შემოდგომის თვეებში ოქტომბერი ყველაზე დინამიკურია. ოთხი პლანეტა დაუბრუნდება დირექტულ ფაზას. პლანეტები ერთმანეთთან საინტერესო ასპექტებს ქმნიან, ზოგჯერ საშიშსაც. მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს, ახალმთვარეობის, სავსემთვარეობის პერიოდებში და 15-22 ოქტომბრის შუალედში. მთელი თვის განმავლობაში სიფრთხილე, გააზრებულობა და დაკვირვება მოგვეთხოვება. მართალია, პლანეტები რეტროგრადული ფაზიდან დირექტულს უბრუნდებიან და გამონათებებს უნდა ველოდოთ, მაგრამ სანამ სვლას გაასწორებენ, 4-5 დღე შეჩერებულები არიან. ეს მომენტიც გასათვალისწინებელია. ერთი სიტყვით, მოსაწყენად არ გვეცლება. თუმცა, მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად.
23 ოქტომბრამდე მზე სასწორის ნიშანშია. სასწორებო, გილოცავთ, ჰარმონია და ურთიერთგაგება გქონდეთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ არც ისე მშვიდი დრო დაგიდგათ. მზეც და მარსიც თქვენს ნიშანშია და ემოციები ბობოქრობს. მაგრამ იყავით მშვიდი და გააზრებული. სასწორი არის სიყვარულის, ქორწინების, ურთიერთობის, კანონის, ბალანსის, ჰარმონიის, თანამშრომლობის სიმბოლო. აგრეთვე, პარტნიორობის - სასიყვარულო და საქმიანი. კონსულტაციების. დააკვირდით თქვენს ურთიერთობებს და ეცადეთ, ჰარმონია შეინარჩუნოთ და თანხვედრა გქონდეთ პარტნიორთან. არ გირჩევთ უხეშობას, ძალის გამოყენებას სასურველის მისაღწევად.
ახლა რეტროგრადული მერკურის პერიოდში ვიმყოფებით. რომელიც 27 სექტემბერს დაიწყო და 18 ოქტომბრამდე გასტანს (მერკურის რეტროგრადული მომდევნო ფაზა დაიწყება 2022 წლის 14 იანვარს). მერე იქნება სტაციონარული (შეჩერებული) და სწორ სვლას 3 ნოემბერს დაუბრუნდა. ამიტომ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც დაკავშირებულია, საბუთებთან, კონტაქტებთან, მიმოსვლასთან გადაიტანეთ უკეთესი დროისთვის. მერკურის რეტროგრადული პერიოდი კი გამოიყენეთ საქმეების გამოსასწორებლად, საბუთების, ნივთების გადასაკეთებლად. კორექტივების შესატანად ხელშეკრულებაში და ა.შ. ოქტომბერში პლანეტა მერკური ორ ასპექტს აკეთებს: პლუტონთან და და იუპიტერთან . გარდა ამისა, 8 ოქტომბერს მერკური მზეს უერთდება (ამჯერად რეტროგრადულს) ასეთი ასპექტი გვქონდა პირველ აგვისტოსაც და გაიხსენეთ, რა ხდებოდა მაშინ თქვენს საქმეებში, ურთიერთობებში. ახლა შეიძლება მიუბრუნდეთ მათ, შეიტანოთ ცვლილებები დაასრულოთ. აქტიურად მოგინდებათ გადაკეთება, დასრულება. აგრეთვე, გაიაზრებთ და გაიგებთ ძალიან ბევრ რამეს - ახალ ინფორმაციებს, გადაამუშავებთ, გამოასწორებთ და ახალ შედეგებს მიიღებთ. აი, 29 ნოემბერს კი, როცა მერკური და მზე ისევ შეერთდებიან (ამჯერად მერკური სწორადმავალი იქნება), თქვენ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ. მერკური დაუპირისპირდება პლუტონს (პირველ და 5 ოქტომბერს. მოგვიანებით კი 4 ნოემბერს) ეს გაძლევთ საშუალებას გათავისუფლდეთ ტოქსიკური ურთიერთობებისგან, შაბლონებისგან. საქმისგან, რაც აღარ განიჭებთ სიამოვნებას. გარდა ამისა, პლუტონი არის ძალაუფლების, ძალის პლანეტა. შეიძლება გაჟონოს ინფორმაციამ სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ცვლილება მოხდეს საბანკო სისტემაში. ამავე დღეებში მერკური პოზიტიურ ასპექტს ქმნის იუპეტართან, გაფართოებისა და დიდი ბედნიერების პლანეტასთან. ანუ, გაწმენდის შემდეგ, თუ სუფთა ზრახვებით იმოქმედებთ, მიიღებთ წარმატებას.
ახალმთვარეობას ველოდებით 6 ოქტომბერს , 15:05-ზე სასწორის მეთოთხმეტე გრადუსში. ეს არის მთვარის თვის დასაწყისი - მზისა და მთვარის შეერთებით, მაგრამ ამჯერად სასწორში მათ უერთდება მარსიც. ამიტომ, მთვარის ამ თვეში, მომდევნო ახალმთვარეობამდე, მომატებული იქნება აქტიურობა, ენერგიულობა, ქმედება რაღაცის მისაღწევად. იყავით გონივრული, იფიქრეთ, რა შედეგს მოგიტანთ მომავალში თქვენი დღევანდელი ნაბიჯი. მოგიწოდებთ, ისწავლოთ გარშემო მყოფებთან თანამშრომლობა და უსიამოვნებების მუშტების გარეშე მოგვარება. საფრთხილოა 6-9 ოქტომბრის პერიოდი. ახალმთავრეობის პროგნოზს მოგვიანებით და ვრცლად შემოგთავაზებთ.
ახალმთვარეობა იმითაცაა გამორჩეული, რომ ამ დღეს პლანეტა პლუტონი დირექტულ ფაზას უბრუნდება. პლუტონი თხის რქაში დაკავშირებულია სტრატეგიულ მიზნებთან, ბიზნესთან, კარიერასა და პროფესიასთან. სწორ სვლაში დაბრუნების შემდეგ ის დააკორექტირებს ამ თემებს.
ვენერა მშვილდოსნის ნიშანში გადავა 7 ოქტომბერს და დარჩება 5 ნოემბრამდე . ვენერა მორიელში მშვიდად ცხოვრების უფლებას არ გვაძლევს, მომატებულია ეჭვიანობა და ემოციები. ეცადეთ, იმაზე მეტი სიყვარული გასცეთ, ვიდრე იღებთ და არ იყოთ პრეტენზიული და ეჭვიანი. 7-დან კი ვენერა გადადის მშვილდოსანში. გახდება ელიტური, კეთილშობილური. მოუნდება დაფასება საჩუქრებით, ელიტურ წვეულებებზე მიპატიჟებით. შეიძლება მოგინდეთ უცხოელებთან რომანის გაბმა. პარტნიორად შეიძლება აირჩიოთ ცნობილი ადამიანი ან ადამიანი, ვისაც კეთილშობილი წინაპრები ჰყავდა. ზოგიერთი შეიძლება სამოგზაუროდ გაემგზავროთ თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად.
მარსი-მზის ახალი 2-წლიანი ციკლი დაიწყება 8 ოქტომბერს . წაიკითხეთ სრულად