ზოდიაქოს ნიშნების სიყვარულის "ბნელი მხარე"

ზოდიაქოს ნიშნების სიყვარულის "ბნელი მხარე"

სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და ლამაზი გრძნობაა, რომელსაც ბევრი ადამიანი განიცდის. სიყვარული მშვენიერია, მაგრამ ზოგისთვის სიყვარული მწარე გემოს ტოვებს იმედგაცრუების, ღალატის და სხვა მტკივნეული სიტუაციების გამო. განვიხილოთ უარყოფითი ასპექტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოდიაქოს ნიშნების რომანტიკულ ურთიერთობებზე.

ვერძი

ვერძებს სიყვარულით ტკბობაში ხელს უშლის იმპულსურობა, გაღიზიანებულობა და ჯიუტი ცხოვრების წესი. ხშირად შეკამათებას სიტყვიერ ბრძოლებში გადაზრდის. მათთან ცხოვრება სულაც არ არის ადვილი, ისინი გაუცნობიერებლად მიისწრაფვიან კონფლიქტებისკენ და იწვევენ უამრავ დაძაბულობას და კამათს. ისინი საშინლად ეჭვიანები და მესაკუთრეები არიან და ზოგჯერ შეიძლება ეგოისტები და პრიმიტიულები გახდნენ. შეიძლება მოღალატეც იყვნენ, მაგრამ იმავეს არ მოითმენენ პარტნიორისგან.

კურო

ერთ-ერთი შესაფერისი ნიშანია სიყვარულისა და სიამოვნებისთვის, მაგრამ ასევე შეუძლიათ ეჭვიანი და მესაკუთრეები იყვნენ და პარტნიორი თავიანთ საკუთრებად მიიჩნიონ. შეყვარებული კუროს ბნელი მხარე ახირებებთან არის დაკავშირებული. მათი ურთიერთობები შეიძლება გართულდეს კომფორტის ზონის დატოვების შიშით. ხან სიზარმაცეში ვარდებიან, ხან მატერიალიზმში.

ტყუპი

ტყუპი შეიძლება კარგად ვერ გაუმკლავდეს სიყვარულს ცვალებადობისა და ემოციურ საკითხებში სიცივის გამო. ისინი ემოციურად განცალკევებულები არიან და ზოგჯერ ვერ ხსნიან, რომ მარტოობის სივრცე სჭირდებათ. ტყუპი შეიძლება სიყვარულში ცივი იყოს, მაგრამ ნამდვილი მსახიობია და მაინც მიაღწევს იმას, რაც სურს. ისინი ასევე ძალიან არასტაბილურები და ცვალებადი არიან. მუდმივად ერთ პარტნიორთან ყოფნა აშინებთ, თუმცა, არც მუდმივი პარტნიორის დროს ერიდებიან სხვასთან ფლირტს და გართობას.

კირჩხიბი

გადაჭარბებულმა ემოციურობამ სასიყვარულო საკითხებში შეიძლება სიყვარულში იმედგაცრუებამდე მიიყვანოს. უკიდურესი მგრძნობელობა მათ წინააღმდეგ მუშაობს ურთიერთობებში, ხდებიან დაუცველები, არასტაბილურები და ცოტა გიჟები. ისინი უკეთესი მამები ან დედები არიან, ვიდრე რომანტიკული პარტნიორები; ქვეცნობიერად კი, სიყვარულის ობიექტში ეძებენ დედას ან მამას. ზოგს ჰგონია, რომ კირჩხიბს შუშის გული აქვს და ის იფშვნება, როცა ურთიერთობა წყდება. სინამდვილეში, მას ერთგული გვერდში მდგომი სჭირდება, რომელიც ეტყვი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ლომი

ლომები ყოველთვის ცდილობენ იყვნენ ყურადღების ცენტრში და მათი ცხოვრების უდიდესი სიყვარული თავად არიან. მათ აქვთ ძალიან მაღალი სტანდარტები და ხშირად იმედგაცრუებულნი რჩებიან პარტნიორებისგან. მათ ამოძრავეთ ინსტინქტები და ვნება, შეუძლიათ ჩაერთონ თავგადასავლებსა და გართობაში. მათ პარტნიორისგან ესაჭიროებათ აღტაცება და აპლოდისმენტები. როცა ლომი ურთიერთობაში კონფლიქტების მოგვარების აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდება, შესაძლოა სიამაყისა და შეცდომებისადმი ზიზღის გამო სიტუაციიდან გამოვიდეს.

ქალწული

ქალწულები არიან პერფექციონისტები, უნდობლები და ზოგჯერ ცოტა პესიმისტებიც. მათთვის კამათი გაუსაძლისი ხდება და ამიტომაც სიყვარულში პრობლემები აქვთ. გრძნობები, ემოციები და ინსტინქტები მათთვის ნამდვილი ჭაობია. ბევრი შიში და აკრძალვა აქვთ. წვრილმან დეტალებს აკვირდებიან და პარტნიორის ნაკლოვანებებს სწრაფად იგებენ. ამასთან ძალიან მომთხოვნი არიან პარტნიორის მიმართ.

სასწორი

სურთ, რომ ყველაფერი ჰარმონიული იყოს. ვერ იტანენ უსიამოვნებებს და ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც სიყვარულში პრობლემები აქვთ. ამასთან, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. სასწორებს სურთ მშვიდობა, იცხოვრონ უკონფლიქტოდ. მაგრამ გულწრფელი საუბრების თავიდან აცილება შეიძლება არ იყოს საუკეთესო სტრატეგია კამათის თავიდან ასაცილებლად. გახსოვდეთ, რომ საუბარი იმაზე, თუ რას ფიქრობთ და გრძნობთ, დადებითად მოქმედებს სასიყვარულო ურთიერთობებზე.

მორიელი

ჩვენ წინაშეა ყველაზე ვნებიანი და მგზნებარე ნიშანი, ამასთან ერთ-ერთი ყველაზე რთული წყვილში თანაარსებობისთვის. საშინლად ეჭვიანი და მესაკუთრე, არავის პატიობს და არაფერს ივიწყებს, შურისმაძიებელია, საყვარელი ადამიანის მიმართაც კი. ყველაფრის კონტროლის სურვილმა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ღრმა ჭრილობები მათ ურთიერთობაში. ნდობა და კომუნიკაცია არის ის, რაც უნდა გამოიმუშაოთ, ძვირფასო მორიელებო.

მშვილდოსანი

მიუხედავად ოპტიმისტური და მხიარული ხასიათისა, მათთან ცხოვრება რთულია, თუნდაც თავისუფლების სიყვარულის გამო. მას არ სურს მიჯაჭვულობა, ავანტიურისტია. სჭირდება მუდმივი სტიმულირება, რათა შეინარჩუნოს ინტერესი პარტნიორის მიმართ. მშვილდოსნებს არ სურთ რაიმეს ხელიდან გაშვება და პირადი მიზნების გამო შეუძლიათ უარი თქვან რომანტიკულ ურთიერთობებზე. ეს ძალიან რთული ნიშანია სტაბილური ურთიერთობისთვის.

თხის რქა

ეს ადამიანები ძალიან სერიოზულად უყურებენ ცხოვრებას და მიდრეკილნი არიან პესიმიზმისა და მელანქოლიისკენ. მათ შეუძლიათ სიყვარული და სიამოვნება გვერდზე გადადონ სამუშაოსა და მატერიალური ამბიციების განსახორციელებლად. მათი გონება დომინირებს გულზე და აკეთებენ არა იმას, რაც სურთ, არამედ ვალდებულების გამო. მათი სიცივე საყვარელ ადამიანში იმედგაცრუებას იწვევს. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება დაქორწინდნენ ფულის ან სტატუსის გამო. თუმცა, კავშირის გაწყვეტას არ ჩქარობენ.

მერწყული

მერწყულთან ერთად ცხოვრება ძალიან რთულია, რადგან არავინ იცის, რას გრძნობენ. მათი განწყობა შეიძლება შეიცვალოს, ისევე როგორც მათი ურთიერთობები. ისინი შეიძლება იყვნენ სერიოზული ან გაბრაზებული, როცა უნდა იყვნენ ბედნიერი, ან პირიქით. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ისინი უარყოფენ ხანგრძლივ ურთიერთობებს და ჩვეულებრივ მეგობრობას ამჯობინებენ სიყვარულს. ხშირად გაურბიან ძლიერ ემოციებსა და ვნებებს.

თევზები

თევზები სიყვარულს შეწირულები არიან. ადვილად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ. მათთვის სიყვარული ზღაპრად აღიქმება და დისკუსიებისა და უთანხმოებების გამო იტანჯებიან. თევზები ღრუბლებში დაფარფატებენ, როცა შეყვარებულები არიან და ზოგჯერ სიყვარულს ხედავენ იქ, სადაც არცაა. ამიტომაც უნდა ჩამოვიდნენ რეალობაში, რათა დარწმუნდნენ, რომ მათი გრძნობებით თამაში არ შეიძლება და არ უნდა შეიყვარონ ის, ვინც მათი ღირსი არაა. უიღბლო სიყვარულის გამო კი ხშირად ხდებიან მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულებები.