ზოდიაქოს ნიშნების გარდერობი: როგორ სამოსს ირჩევს ვერძი

ზოდიაქოს ნიშნების გარდერობი: როგორ სამოსს ირჩევს ვერძი

მოდა და ასტროლოგია უშუალო კავშირშია ერთმანეთთან ვნახოთ, როგორ გავლენას ახდენს თქვენი ზოდიაქოს ნიშანი და მისი მმართველი პლანეტები თქვენი ჩაცმის სტილზე, ვიწყებთ ვერძით:

ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანი, მიეკუთვნება ცეცხლის სტიქიას. ამ ნიშნის მმართველია მარსი, თანამმართველი კი პლუტონი. ეს არის ფიზიკური ძალისა და ენერგიის პლანეტები, აქტიური და მეომარი, რომლებიც დაკავშირებულია განადგურების შედეგად გარდაქმნებთან.

ახალი გამოცდილების მოთხოვნილება ხშირად უბიძგებს ვერძს ექსტრემალური სპორტისა და სარისკო პროფესიებისკენ. ბუნებრივი ცხელი ტემპერამენტი და ხელს უშლის პირადი და საქმიანი ურთიერთობების დამყარებას. ვერძის საქმიანობა დაკავშირებულია ფიზიკურ აქტივობასთან, სპორტთან, სამხედრო საქმესთან, უსაფრთხოების სფეროში მუშაობასთან. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან ჯიუტები არიან, არ უყვართ მოთმინება, ლოდინი და სხვა ადამიანების მითითებების შესრულება, რაც უამრავ პრობლემას უქმნის როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. ხშირად ზრდასრული ვერძიც კი ინარჩუნებს ბავშვურ სპონტანურობას.

ვერძს სჭირდება კომფორტი ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში, ამიტომ ხშირად სპორტულ სტილს ამჯობინებენ. ქალებიც კი ხშირად ჩაცმულობაში მამაკაცურ სტილს ამჯობინებენ.

ვერძისთვის საუკეთესო აქსესუარი მაჯის საათია, რადგან მას ხშირად უჭირს პუნქტუალურობა. მისთვის კიდევ ერთი შესაფერისი აქსესუარია ხელთათმანები. ისინი შეიძლება იყოს ნაქსოვი, ტყავის ან ეკო-ტყავისგან დამზადებული. ელეგანტური ქალებისთვის და ბრუტალური - მამაკაცებისთვის.

ვერძს შეეფერება წითელი, შინდისფერი და ნარინჯისფერი თვლებისგან დამზადებული სამკაულები. ხოლო მეტალი კარგია ოქრო ან სპილენძი.

ვერძებმა უმჯობესია უარი თქვან შავ და ნაცრისფერ ფერებზე, რადგან ისინი აქრობენ ვერძის სასიცოცხლო ენერგიას, ხელს უწყობენ ცუდ განწყობას, აგრესიულ ქცევას და დამთრგუნველ გავლენას ახდენენ ფსიქიკაზე.

ასევე სასურველია მოერიდოთ შავი ფერს ინტერიერს, თუ ამის გაკეთება რთულია, შეგიძლიათ შეცვალოთ იგი მუქი ყავისფრით ან მუქი ლურჯით. თუ ვერძი დიდხანს ატარებს ოთახში, რომელიც გაფორმებულია შავ და ნაცრისფერ ტონებში, სპონტანური სევდა და უიმედობა ჩნდება, ის შეიძლება გახდეს გაღიზიანებული, მიდრეკილი ბნელი ფიქრებისკენ.

სტილი, რომელიც ვერძს მოუხდება არის:

საფარი - თავისუფლებისმოყვარე სტილია, კომფორტული და ფუნქციონალური.

კოლონიური სტილი - უფრო ეთნიკურია და აქვს მსგავსება საფარის სტილთან. აქსესუარად გამოიყენება ქამრები, ქუდები და თასმებიანი ჩექმა.

სამხედრო სტილი - ეს არის ნივთები შენიღბული პრინტით ან ხაკისფერი ფერებით, ხშირად უნისექსი და დამზადებულია სქელი ქსოვილისგან.

ქეჟუალი - არის ყოველდღიური ტანსაცმლის სტილი, რომელიც აერთიანებს პრაქტიკულობას, ელეგანტურობას და კომფორტს.

ვესტერნი - არის ქანთრისა და კოვბოის სტილის კომბინაცია. პრაქტიკული, მარტივი, ბუნებრივი სამოსი.

დერბი - ტანსაცმლის ჟოკეის სტილია, მხედრების ჩაცმულობის მსგავსი, გამძლე და პრაქტიკული.

საზღვაო სტილი - კომფორტული და ფუნქციონალური ტანსაცმელი, გემის მუშის საუკეთესო ტრადიციებში.

ავიატორი - პილოტების ფორმაზე დაფუძნებული სტილი.

გარსონი - "მამაკაცური" სტილი ქალთა ტანსაცმელში.