნება. უკმაყოფილო მორიელი არის ცინიკური, ფანატიკოსი, სარკასტული, ტირანი, დამანგრეველი, შეურიგებელი, მზაკვრული. ის სასტიკი და დაუნდობელია მტრების მიმართ და მტრისგან მოწყალებას არ ელის.

მორიელი ქალებისთვის კარგი იქნება, რომ მოერიდონ თავიანთი მხურვალებისა და სექსუალურობის დემონსტრირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქორწინების ან დაწინაურების შემოთავაზების დიდხანს ლოდინი მოუწევთ. როგორც კი ამას გააკეთებენ, მათ ცხოვრებაში სერიოზული ზრახვების მქონე მამაკაცები გამოჩნდებიან.

მორიელებს უხდებათ ყველა მდიდრული წითელი: ალუბლის, ბროწეულის, ღვინის, მაჰაგანის. და, რა თქმა უნდა, შავი და სხვა "ბნელი" ტონები (მაგალითად, ლურჯი-შავი). ტყავის ქურთუკები, შორტები, თუ შარვალი ყველა მორიელის გარდერობშია. უყვართ ძვირად ღირებული საცვლების ტარება, რაც ხელს უწყობს შიდა რესურსების შევსებას. ეს აუცილებელია მორიელებისთვის, რადგან როცა რაიმეთი ინტერესდებიან, თავს არ ზოგავენ და ძალას ისე ხარჯავენ, როგორც არავინ. შავი და წითელი ფერები აძლიერებს მორიელის ისედაც ძლიერ ენერგიას, რაც მათ კიდევ უფრო გაბედულს, თავდაჯერებულს და სექსუალურს ხდის. ფართოფარფლებიანი ქუდი, ტყავის ხელთათმანები და ჩოკერი კისერზე შესანიშნავად შეავსებს მორიელის იმიჯს.

გოთური – იდუმალი, მისტიკური, ბნელი სტილი. დამახასიათებელი ნიშნებია მკაფიო ხაზები, სტილისტური დეტალები ბნელი ეპოქების მითითებით - ჯვრები, თავის ქალა, ჩონჩხები, ღამურები. ტრადიციული ფერი შავია, რაც აისახება ყველაფერში - ტანსაცმელში, თმაზე, მაკიაჟში.

მორიელები შესანიშნავად ითვისებენ მაკიაჟის ხელოვნებას. მათ მოსწონთ მკაფიო ხაზები და კონტურები, თვალის ლაინერი, გამოკვეთილი ქუთუთოები, ხაზგასმული, გამოძერწილი ლოყები და პომადა ღრმა, მდიდარ ტონებში. თმა სწორი და გლუვია იმ ენერგიის შესაგროვებლად, რომელიც ამ წყლის ნიშნის წარმომადგენლებს სჭირდებათ.

ვამპი - არის თავდაჯერებული, ფატალური და მამაცი ქალების სტილი, რომლებიც მზად არიან აჩვენონ სექსუალობა, სრულიად შესაფერისი მორიელებისთვის. ვამპის სტილის გარდერობი აგებულია მჭიდრო სილუეტებზე და ძვირად ღირებულ ქსოვილებზე.

გლამურული როკის სტილი არის - ქალური და სექსუალური, მეამბოხე სულით და ზოგადად მიღებულთან წინააღმდეგობის გაწევის სურვილით.