ყველას გვყავს ისეთი „ყოფილი“, რომლის გახსენებაზეც ჟრუანტელი გვივლის და საკუთარ თავს ვეკითხებით: „ეს როგორ მომივიდა?!“. ასტროლოგებმა გადაწყვიტეს გაარკვიონ, კონკრეტულად რომელი ტიპაჟის მამაკაცები ხდებიან ზოდიაქოს ნიშნებისთვის ნამდვილი ემოციური კოშმარები.
თხის რქა: უსაქმური და „ალფონსი“
თხის რქის ყველაზე დიდი კოშმარი ზარმაცი და უპასუხისმგებლო კაცია. თავიდან თხის რქას ჰგონია, რომ ამ „დაუმუშავებელ მასალას“ თავად გამოაქანდაკებს და ადამიანად აქცევს, მაგრამ წლების შემდეგ ხვდება, რომ უფორმო მასისგან არაფერი გამოდის.
მერწყული: ეჭვიანი ოტელო
მერწყულს თავისუფლება ჰაერივით სჭირდება. ამიტომ, ყოფილი, რომელიც ყოველ 5 წუთში უმოწმებდა ტელეფონს და უცხო ნომრის გამო სკანდალებს უწყობდა, მისთვის ჯოჯოხეთის განსახიერებაა. მერწყული საკუთრება არაა – ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს!
თევზები: „დედიკოს ბიჭი“
თევზებს თავად სჭირდებათ მზრუნველობა და „პატრონი“, ამიტომ ორი სუსტი რგოლი ერთად ვერ ჩერდება. გარდა ამისა, „დედიკოს ბიჭს“ მოჰყვება თავად დედიკოც, რომელიც ყოველთვის უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ უვლის თევზები მის „ძვირფას შვილს“.
ვერძი: წუწუნა და ჩვარი
ვერძი ბუნებით მებრძოლია და თავიდან ცდილობს თავისი ენერგიით ეს „უბადრუკი არსებაც“ გამოაცოცხლოს. თუმცა, ერთ დღესაც ხვდება, რომ ეს ტიპაჟი უბრალოდ მისი ენერგიით იკვებება და არაფრის შეცვლას არ აპირებს. „გადი გარეთ!“ – აი, ვერძის საბოლოო განაჩენი.
კურო: ემოციური „გვალვა“
კუროსთვის ყველაზე აუტანელია უგრძნობი კაცი, რომელსაც ემოციური ინტელექტი ნულის ტოლი აქვს. კაცი, რომელსაც ჰგონია, რომ თუ სახლში ხელფასი მოიტანა, ამით ყველაფერი დაასრულა. კუროს კი სითბო, ჩაი და გულწრფელი საუბრები სჭირდება (და კიდევ თეფში, რომელიც შეიძლება კედელს ესროლოს).
ტყუპები: მეწვრილმანე „მეოჯახე“
ტყუპებს ხიბლავთ მზრუნველობა, მაგრამ როგორც კი ეს მზრუნველობა გადადის კითხვებში: „რატომ არ აქვს ფარდებს კანტი?“ ან „მოდი, ბორშის მოხარშვა ისწავლე“, ტყუპები მაშინვე ფანჯრიდან ხტებიან. რუტინა და წესები მათ კლავს.
კირჩხიბი: მომხიბვლელი „მექალთანე“
კირჩხიბები ყოფილებს იშვიათად იხსენებენ ცუდად, რადგან მათთან მოხვედრა რთული კასტინგია. ერთადერთი გამონაკლისი ქარიზმატული მექალთანეა. კირჩხიბის ჯავშნის ქვეშ დამალული გულის გატეხვა მხოლოდ ღალატს შეუძლია – ამას კი ისინი არასოდეს ივიწყებენ.
ლომი: „არაღიარებული გენიოსი“
ლომ ქალს სჭირდება ვინმე, ვინც მას კვარცხლბეკზე შესვამს. „ტანჯული ხელოვანი“, რომელიც მხოლოდ საკუთარ დიდებულებაზე ფიქრობს და მუშაობა ეზარება, ლომისთვის უბრალოდ გაუგებრობაა. ლომს ძლიერი პარტნიორი სჭირდება და არა ნევროზული პოეტი.
ქალწული: კონტროლიორი და კრიტიკოსი
ქალწულს ჰგონია, რომ სამყაროში ერთადერთი ადამიანია, ვისაც კრიტიკის უფლება აქვს. როდესაც პარტნიორი მის გაკონტროლებას ან დამოძღვრას იწყებს, ქალწული ნამდვილ „ქარიშხლად“ იქცევა და მის ტვინს ჩაის კოვზით ჭამს, სანამ საბოლოოდ არ მოიშორებს.
სასწორი: „უხეში მაჩო“
აქ ყველაფერი მარტივია: სასწორის კოშმარი არის ტიპაჟი, რომელიც სუფრასთან უხეშად იქცევა, ღრიალებს და ესთეტიკის შესახებ არაფერი სმენია. ასეთი ურთიერთობა სასწორის შინაგან ჰარმონიაზე დიდ იარას ტოვებს.
მორიელი: ნარცისი
მორიელს მხოლოდ მასზე ძლიერი ფსიქოპათი თუ მოერევა. ნარცისთან ბრძოლა მორიელისთვის „გველისა და გველგესლას“ ორთაბრძოლას ჰგავს. ბოლოს მორიელი მას მაინც გატეხს, მაგრამ ეს პროცესი იმდენად დამღლელია, რომ მოგონებაც კი სძულს.
მშვილდოსანი: პედანტი და მეწვრილმანე
საიდან ხვდებიან ასეთი მშრალი და მოსაწყენი ადამიანები მშვილდოსნის ცხოვრებაში, გამოცანაა. შენიშვნები: „რატომ კიდია შენი საცვალი ჭაღზე?“ მშვილდოსანს ისტერიკაში აგდებს. ის უბრალოდ გარბის იქ, სადაც მატარებლები არ დადიან, ოღონდ ეს წუწუნი აღარ მოისმინოს.