ცოტამ თუ იცის, რომ ვარსკვლავებს ურთიერთობის მომავლის დანახვაც შეუძლიათ. დიახ, ასტროლოგიას თუ დაუჯერებთ, შესაძლოა ოდნავ პრეტენზიული გახადოს თქვენი ძიების პროცესი, მაგრამ დაიჯერეთ, ეს წინდახედულობა ხშირად გადამწყვეტია. არსებობენ ნიშნები, რომლებთან თანაცხოვრებაც ნამდვილ ჯოჯოხეთად შეიძლება იქცეს.
მეორე მხრივ, არიან ისეთებიც, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება ერთი დიდი სიამოვნებაა. რადგან ხანმოკლე პაემნები და სერიოზული ურთიერთობები ორი აბსოლუტურად სხვადასხვა სამყაროა, სჯობს ნიშნების ხასიათს წინასწარ გაეცნოთ - ეს თავიდან აგაცილებთ ზედმეტ სტრესს და სულიერ სიმშვიდეს შეგინარჩუნებთ.
ზოგიერთი ნიშანი ერთმანეთს უბრალოდ ვერ ეგუება. ორი ტყუპი ერთად ნამდვილი აფეთქებაა, მაშინ როცა თევზები და ტყუპები შეიძლება იდეალურად შეეწყონ ერთმანეთს. როდესაც ვინმეს გაცნობას გეგმავთ (თუნდაც ონლაინ), ზოდიაქო კარგი ფილტრია ზედმეტი თავის ტკივილის ასარიდებლად.
მოდით, გადავხედოთ რეიტინგს - ყველაზე რთულებიდან საუკეთესოებამდე:
1. ტყუპები
თუ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, ტყუპები ამ სიის სათავეშია, როგორც ყველაზე არასტაბილური ნიშანი. ერთ წამს ცეცხლივით ემოციურები არიან, მეორე წამს - ყინულივით ცივები. არასდროს იცი, როდის რა განწყობაზე დაგხვდებიან. მათთან ერთად პაემნის ადგილის შერჩევაც კი ნერვების გამოცდაა. რაც ყველაზე მთავარია: ტყუპებს შეუძლიათ ჩხუბი უბრალოდ იმისთვის დაიწყონ, რომ არ მოიწყინონ.
2. კირჩხიბი
ჯიუტები და უკომპრომისოები. კირჩხიბი კამათისას პოზიციას არასდროს დათმობს - მათთვის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამასთან, ახასიათებთ გადაჭარბებული მზრუნველობა, რომელიც ხშირად მახეში გაბმას ჰგავს. მათი ეს ჩაციკვლა და სულში ძრომა ხანგრძლივ ურთიერთობას მძიმე ტვირთად აქცევს.
3. მორიელი
ბევრს მორიელები ვნებისა და სექსუალური ენერგიის გამო უყვარს, მაგრამ მხოლოდ ვნებით ოჯახს ვერ ააშენებ. სწორედ აქ იწყება პრობლემები: მორიელი ეჭვიანია, მუდმივად კონტროლს ითხოვს და უჭირს ნდობა. ნდობის გარეშე კი ურთიერთობა დიდხანს ვერ გაძლებს. თუმცა, თუ მხოლოდ ხანმოკლე თავგადასავალს ეძებთ - უკეთესს ვერ ნახავთ.
4. მერწყული
მერწყული შენი სულის სიმშვიდეა. ისინი მონოგამიურები არიან, არ უყვართ თამაშები და ერთგულებას ყველაფერზე მაღლა აყენებენ. მათთან ურთიერთობას თან ახლავს სითბო და ფიზიკური სიახლოვე, ასე რომ, თუ დისტანციური და ცივი ურთიერთობები გიყვართ, მერწყულს მოერიდეთ.
5. ლომი
ლომები საოცარი პარტნიორები არიან - სავსე ენერგიით, თანაგრძნობითა და სიყვარულით. დიახ, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და ხანდახან პატარა „დრამებსაც“ დგამენ, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი სიყვარულის ნაწილია. თუ გინდათ, რომ 24/7-ზე სიყვარულით გივსებდნენ ცხოვრებას, ლომი თქვენი არჩევანია.
6. თხის რქა
თუ სერიოზულ, გრძელვადიან ურთიერთობას ეძებთ - ეს ოქროს სტანდარტია. თხის რქას დრო სჭირდება, რომ ვინმესთან გაიხსნას და ემოციები გამოხატოს. მაგრამ თუ შეუყვარდით და ჩათვალა, რომ მისი ადამიანი ხართ, ეს მთელი ცხოვრებით გაჰყვება.