ზოდიაქოს ნიშნების გარდერობი: როგორ სამოსს ირჩევს ტყუპი

ზოდიაქოს ნიშნების გარდერობი: როგორ სამოსს ირჩევს ტყუპი

ტყუპი არიან ჰაერის პირველი ნიშანი. ისინი ეწევიან აქტიურ და დატვირთულ ცხოვრებას, ადვილად ეგუებიან ნებისმიერ გარემოს. ტყუპის მმართველია მერკური, რომელიც პასუხისმგებელია კომუნიკაციებზე, ინფორმაციისა და ენერგიის მიღება-გაცემაზე. ტყუპი არიან ინტელექტუალურად ნიჭიერი პიროვნებები, ხალისიანი ხასიათითა და ტემპერამენტული ცნობისმოყვარეობით. საინტერესო მოსაუბრეები. მათ შეუძლიათ ადვილად დაამყარონ კონტაქტი ნებისმიერ ადამიანთან, მაგრამ ცდილობენ თავი აარიდონ ყოველგვარ პასუხისმგებლობას.

ტყუპის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა შორის ბევრია: ჟურნალისტი და კრიტიკოსი, მწერალი, მთარგმნელი, ბლოგერები, შუამავალი და რეალტორები, ასისტენტები, რეკლამის და პიარის სპეციალისტები. ისინი სწრაფად კარგავენ ინტერესს ამოცანის მიმართ, ხშირად არ ასრულებენ დაწყებულს და რამდენიმე საქმეს ერთდროულად აკეთებენ.

ტყუპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სეირნობა სუფთა ჰაერზე, ველოსიპედი და იოგა. ამიტომ ისეთ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს არჩევენ, რომელიც კომფორტულია, არ ზღუდავს მოძრაობას.

ტყუპისთვის ყველაზე შესაფერისი აქსესუარი დღიური და მოდური კალამია. ასევე ელეგანტური ქოლგა ან თანამედროვე გაჯეტი.

ტყუპის ფერებია ღია და ჰაეროვანი: ფირუზისფერი, ყვითელი, ლურჯი, ღია კრემისფერი და ღია ცისფერი. თეთრი ტანსაცმელი იდეალური მათთვის. მუქი და მკვეთრი ფერები უარყოფითად მოქმედებს მათ. მოეწონებათ მსუბუქი საყურეები ან ბუმბულისგან დამზადებული ყელსაბამი. სამოსზე მაქმანები, აგრეთვე ჩალის ქუდები და ნაქსოვი აქსესუარები.

გოგონებისა და ახალგაზრდა ქალებისთვის შესაფერისია პრეპი სტილი, რომელიც მოიცავს ბლეიზერებს და ნაქსოვ ჟილეტებს, მაისურებს ლოგოებით, პოლო მაისურებითა და ოქსფორდებით, კლასიკური ლოფერებითა და პატარა ქუსლიანი ფეხსაცმელებით, ასევე ჩანთებით, ბერეტებით და თავისუფლად შეკრული ჰალსტუხებით.

აზიური ტანსაცმლის სტილი მოიცავს კიმონოს სტილის კაბებს, ფართო შარვალს და ტუნიკებს მსუბუქი, მბზინავი, გლუვი ქსოვილებისგან.

ბალეტის სტილი ძალიან ნაზია, მოგაგონებთ ბალერინების კოსტიუმებს. მრავალშრიანი ფრიალა ქვედაკაბები, მსუბუქი და ჰაეროვანი ბლუზები და კაბები ქალურ იერს ქმნიან.

ყოველდღიური გარდერობისთვის თეთრეულის სტილი მისასალმებელია, ეს შეიძლება იყოს ტოპები მაქმანით, გიპიურის, აბრეშუმის და ატლასისგან შეკერილი კაბები.

გრანჟი - არის სტილი, რომელიც აგებულია გაცვეთისა და ცვეთის ეფექტით. გამოხატულია ნივთების არასტანდარტული კომბინაციით.

გრაფიტი - არის ახალგაზრდული ტანსაცმლის სტილი, რომელშიც ნივთები და აქსესუარები მოხატულია.

ბოშა - არის მოხეტიალე და თავისუფალი ბოშების სტილი. იგი შედგება მსუბუქი მრავალფენიანი გრძელი კაბებისგან, ძვირფასეულობისა და დეკორაციის სიუხვისგან და კომფორტული ფეხსაცმლისგან.