ხშირად ვსაუბრობთ ზოდიაქოს ზრდასრულ წარმომადგენლებზე, მაგრამ ამჯერად პატარების ჯერი დადგა და გავარკვიოთ, როგორები არიან თქვენი შვილები მათი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით:
სასწორი ბავშვები ყველაზე მორჩილები იქნებიან; ჰაერის სხვა ნიშნების - ტყუპისა და მერწყულის წარმომადგენლებთან შედარებით. სასწორები მიდრეკილნი არიან კომპრომისების ძიებისკენ და სხვისი აზრის გათვალისწინებისკენ, ხოლო მერწყულები ურჩევნიათ დაეყრდნონ საკუთარ გამოცდილებას, ბუნებით თავისუფლებისმოყვარე ინდივიდები და ექსპერიმენტატორები არიან. მაგრამ არსებობს ტყუპებთან მოლაპარაკების გზა - ისინი ავლენენ კმაყოფილებას იმ შემთხვევებში, როდესაც უფროსებმა მოახერხეს მათი დაინტერესება, მაგალითად, ზოგიერთი სასარგებლო ინფორმაციით ან მათთვის მნიშვნელოვანი კითხვებზე პასუხის გაცემით.
თუ მხოლოდ ბიჭებზე ვსაუბრობთ, ცეცხლის ნიშნების მთელ სამეულს - ვერძი, ლომი და მშვილდოსანი - შეიძლება ეწოდოს ყველაზე ცელქი. ისინი ჯიუტები არიან და სჯერათ მხოლოდ იმის, რაც გამოსცადეს საკუთარ თავზე.
ყველაზე პრეტენზიულები, როგორც წესი, მიწის სტიქიის წარმომადგენლები არიან - ანუ ქალწული, თხის რქა და კურო. მათ მოსწონთ უფროსების მოსმენა, ეს ბავშვები კარგად სწავლობენ, სასარგებლო ინფორმაციას ისმენენ და სათავისოდ იყენებენ, მაგრამ საკმაოდ ჯიუტები არიან და განსაკუთრებით კურო.
მორჩილები შეიძლება ვუწოდოთ კირჩხიბებსა და თევზებს, მაგრამ წყლის ნიშნებიდან გამონაკლისია მორიელი, რომელიც, მიუხედავად მისი წყლის ბუნებისა, მაინც ცეცხლოვან ენერგიას აფრქვევს. მორიელი ბავშვები მხოლოდ იმ ადამიანებს მოუსმენენ, რომლებმაც მათ თვალში ავტორიტეტი დაიმსახურეს და მათთან ფსიქოლოგიური კავშირის დამყარება შეძლეს.